"ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია"

მამუკა მდინარაძეს არ უთქვამს და ჩვენს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. მოქალაქეობის ჩამორთმევა არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება, არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

ოხანაშვილის თქმით, არავის უთქვამს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, ვინმეს მოქალაქეობა ჩამოართვას.

 

„ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას კანონი ამბობს. ჩვენ არავის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე არ ვსაუბრობთ,  ვსაუბრობთ, კანონმდებლობით რაც არის განსაზღვრული. თუ ვინმე ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს, ეს გასარკვევია. არ გამორიცხოთ ისიც, იყოს მოცემულობა, რომ უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში ეუბნებოდნენ, გაგაწევრიანებთო და არ აწევრიანებდნენ. ეს გასარკვევია. არავის უთქვამს, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ან ამის უფლება გვაქვს, ვინმეს მოქალაქეობა ჩამოვართვათ. არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად, თავიანთი შეგნებით მიდიან და იბრძვიან. არიან ადამიანები, ვინც ერთვებიან კონფერენციებზე კიევიდან, პოლიტიკური პარტიების შეკრებებში მონაწილეობენ, ახდენენ მოწოდებებს და სხვადასხვა საკითხის მენეჯმენტით არიან დაკავებული. ამას რომ აკეთებენ და ფაქტად გისახელებთ, ეს ვის უქმნის დისკომფორტს ან პრობლემას? ბატონი მამულაშვილი თუ ამ საქმითაა დაკავებული და ეს ადამიანი, როგორც ჩანს, ახდენს დაორგანიზებას გარკვეული საკითხების, ეს ყველაფერი უნდა დადასტურდეს. ესეც არის შემდგარი ფაქტი, რომ ადამიანებს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ რაღაც დაპირებებს აძლევს, ესეც ფაქტია, რა არის გასაკვირი, თუ ამას თვითონვე ადასტურებენ?“ – განაცხადა ოხანაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
"არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი - მიშამ უნდა ჭამოს"
უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს
"რატომ ლობირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ომის პარტიის“ გამორჩეულ სახეებს" - “ხალხის ძალა"
"ობიექტურ პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ - კობახიძე
ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - რუსეთ - უკრაინის ომის 345-ე დღე
"ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას"
"თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ"-ნიკა მელია
"სააკაშვილი კრიმინალია და სასჯელი უნდა მოიხადოს"- თეა წულუკიანი
"გერმანიას ვინც ახალ ომში ითრევს რუსეთის ფედერაციასთან და ელოდება გამარჯვებას, არ ესმის, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება"-ვლადიმერ პუტინი
"მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს"-სერგეი ლავროვი
"NDI-ის კვლევამ ქვეყნის როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური ვითარების ძალიან მძიმე სურათი დაგვანახა" - ვახტანგ ძაბირაძე
"სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული არაკანონიერი გარიგებები" - გურამ მაჭარაშვილი
ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა
"აშშ უკრაინას აფრთხილებს: მოგიწევთ ანგარიშის ჩაბარება“ - The Washington Post
გენერალური პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
"მოვუწოდებთ, გადასცეს სააკაშვილი უკრაინას" - უკრაინის საგარეო უწყება
"სააკაშვილი უკრაინული მხარის დაკვეთით გაყიდა თავისივე გუნდმა, თავს ზვიად გამსახურდიას ნუ შეადარებს"
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია
"მოვისმინეთ ჩანაწერი, სადაც პირდაპირ მტკიცდება, რომ რუსეთის ფედერაციასთან ფარულად საუბრობს "ქართული ოცნება"