ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო

სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მინისტრმა გამოსვლაში საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დაუთმო ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს ახორციელებს.

 

„აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 14 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები. ამასთან, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენო-სკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. სანქციების დაწესების პირველ დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

მან ამ მიმართულებით ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისათვის პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და დაკავშირებული სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დახმარებით, ორგანიზებულ იქნა რამდენიმე დისტანციური და ფიზიკური შეხვედრა, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, საბანკო სექტორისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ჩართულობით.





მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5563 ლარი გახდა
"ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდამ"- გიორგი ცუცქირიძე
გახდი თიბისის მომხმარებელი მარტივად, დარეგისტრირდი ციფრულ ბანკში
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მარტისთვის
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11.0 პროცენტზე ტოვებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 მარტისთვის
თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე “ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 მარტისთვის
Global Finance-მა თიბისი 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
"რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა კლინიკებში გადანაწილდებიან" - ზურაბ აზარაშვილი
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ინფლაცია სამიზნესთან ივლისში, ან უფრო ადრეც იქნება
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს დღეს - ვალუტის კურსი
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 მარტისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5768 ლარი გახდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
მიღებულია სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 და საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის მომართვაზე უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება
"პირველი მარტიდან დღემდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია 1 457 526 პირი"
"ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, გასულ წელს 3.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა"- ლაშა ხუციშვილი