"არ გამოვა ქალბატონო თამარ, თქვენი და თქვენი მეუღლის ბარიკადების ახალ მხარეს მორიგი გადასვლის მცდელობა"

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს ეხმაურება:

 

„ვიცოდი, დღეს რაღაც გამიხარდებოდა და აი, ისიც - ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილის ეპისტოლე. თანამიმდევრობით დავიწყებ მის გარჩევას:


არ გამოვა ქალბატონო თამარ, თქვენი და თქვენი მეუღლის ბარიკადების ახალ მხარეს მორიგი გადასვლის მცდელობა. თქვენ ისევ ის ხართ, ვინც იყავით - იმ ბელადის, იმ ფარაონის კარზე, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი ვიპ-ფროილინა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ამუშავებდით საკუთარ თავზე სახელმწიფო დაცვის რესურსებს მაშინ, როდესაც ეს რესურსი თქვენ არ გეკუთვნოდათ - სახელმწიფოს დასაცავი მხოლოდ თქვენი მეუღლე იყო, მაგრამ კარგად მახსოვს თქვენი ისტერიული მოთხოვნები: „ამა და ამ ნომრის მანქანიდან უზრდელურად შემომხედეს... ამა და ამ სტომატოლოგთან რიგში სხვანაირად შემომხედეს“ - და მიდიოდა ოპერატიული დადგენები და აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანების ეკზეკუცია, მისი შედეგების თქვენამდე დაყვანის აუცილებელი მოთხოვნით;


მგლის თავზე სახარების წაკითხვის ტოლფასი იყო 2013 წელს კომისიური წესით თქვენივე შექმნილი ფარული კინოდოკუმენტალისტიკის განადგურების პროცედურა იმ მიამიტი იმედით, რომ ახლა მაინც გაჩერდებოდით. „ნურას უკაცრავად“ - 2016 წელს იმავე პროცესებით იყავით დაკავებული ერთმანეთის მიმართ - ფარული ჩანაწერების საჯარო გამომზეურებით.


გიგაზე, თქვენს მეუღლეზე, მისი „ჰეროიზაციის“ მიზნით ნათქვამმა ფრაზამ „ამატირა“ მელიას ჩანაწერის გამოქვეყნებაზე - „გიგა კატეგორიულ უარზე წავიდა და არ დაუშვა - პირადის გამოქვეყნებას სადაც მე ვარ, არ ვიკადრებთო“. მისი ასეთი პრინციპული „კატეგორიულობა“ შემახსენეთ დათა ახალაიას კაბინეტში, როდესაც „ციხის ბუნტის“ სისხლიანი ფარსის ერთ-ერთი სცენარის ავტორი ისიც იყო. ამიტომ გიგას „მორალური მარწუხებიდან“ გათავისუფლებაზე როდესაც წერთ - ეს ტერმინი ბრჭყალებში მაინც აიყვანეთ;


და ბოლოს, თქვენს ციტატას იმ ადამიანებზე, რომელთა რიგში საკუთარი თავის ამოცნობა კატეგორიულად აღარ გინდათ, მთლიანად მოვიყვან: „ასეთი სამარცხვინოები არიან. უარესები იქნებიან ძალაუფლებას თუ მიაკარე - ღირსებისგან დაცლილები არიან, ამდენმა მარცხმა სულ გამოათაყვანა მორალურად“. ამ ციტატით 41-ნომრიანი სარჩულის მიკერებას ამაოდ ნუ ცდილობთ. ამ ციტატას თქვენი პირიდან ვარგისიანობის ვადა დიდი ხანია გაუვიდა. ბოროტების არეალიდან სიკეთის მხარეზე გადასვლას არა მოყვასის განკითხვა, არამედ პერსონალური მონანიება და საკუთარი შეცდომების ჩამონათვალი უძღვის წინ, რისი შნო სხვის „ღირსების აყრაზე“ მოლაპარაკე ცოლ-ქმარს ასევე არ გაგაჩნიათ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც ნიკა მელია ფიგურირებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.





მსგავსი სიახლეები
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"
"მიმდინარეობს ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ, ებრძვიან ეკლესიას და პატრიარქს, ვინც ყველაფერს აკეთებს"
"უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილი ამ ომის მოსურნე იყო და იბრძვიან კიდეც 1 წელზე მეტია"
"დიდი განსაცდელის ჟამია ახლა უკრაინაში -განსაცდელია კიევ-პეჩორის ლავრაშიც"- ნესტან კირთაძე
"დგას თუ არა სწორ საძირკველზე ქართული სახელმწიფო?!" - ბესიკ ლაგვილავა
"მაგრად დგანან ჩვენი გმირები, გვაქვს პოზიციური წარმატებაც და სიტუაციური გამოსწორებებიც, თუმცა ბრძოლები მძიმეა"
"10 წელი დასჭირდათ, 1 ფურცლის დასაწერად თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით" - კახა ოქრიაშვილი
"ძალიან ბევრი ტირანი ახსოვს მსოფლიო ისტორიას, შურ ლინდებრეკეს სახელობის ჯილდო კი არა, უფრო მეტიც რომ ჰქონიათ მიღებული"- გიორგი გამსახურდია
"გილაურმა კი უარყო, თუმცა ლევან ბეჟაშვილმა მისი კანდიდატურა შესაძლებლად დაუშვა"
"ჩემ შესახებ გუშინ გაკეთებული ყველა განცხადება არის სრული სიცრუე" - ნიკა გილაური
"ეს შიზოფრენია გამორიცხავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას გრძელვადიან პერსპექტივაში"
"სალომე ზურაბიშვილს არ აწუხებს ნაცჯალათების სისხლიანი, ძალადობრივი წარსული"- მაია ელოშვილი
"დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო!" - შალვა რამიშვილი
"არც ხელისუფლება და არც მისი ოპოზიცია ქართულ საქმეს არ აკეთებს, სამართლიანობის აღდგენა გაჭირდება"
"ქართული ღვინის პოპულარიზაცია კარგია, მაგრამ ამაზე დიდი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა" - ირმა ინაშვილი
"ჩვენებს სიტუაცია უჭირავთ საკუთარი სიცოცხლის ფასად" - ალექსი პეტრიაშვილი
"ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, EPP-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ"-დავით ზურაბიშვილი