"ამ დღეს ისე ვერ გავატარებდი, რომ არაფერი მეთქვა" - ნიკა გვარამია

ამ დღეს ისე ვერ გავატარებდი, რომ არაფერი მეთქვა, - წერს ციხიდან ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. 

 


"დღეს, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო სახალხო დამცველის და, უტყუარად, საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და კვალიფიციური სახელმწიფო მოხელის - ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ბოლო დღეა.

 


ძალიან დიდი მადლობა მინდა მას გადავუხადო, პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც ამაყობს, რომ მის ქვეყანას, შინ და გარეთ, 6 წლის მანძილზე, გამორჩეულად გულისხმიერი და უმაღლესი მსოფლიო კლასის მოღვაწე წარმოადგენდა. მინდა მას მადლობა გადავუხადო, როგორც პოლიტპატიმარმა - ალბათ, სახალხო დამცველის ყველაზე კარგი შემფასებელი სწორედ ისაა, ვისი დაცვაც რთული და, საქართველოს კონტექსტში, საშიშიცაა. მინდა მადლობა ვუთხრა ნინოს და წუხილიც გამოვთქვა, რომ ჩემი დაცვის გამო, უმძიმესი დარტყმების და შეურაცხყოფების გადატანა მოუწია. თუმცა, რაც მეტი იყო წინააღმდეგობა, მით მეტი იყო ლომჯარიას შეუპოვრობა.

 


სამწუხაროა, რომ ქვეყანა ასეთ სახალხო დამცველს კარგავს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ნინო ლომჯარიას არ დაკარგავს და მას აუცილებლად ვიხილავთ (უნდა ვიხილოთ!) სხვა, ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან ადგილსა თუ ვითარებებში.

 


ვულოცავ ნინოს სახალხო დამცველის უკიდურესად წარმატებულ კარიერას და ველოდები მისგან ახალ და კიდევ უფრო დიდ მიღწევებს ჩვენი სამშობლოს სამსახურში! ამას ვუსურვებ მასაც და ჩემს სამშობლოსაც!

 


Nino Lomjaria" - წერს გვარამია.






მსგავსი სიახლეები
"კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროინტეგრაციისკენ" - ზაალ ანჯაფარიძე
"ტექნიკური წინსვლა საკმარისი არ არის ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის"- სერგი კაპანაძე
"მშვიდობით, ბატონო ჯემალ! მადლობა თქვენთან ერთად სცენაზე თუ სცენის მიღმა გატარებული ულამაზესი წლებისთვის"- გია ბაღაშვილის გამოსათხოვარი ჯემალ ღაღანიძეს
"ცხადად გამოჩნდა, რომ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებდა ქვეყნის გასაშავებლად"
"შოკის მომგვრელია ეს მონაცემი: საქართველოს გამრავლების ასაკის მქონე ყოველი მესამე მოქალაქე ქვეყნის დატოვებას ფიქრობს"
"საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება"
"ვერაფერი, რაც არ უნდა გაიხსენოთ სააკშვილის მმართველობის დროიდან ვერ აქარწყლებს და ვერ შველის ამ უბედურებას"
"ნუ ეწყინება ვაშაძის "ტროიკას", რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"სააკაშვილს ნამდვილად ეკუთვნის ისეთ პირობებში იყოს, როგორშიც სხვებს ამყოფებდა" - დიტო სამხარაძე
"იქ სადაც პრეზიდენტებს ასე კლავენ, თქვენი სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ უღირს ხელისუფლებას"
"ელექტორალურად დღეს რომ არჩევნები ჩატარებულიყო, მათი რეიტინგი 3 -5%-ია" - ლევან ნიკოლაიშვილი
"თუ ხვიჩა კვარაცხელიას გაუმართლებს და ტრავმებს ასცდება, რაღაც დიდი უნდა გამოვიდეს"- დემურ გიორხელიძე
„ორი წელი შესრულდა, რაც აღარ არის თემური ჩვენთან, დედამიწაზე, ხილულ სამყაროში…"
"წლებია კანონებს ესენი არ წერენ, დაკავებულები არიან ქვეყნის დაზიანებით შინ და გარეთ"- ამირან სალუქვაძე ოპოზიციაზე
"უჰლედარში ყველა გამოხტომა ჩაუფლავდა ურდოს, პავლივკის მხრიდან შეტევა ჩაუვარდათ" - ალექსი პეტრიაშვილი
"გილოცავ, ძმა" - სააკაშვილი ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს
"მხოლოდ ამ მაჩვენებლით, ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველო ძალიან უსამართლოდ დაიჩაგრა" - ლევან ნიკოლეიშვილი
"არ გამოვა ქალბატონო თამარ, თქვენი და თქვენი მეუღლის ბარიკადების ახალ მხარეს მორიგი გადასვლის მცდელობა"
"ნიკა მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა, კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძისა და „მაჩვის“ გაბაზრებულია"
"ჩვენი საზოგადოება უკეთეს დიდ ოპოზიციურ პარტიას ვერ ქაჩავს" - გია ნოდია