
ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"ფრონტის ხაზებზე პრინციპში ვითარება უცვლელია! სვატოვო-კრემენნას მიმართულებაზე პოზიციური ბრძოლებია! რუსი ბლოგერები წერენ, რომ კრემენნას დასცხეს ჩვენებმა გაუმარსებით. მიდის არტ მომზადება დიდი დარტყმისთვის.
ყველაზე რთულ მონაკვეთებად რჩება ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით, ანუ სამხრეთით სტუპოჩკი-ივანოვსკოეს მიმართულებაზე გვიტევს ურდო, რომ ტრასაზე კონტროლი დაამყაროს, მაგრამ მაგრად დგანან ჩვენები და კრასნაჰორასა და პარასკოვიევკას მიმართულებით, რომ სოლედარის მხრიდან შემოუტიონ ბახმუტს! თვითონ ბახმუტის შემოგარენში ხორცკომბინატის და შამპანურის ქარხნის მიდამოებში მიდის ცხარე ქუჩის ბრძოლები, დანარჩენი ბახმუტი მყარად ჩვენების კონტროლის ქვეშ არის!
უჰლედარში ყველა გამოხტომა ჩაუფლავდა ურდოს, პავლივკის მხრიდან შეტევა ჩაუვარდათ, ნიკოლსკოეს აგარაკების მხრიდან ასევე შემოგვიტიეს და იქაც მოხვდათ დინგში!
ზაპოროჟიეს მონაკვეთზე შეინიშნებოდა რამდენიმე მიმართულებაზე გააქტიურება, მაგრამ პოზიციურ ბრძოლებს იქით საქმე არ წასულა!
ერთი რაც უნდა ითქვას ზოგადად არის ის, რომ არტილერიული დარტყმების ინტენსივობამ იმატა მთელს გაყოლებაზე. მძიმე ტექნიკა ნაკლებად გამოიყენება შეტევებში, სამაგიეროდ დიიიდი რაოდენობით აყრიან ჩმობიკებს და ვაგნერის ზეკებს საზარბაზნე ხორცად ბახმუტის მიმართულებაზე!
ურდოს პროპაგანდა ნელ ნელა საცერს ემგვანება. გუშინ აღიარება მოვისმინეთ, რომ სექტემბრისთვის ურდოს მედესანტეების 50% განადგურებული იყო! მეორე 50%-ს თებერვალ მარტში გავისტუმრებთ კობოზნ ველიზე!
თვითმფრინავებზე ლაპარაკი დაიწყო უკრაინის თავდაცვის მინისტრმა პარიზში. ოფიციალური პარიზის პოზიციაა, რომ ყველაფერი განხილვის საგანია და არ არსებობს შეზღუდვები, მათ შორის არც თვითმფრინავებზე; მანამდე კი საფრანგეთი უკრაინას კიდევ 12 საარტილერიო სისტემა ცეზარს გადასცემს უკრაინას. გადასარევი!
საგარეოს მინისტრი დმიტრო კულება იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში 120-140 ტანკს მიიღებს დასავლეთიდან!
გერმანია დამატებით 100 ცალ უპილოტო რაფრენ აპარატს მოაწვდის უკრაინას.
2 მაგარ დრონს პაკეტში აშშ-ც გადმოგვცემს. ახალი დახმარების პაკეტი კი იქნება 2.2 მილიარდი დოლარის მოცულობის, რომელშიც, როიტერსის ცნობით, შევა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. შეიძლება მთლად ატაკამსები არ იყოს ჯერ, მაგრამ ყირიმამდე რომ მიაღწიოს, ისეთი ნამდვილად იქნება! ვნახოთ! მალე გამოცხადდება!
მაგაზე ცოტათი მეტს - 2.3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გადასცემს უკრაინას....... რომან აბრამოვიჩი! რა ცაკალელია! ჩელსის გაყიდვიდან რაც აიღო, სულ უკრაინას გადასცემს! ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ იყო მთავარი შუამავალი რუსეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკებების თემაზე, მაგრამ ახლა აღარც მოლაპარაკებები განიხილება და აღარც აბრამოვიჩი ვინმეს ჭირდება! ჰოდა ურდოში იძახიან, მაგ ფულის გადაცემისთვის არ ვაცოცხლებთ რომანასაო! დარდი გვაკლდა ახლა ჩვენ რო კიდევ რომაჩკას უსაფრთხოებაზე ვინერვიულოთ დილიდან?
უახლოეს დღეებში კიევში გაიმართება უკრაინა-ევროკავშირის სამიტი! უკრაინას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს გაწევრიანების ტემპებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, სავარაუდოდ განიხილება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ვადები და პირობები! წარმატებები უკრაინას!
უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უმფროსი ბუდანოვი ამბობს, ზაფხულის ბოლოს-შემოდგომაზე ყირიმში ვიქნებითო, ჩვენი დიდი მეგობარი გენერალი ბენ ჰოჯესიც იმავეს ამტკიცებს! რაჭული თაფლი თქვენს ბაგეებს!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში საქართველო გაიხარებს 2023-ში პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!" - წერს ალექსი პეტრიაშვილი.
მსგავსი სიახლეები



















