" მერწმუნეთ, აქ რომ მშვიდობა დაირღვეს, პირველი რადიკალური ოპოზიცია გაიქცევა წითელი ხიდიდან, როგორც გაიქცნენ 2008 წელს"-ირაკლი კობახიძე

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ვგმობთ რუსეთის აგრესიას. ამასთან, მეორე ნაწილში გვაქვს ერთი განსხვავება რადიკალურ ოპოზიციასთან, კასიანოვთან და სხვებთან, სადაც ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ეს ომი ბოლომდე უნდა გახდეს საქართველოს ომიც, ამაში ვერ ვთანხმდებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 

„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ხომ, ეს არის ცნობილი ფაქტი. ეს არის მდგომარეობა, რაც არის ფაქტობრივი მოცემულობა. ხშირად ისმის ფრაზა, რომ იქ მიმდინარე ომი არის საქართველოს ომიც. ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, ომი საქართველოსთვის ნახევრად მისი ვერ იქნება. ნახევრად საქართველოსი ეს ომი ვერ იქნება. ომი უნდა იყოს ან შენი ამ შემთხვევაში, ან არ უნდა იყოს შენი. სინამდვილეში, ვინც ამბობს, რომ ის ომი არის საქართველოს ომიც, მიანიშნებს იმაზე, რაზეც საუბრობდა კასიანოვი. მათ უნდათ, რომ ეს ომი გახდეს სრულად საქართველოს ომიც, ანუ ისინი ოცნებობენ მეორე ფრონტზე საქართველოში. ანუ მათი განზრახვა და მოტივაცია, როდესაც საუბრობენ, არის სწორედ ეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეროვნული ამოცანები და კონკრეტული დაკვეთა მოსახლეობისგან, რომელმაც მხარი დაგვიჭირა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს დაკვეთა არის, რომ საქართველოში შენარჩუნებული უნდა იყოს მშვიდობა. მერწმუნეთ, პირველი რადიკალური ოპოზიცია გაიქცევა წითელი ხიდიდან, როგორც გაიქცნენ 2008 წელს, აქ რომ მშვიდობა დაირღვეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ მას უნდა მეორე ფრონტი საქართველოში.

 

„ზუსტად იგივე უნდა რადიკალურ ოპოზიციასაც. როდესაც ხდება საქართველოს პირდაპირ გაიგივება ომთან, მათთვის ამას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საქართველო პირდაპირ გაიგივდეს ომთან, ანუ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, ჩვენ გვაქვს, ქართველ ხალხს აქვს საპირისპირო მიზანი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ყველაფერთან დაკავშირებით არის ნათელი.

 

„პირველი, პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე. ეს იქნა გამოხატული ყველანაირი ფორმით. მათ შორის, ჰააგაში სარჩელს მხარი დავუჭირეთ, გაერო, ეუთო და ა.შ. პოლიტიკური მხარდაჭერა არის სახეზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ამასთან ერთად, მეორე ნაწილში ჩვენ გვაქვს ერთი განსხვავება რადიკალურ ოპოზიციასთან, კასიანოვთან და სხვებთან. მეორე ნაწილში, სადაც ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ეს ომი ბოლომდე უნდა გახდეს საქართველოს ომიც, ამაში ვერ ვთანხმდებით ჩვენ და ხოშტარია, ჩვენ და „ნაცმოძრაობა“, ჩვენ და კასიანოვი“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
"არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი - მიშამ უნდა ჭამოს"
უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს
"რატომ ლობირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ომის პარტიის“ გამორჩეულ სახეებს" - “ხალხის ძალა"
"ობიექტურ პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ - კობახიძე
ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - რუსეთ - უკრაინის ომის 345-ე დღე
"ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას"
"თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ"-ნიკა მელია
"სააკაშვილი კრიმინალია და სასჯელი უნდა მოიხადოს"- თეა წულუკიანი
"გერმანიას ვინც ახალ ომში ითრევს რუსეთის ფედერაციასთან და ელოდება გამარჯვებას, არ ესმის, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება"-ვლადიმერ პუტინი
"მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს"-სერგეი ლავროვი
"NDI-ის კვლევამ ქვეყნის როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური ვითარების ძალიან მძიმე სურათი დაგვანახა" - ვახტანგ ძაბირაძე
"სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული არაკანონიერი გარიგებები" - გურამ მაჭარაშვილი
ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა
"აშშ უკრაინას აფრთხილებს: მოგიწევთ ანგარიშის ჩაბარება“ - The Washington Post
გენერალური პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
"მოვუწოდებთ, გადასცეს სააკაშვილი უკრაინას" - უკრაინის საგარეო უწყება
"სააკაშვილი უკრაინული მხარის დაკვეთით გაყიდა თავისივე გუნდმა, თავს ზვიად გამსახურდიას ნუ შეადარებს"
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია
"მოვისმინეთ ჩანაწერი, სადაც პირდაპირ მტკიცდება, რომ რუსეთის ფედერაციასთან ფარულად საუბრობს "ქართული ოცნება"