"გაორმაგებული ან გაასმაგებული ეკონომიკა არის შესაბამისად გაზრდილი შემოსავლები, დასაქმებასთან ერთად"

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

 

2022 წლის დეკემბერში ექსპორტის სარეკორდო 32.5%-იანი ზრდა და რეკორდული მაჩვენებელი 555.8 მლნ. აშშ. დოლარი, გაზრდილ საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან ერთად, იძლეოდა დეკემბერში მაღალი ზრდის დაშვების ალბათობასაც.

 

მოლოდინებისამებრ, 2022 წლის დეკემბერში გაგრძელდა წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და 11.0% შეადგინა, ხოლო 2022 წლის საშუალო ზრდა 10.1%-ით განისაზღვრა.

 

ნიშანდობლივია, რომ  2021 წლის შემდეგ, 2022 წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.1% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ორი წლის განმავლობაში ზედიზედ არ დაფიქსირებულა. 

 

ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მთლიანობაში 2022 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა არა ცალკეული რომელიმე დარგია, არამედ ტრანსპორტისა და დასაწყობების; მშენებლობის, მრეწველობის; ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და სერვისების, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში მაღალმა ეკონომიკური აქტივობამ.

 

კვლავ მზარდი იყო საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც,   საქონლის ექსპორტი 31.8 პროცენტით გაიზარდა და სარეკორდო ისტორიულ  მაქსიმუმს მიაღწია -5.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ორი წლის ექსპორტის ზრდის მზარდ დინამიკაზე მიუთითებს, ის ფაქტორიც, რომ  2022 წლის მაჩვენებელი წინა პანდემიურ 2019 წლის მაჩვენებელს მთელი 47 %-ით აღემატება!

 

მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს სავაჭრო ბრუნვაც, რაც 19,043.0 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, და  წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 32.8 პროცენტით მეტია და 43 %-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელსაც! მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების დონემ კი 7.6%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს და 3.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო კერძოდ შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 67.2%-ით გადააჭარბა და 363.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 2022 წლის ივლისიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აჭარბებს პანდემიამდელ მაჩვენებელს.

 

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ორი წლის მანძილზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკა საკმაოდ წარმატებული გამოდგა. 

 

ამასთან, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები პოზიტიურად აისახა ჩვენი ქვეყნის და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ სანდოობის ზრდაზე და წინა კვირაში Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო რეიტინგი უცვლელი „BB“ დონეზე დატოვა.

 

ყველა წინასწარი პროგნოზით, მათ შორის გაეროს პროგნოზითაც,  2023 წელსაც მაღალ ზრდას უნდა ველოდოთ, და დიდი ალბათობით მესამე წელსაც ორნიშნა ზრდას უნდა ველოდოთ, ხოლო  2022-2028 წლების პროგნოზში თუ ქვეყანაში დაწყებულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მივიღებთ მხედველობაში, რასაც შავ ზღვაში გამავალი ელექტრო კაბელის რამდენიმე მილიარდიანი პროექტიც ემატება, ჩვენ, ალბათ, ეკონომიკა გაგვიორმაგდება, რითაც ჩვენ შევდივართ სწრაფი ანუ პროგრესული ზრდის ციკლში. 

 

ეს, პირველ რიგში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელზე აისახება. 2021 -ში, მოგეხსენებათ, 5 200 დოლარი იყო, დღეს უკვე 6 700 დოლარია. 2024 წელს ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე უკვე 10 000 დოლარი შემოსავალი გვექნება, ანუ ეს მაჩვენებელი, ფაქტობრივად, გაორმაგდება. ეს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე ერთ-ერთი ყველაზე კარგი მიმანიშნებელია. უკვე 2027 წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით 15 000 აშშ დოლარს ავცდებით, რაც საშუალო ევროპული მაჩვენებელი და მაღალშემოსავლიანი ქვეყნის ინდიკატორი და 2021 წელთან შედარებით გასამმაგებული მაჩვენებელია!

 

თავის მხრივ, გაორმაგებული ან გაასმაგებული ეკონომიკა არის შესაბამისად გაზრდილი შემოსავლები,  დასაქმებასთან ერთად. გაზრდილი ეკონომიკა ხელფასების საშუალო მაჩვენებელსაც მნიშვნელოვნად  გაზრდის.





მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5563 ლარი გახდა
"ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდამ"- გიორგი ცუცქირიძე
გახდი თიბისის მომხმარებელი მარტივად, დარეგისტრირდი ციფრულ ბანკში
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მარტისთვის
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11.0 პროცენტზე ტოვებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 მარტისთვის
თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე “ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 მარტისთვის
Global Finance-მა თიბისი 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
"რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა კლინიკებში გადანაწილდებიან" - ზურაბ აზარაშვილი
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ინფლაცია სამიზნესთან ივლისში, ან უფრო ადრეც იქნება
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს დღეს - ვალუტის კურსი
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 მარტისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5768 ლარი გახდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
მიღებულია სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 და საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის მომართვაზე უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება
"პირველი მარტიდან დღემდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია 1 457 526 პირი"
"ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, გასულ წელს 3.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა"- ლაშა ხუციშვილი