"ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი"

უკრაინაში, ბრძოლის ველზე, ნაწილი ვაჟკაცურად, თავისი რეალური, გულწრფელი ემოციით და რწმენით იბრძვის. მაგრამ ამის მიღმა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ წაიყვანონ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფრონტის წინა ხაზზე. ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თუ ვინმე ფიქრობს რუსეთ- უკრაინის ომში პირდაპირი მონაწილეობით საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება, მაშინ უფრო ვაჟკაცური, მორალურად გამართლებული გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, აჩვენოს პირადი მაგალითი და თავის ოჯახის წევრები, შვილები, ძმები და მამები უნდა ჩართონ საომარ მოქმედებებში.

 

„უკრაინაში, ბრძოლის ველზე, ნაწილი ვაჟკაცურად, თავისი რეალური, გულწრფელი ემოციით და რწმენით იბრძვის. მაგრამ ამის მიღმა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ წაიყვანონ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფრონტის წინა ხაზზე. ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ ყველაფერს კი ემატება, შემდგომ გარდაცვლილების სახელით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, სხვების დამუნათება თუ რატომ არ მიდიან საომრად იქ სადაც თითქოს და საქართველოს ბედი წყდება. თუ ვინმე ფიქრობს რუსეთ- უკრაინის ომში პირდაპირი მონაწილეობით საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება, მაშინ უფრო ვაჟკაცური, მე ვიტყოდი მორალურად გამართლებული გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, აჩვენოს პირადი მაგალითი და თავის ოჯახის წევრები, შვილები, ძმები და მამები უნდა ჩართონ საომარ მოქმედებებში. სხვის შვილებით მანიპულირებას, ჯერ ცოცხლებით, ხოლო შემდეგ ცხედრებით ამორალურზე უფრო მეტია და სხვა სახელიც ჰქვია,“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.





მსგავსი სიახლეები
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"