"ნიკა მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა, კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძისა და „მაჩვის“ გაბაზრებულია"

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც ნიკა მელია ფიგურირებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება – ხომ ვთქვი, მინდოდა, ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში.

ახლა, როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული.

ამ ჩეთში ვიყავით მე, გიგა, უგულავა (ციხიდან გამოსვლის მერე და არა ვოისების მომენტში), კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, მელია და გვარამია (რომელიც მაგ ვოისების ჩაყრის მომენტში უკვე გასული იყო, უკვე კონფლიქტი გვქონდა მიშას დოზებზე ეთერში – ვერ ვაგებინებდით, რომ დამღუპველია).

 

მელია ბოლო მომენტამდე მესიანიზმის მოწინააღმდეგეთა, ანუ ჩვენს ბანაკში იყო და ვოისებად ჩაგვიყარა ჩეთში მიშასთან ლაპარაკის შინაარსი (რაც მოისმინეთ). რომ გადახტა და მიშას მოღალატეები ხართო, კივილი დაიწყო – ვიცინოდით მერე ამ ვოისებზე.

მაშინაც იყო აზრი, რომ გამოქვეყნებულიყო, ოღონდ არა ფარულად, არამედ ღიად – როდის იყავი მართალი? როცა მიშას აგინებდი თუ როცა ჩვენ მოღალატეებს გვიძახი? – ამ კითხვით.

მაგრამ გიგა კატეგორიულ უარზე წავიდა და არ დაუშვა – პირადის გამოქვეყნებას, სადაც მე ვარ, არ ვიკადრებთო.

 

ფარულად გამოქვეყნებას ვერც გაუბედავდნენ (უნდოდათ).

ხოდა, ახლა გათავისუფლდნენ გიგას მორალური მარწუხებისგან და ყველაფერი იკადრეს.

ანუ კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, მაჩვის და მათი გაბაზრებულია და როგორც ნდობით აღჭურვილ პირებს, ისე ჩაუგდო. ამის მერე ამ ადამიანებმა მელია ლიდერად ამოარჩიეს და 2021 წლის არჩევნებში მის შტაბში ბზრიალებდნენ – გამორჩენის მიზნით.

როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ სათამაშოდ, ადგნენ და პირადი ვოისები გამოუქვეყნეს.

 

ასეთი სამარცხვინოები არიან. უარესები იქნებიან ძალაუფლებას თუ მიაკარე – ღირსებისგან დაცლილები არიან, ამდენმა მარცხმა სულ გამოათაყვანა მორალურად. მოკლედ, მარცხის დროს უნდა გაიცნო ადამიანები – მანდ ყველაზე კარგად ავლენენ თავებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.





მსგავსი სიახლეები
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"
"მიმდინარეობს ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ, ებრძვიან ეკლესიას და პატრიარქს, ვინც ყველაფერს აკეთებს"
"უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილი ამ ომის მოსურნე იყო და იბრძვიან კიდეც 1 წელზე მეტია"
"დიდი განსაცდელის ჟამია ახლა უკრაინაში -განსაცდელია კიევ-პეჩორის ლავრაშიც"- ნესტან კირთაძე
"დგას თუ არა სწორ საძირკველზე ქართული სახელმწიფო?!" - ბესიკ ლაგვილავა
"მაგრად დგანან ჩვენი გმირები, გვაქვს პოზიციური წარმატებაც და სიტუაციური გამოსწორებებიც, თუმცა ბრძოლები მძიმეა"
"10 წელი დასჭირდათ, 1 ფურცლის დასაწერად თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით" - კახა ოქრიაშვილი
"ძალიან ბევრი ტირანი ახსოვს მსოფლიო ისტორიას, შურ ლინდებრეკეს სახელობის ჯილდო კი არა, უფრო მეტიც რომ ჰქონიათ მიღებული"- გიორგი გამსახურდია
"გილაურმა კი უარყო, თუმცა ლევან ბეჟაშვილმა მისი კანდიდატურა შესაძლებლად დაუშვა"
"ჩემ შესახებ გუშინ გაკეთებული ყველა განცხადება არის სრული სიცრუე" - ნიკა გილაური
"ეს შიზოფრენია გამორიცხავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას გრძელვადიან პერსპექტივაში"
"სალომე ზურაბიშვილს არ აწუხებს ნაცჯალათების სისხლიანი, ძალადობრივი წარსული"- მაია ელოშვილი
"დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო!" - შალვა რამიშვილი
"არც ხელისუფლება და არც მისი ოპოზიცია ქართულ საქმეს არ აკეთებს, სამართლიანობის აღდგენა გაჭირდება"
"ქართული ღვინის პოპულარიზაცია კარგია, მაგრამ ამაზე დიდი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა" - ირმა ინაშვილი
"ჩვენებს სიტუაცია უჭირავთ საკუთარი სიცოცხლის ფასად" - ალექსი პეტრიაშვილი
"ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, EPP-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ"-დავით ზურაბიშვილი