აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება - დეტალები

აჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებზე მიმდინარეობს მუშაობა - ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე სივრცეები და სამთო ველობილიკი იმ პროექტებს შორისაა, რომლებსაც რეგიონი ტურისტებს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობა, რომელიც ტურისტებს ხიხანის ციხის დალაშქვრას გაუმარტივებს.

 

ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია. განახლებული ბილიკით სარგებლობას ტურისტები შემდეგი წლის ზაფხულში შეძლებენ.

 

„ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. შემდეგი წლისთვის კი ნაკრძალს მოსასვენებელი სივრცეები, შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა და ავტოპარკინგი შეემატება.

 

ექსტრემალური და თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის რეგიონში კანიონინგის ორი ტურისტული მარშრუტი მოეწყო. უჩხოსა და კაპნისთავის კანიონზე ტურისტებს კასაკდოვან ჩანჩქერებზე თოკებით დაშვებისა და ულამაზესი ხეობების დალაშქვრის საშუალება აქვთ. კანიონგთან ერთად აქტიურად მასპინძლობს ვიზიტორებს ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრებიც. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკეები ასევე მოეწყო ნაკონაღვარის მთაზე და კვესაური-ძველიმთის მიმდებარედ ხარისაწოლზე.

 

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით მთიან აჭარას ასევე შეემატა საფეხმავლო - საველოსიპედე ბილიკი. 5 კილომეტრიან ბილიკზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან აკავშირებს, მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო, რაც მარშრუტზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების, საპიკნიკეების, ველოპარკინგის, მოწყობას ითვალისწინებს.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც აჭარაში მუშაობა მიმდინარეობს, ჩირუხის ორზოლიანი ზიპლანია. 1750 მეტრი სიგრძის ზიპლაინი ჩირუხის მთაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაკეთდება, რაც შუახევში ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრს შექმნის.

 

ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა შემდეგ წელს დაიწყება. უკვე მზადაა პროექტი, რომლის მიხედვითაც ხეობაში გარემოსთან ადაპტირებული ღია მანეჟის, დახურული თავლის, ამფითეატრის, ადმინისტრაციული ცენტრისა და წრიული საცხენოსნო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში შესაძლებელი იქნება, როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
"მთავარი რაცაა, იმ კრიტერიუმებში წინ ვყოფილვართ ყველაფერში და სტატუსი რატომ არ მოგვცეს?!"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 თებერვლისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 თებერვლისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი თებერვლისთვის
"გაორმაგებული ან გაასმაგებული ეკონომიკა არის შესაბამისად გაზრდილი შემოსავლები, დასაქმებასთან ერთად"
"ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება" - ლაშა ხუციშვილი
საქართველოში მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება - „საქსტატი“
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს - ნახეთ ახალი მონაცემები
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
2023 წელს სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედება იგეგმება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 იანვრისთვის
"სააკაშვილი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ვერ იღებს" - გიული ალასანია
დოლარის ღირებულება 2.6499 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 იანვრისთვის
"უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, თითქოსდა რუსეთის ეკონომიკა რომ არ ჩამოიშალა, ეს ყველაფერი საქართველოდან შეტანილი საქონლის შედეგად ხდება"
"15 ათას ებრაელ ტურისტს ველოდებოდით სასრიალოდ... სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა" - შალვა ალავერდაშვილი
2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო