"ჩვენი საზოგადოება უკეთეს დიდ ოპოზიციურ პარტიას ვერ ქაჩავს" - გია ნოდია

ენმ-ის არჩევნებში მთავარი საკითხი იყო არა ის, ვინ გახდებოდა თავმჯდომარე, არამედ ის, შეინარჩუნებდა პარტია ერთიანობას თუ გაიხლიჩებოდა. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ პარტიამ ერთიანობა შეინარჩუნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია წერს.

 

მისი თქმით, თუ არჩევნების პროცესს და შედეგს ხარისხიანი დემოკრატიის კრიტერიუმებით შევხედავთ, მოსაწონი ბევრი არაფერი იყო. 

 

"სერიოზული დისკუსია პარტიის განვითარების გზებზე ან ქვეყნისთვის სასურველი პოლიტიკის შინაარსზე, არ ყოფილა. ამის მაგივრად იყო პიროვნული დაპირისპირება არცთუ მისაღები მეთოდებით და შეჯიბრი იმაში, ვინ არის მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ერთგული.  


მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უნდა იყოს პოტენციური პრემიერ-მინისტრი. რამდენად დამაჯერებელი იქნება ამომრჩევლისთვის პრემიერ-მინისტრ ლევან ხაბეიშვილის პერსპექტივა? ეჭვის საფუძველი არსებობს. 


მაგრამ თუ ქართული გამოცდილებიდან ამოვალთ, ეს არჩევნები გარკვეული მიღწევაა. დამარცხებულმა კანდიდატებმა გამარჯვებულს მიულოცეს და პარტიაში დარჩნენ. ენმ-მა უკვე მეორედ აირჩია თავმჯდომარე გზით, რომლის დემოკრატიულობა ეჭვს არ იწვევს. პროცესი არც ერთი რომელიმე ადამიანის ან ჯგუფის, მათ შორის პარტიის გამაერთიანებელი ფიგურის, მიხეილ სააკაშვილის, კონტროლს არ ექვემდებარებოდა (ან ამის თქმის კონკრეტული საფუძველი არ არსებობს). 


კი, ფული ალბათ თამაშობდა როლს, მაგრამ ის ყველა დემოკრატიაში თამაშობს როლს. თუ პარტია დისპროპორციულადაა დამოკიდებული ერთ რომელიმე დონორზე, ამ უკანასკნელს ამბიცია ექნება, პროცესზე გავლენა მოახდინოს. ამას მხოლოდ ის შეიძლება ეშველოს, რომ ბევრი სხვადასხვა დონორი იყოს.  


უფრო გრძელვადიანად რა მოხდება, სხვა საკითხია. პარტიის ყურადღება მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზეა - აქტივისტების მოთხოვნაც ესაა. ემოციურად ეს სრულიად გასაგებია, მაგრამ, თუ რეალისტები ვიქნებით, პარტიას ამ მხრივ ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია. მისი პრიორიტეტი უნდა იყოს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება - ეს ამოცანა კი მიჩქმალულია. 


მოკლედ, დიდი ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოება უკეთეს დიდ ოპოზიციურ პარტიას ვერ ქაჩავს, ამიტომ რაც გვაქვს, ის დავაფასოთ. სტრატეგიულად, პროგრესი იქნებოდა უკეთესი და თან ძლიერი ოპოზიციური ორგანიზაციის შექმნა, მაგრამ ამას პირი არ უჩანს,"- წერს გია ნოდია.





მსგავსი სიახლეები
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"
"მიმდინარეობს ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ, ებრძვიან ეკლესიას და პატრიარქს, ვინც ყველაფერს აკეთებს"
"უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილი ამ ომის მოსურნე იყო და იბრძვიან კიდეც 1 წელზე მეტია"
"დიდი განსაცდელის ჟამია ახლა უკრაინაში -განსაცდელია კიევ-პეჩორის ლავრაშიც"- ნესტან კირთაძე
"დგას თუ არა სწორ საძირკველზე ქართული სახელმწიფო?!" - ბესიკ ლაგვილავა
"მაგრად დგანან ჩვენი გმირები, გვაქვს პოზიციური წარმატებაც და სიტუაციური გამოსწორებებიც, თუმცა ბრძოლები მძიმეა"
"10 წელი დასჭირდათ, 1 ფურცლის დასაწერად თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით" - კახა ოქრიაშვილი
"ძალიან ბევრი ტირანი ახსოვს მსოფლიო ისტორიას, შურ ლინდებრეკეს სახელობის ჯილდო კი არა, უფრო მეტიც რომ ჰქონიათ მიღებული"- გიორგი გამსახურდია
"გილაურმა კი უარყო, თუმცა ლევან ბეჟაშვილმა მისი კანდიდატურა შესაძლებლად დაუშვა"
"ჩემ შესახებ გუშინ გაკეთებული ყველა განცხადება არის სრული სიცრუე" - ნიკა გილაური
"ეს შიზოფრენია გამორიცხავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას გრძელვადიან პერსპექტივაში"
"სალომე ზურაბიშვილს არ აწუხებს ნაცჯალათების სისხლიანი, ძალადობრივი წარსული"- მაია ელოშვილი
"დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო!" - შალვა რამიშვილი
"არც ხელისუფლება და არც მისი ოპოზიცია ქართულ საქმეს არ აკეთებს, სამართლიანობის აღდგენა გაჭირდება"
"ქართული ღვინის პოპულარიზაცია კარგია, მაგრამ ამაზე დიდი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა" - ირმა ინაშვილი
"ჩვენებს სიტუაცია უჭირავთ საკუთარი სიცოცხლის ფასად" - ალექსი პეტრიაშვილი
"ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, EPP-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ"-დავით ზურაბიშვილი