"15 ათას ებრაელ ტურისტს ველოდებოდით სასრიალოდ... სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა" - შალვა ალავერდაშვილი

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, რომ კლიმატური პირობების გამო, გუდაურსა და ბაკურიანში ტურისტული სეზონი ჩავარდა.

 

როგორც ის აღნიშნავს, გაურკვეველი მდგომარეობაა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, კერძოდ, ახლა, როდესაც ტურისტების ნაკლებობაა, ადგილობრივი ინსტრუქტორები უცხოეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორების წინააღმდეგ წავიდნენ.

 

 

“სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გუდაურის და ბაკურიანის ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა. წელს, ისრაელიდან პირველად იწყებოდა ზამთრის ტურიზმის მიმართულებით განვითარება. 15 ათას ებრაელ ტურისტს ველოდებოდით სასრიალოდ. სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა. დამსვენებლების უმრავლესობამ უკან გამოითხოვა ის თანხა, რაც სასტუმროებში ჰქონდა ჩარიცხული.

 

ამას დაემატა გაურკვეველი მდგომარეობა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი ხელისშემშლელი პირობაა. კერძოდ, ეს არის უცხოეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორების თემა, რომლებსაც ვერ ვარეგულირებთ კანონმდებლობით. არანაირი კანონმდებლობა არ გვაქვს, რომელიც უკრძალავს ვინმეს ქვეყანაში შემოსვლას და აქ ინსტრუქტორად მუშაობას. ბევრი ინსტრუქტორი ჩამოვიდა, საიდანაც შესაძლოა, რამდენიმეს საერთაშორისო ლიცენზია ჰქონდეს და ამის წინააღმდეგ წავიდნენ ადგილობრივი ინსტრუქტორები. თან ახლა, როდესაც ტურისტების ნაკლებობაა. როდესაც ბევრი ტურისტია, ინსტრუქტორებთან გადანაწილება ხდება, ინსტრუქტორები დაკავებულები არიან და ასე მძაფრად არ დგება ეს პრობლემა. მაშინ, როდესაც ტურისტების სიხალვათეა, ეს პრობლემა იჩენს თავს. გამოჩნდა, რომ საქართველოში უცხოელი ინსტრუქტორებისთვის არც ისე სახარბიელო სიტუაციაა“, - აღნიშნავს შალვა ალავერდაშვილი.

 

მისივე თქმით, 2023 წლის ერთ-ერთი გამოწვევა სასტუმროებში დასაქმებული პერსონალის ნაკლებობაც იქნება.

 

„2023 წლის ერთ-ერთი გამოწვევა იქნება პერსონალი. ახალი რეგულაციით რატომ გადაწყვიტეს, რომ სასტუმროებში 48-საათიანი ლიმიტი 40 საათამდე შეიცვალოს? როდესაც ადამიანი მიდის კურორტზე სამუშაოდ, იცის, რომ 2-3 თვე უნდა იმუშაოს იქ, მზად არის უფრო მეტი საათი იმუშაოს. ის ადამიანი ცხოვრობს კურორტზევე, სადაც მუშაობს. დამქირავებელი და დაქირავებული თანხმდებიან“, - აღნიშნავს შალვა ალავერდაშვილი. 





მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5563 ლარი გახდა
"ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდამ"- გიორგი ცუცქირიძე
გახდი თიბისის მომხმარებელი მარტივად, დარეგისტრირდი ციფრულ ბანკში
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მარტისთვის
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11.0 პროცენტზე ტოვებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 მარტისთვის
თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე “ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 მარტისთვის
Global Finance-მა თიბისი 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
"რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა კლინიკებში გადანაწილდებიან" - ზურაბ აზარაშვილი
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ინფლაცია სამიზნესთან ივლისში, ან უფრო ადრეც იქნება
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს დღეს - ვალუტის კურსი
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 მარტისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5768 ლარი გახდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
მიღებულია სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 და საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის მომართვაზე უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება
"პირველი მარტიდან დღემდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია 1 457 526 პირი"
"ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, გასულ წელს 3.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა"- ლაშა ხუციშვილი