"წლებია კანონებს ესენი არ წერენ, დაკავებულები არიან ქვეყნის დაზიანებით შინ და გარეთ"- ამირან სალუქვაძე ოპოზიციაზე

ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ ახალი რუბრიკა უნდა შემოვიღოთ - "გასართობი პოლიტიკა". ოდნავ სერიოზულად თუ შევხედავთ, გავიხსენოთ ვინ რას აკეთებდა დღეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე წერს.

 

"ხაბეიშვილის პირველი დღე:

 

-  დილით ოფისში მისვლა და სარკესთან ნავარჯიშები საქმიანი მისალმებების ჩამორიგება;

- ჭორის აგდება "სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ";

- "სააკაშვილს 2 სმ მოაკლეს";

- "თუ სააკაშვილს გამოუშვებთ, პარლამენტს დავტოვებთ";

- ბელადისგან მიღებული წერილის წაკითხვა, გამოქვეყნება. ჩარჩოში ჩასმის განკარგულებას ხვალ გასცემს.

ოპოზიციის პირველი დღე ხაბეიშვილის პირველ დღეს:

- ერთი ნაწილი აფასებს ხაბეიშვილის აქტივობებს;

- მეორე ნაწილი აფასებს ნაცმოძრაობის დეგრადაციას.

- ხაბეიშვილს უპასუხეს, ჩვენც მიგვიღია სააკაშვილის წერილები.

 

რას აკეთებდა დღეს ხელისუფლება:

- ავსტრიის კანცლერის ვიზიტი;

- მოლდოვას ვიცე-პრემიერის ვიზიტი;

- კორუფციის ინდექსში 4 პუნქტით წინ წაწევა;

- სუვერენული რეიტინგის BB უარყოფითიდან BB დადებითამდე აწევა;

- შსს-ს სტატისტიკის გამოქვეყნება;

- მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის პოზიტიური მოლოდინები;

- საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაციები ესპანეთში, შვედეთში და ა.შ.

 

ოპოზიცია ამ საკითხების განხილვებში უნდა იყოს ჩართული, უნდა აფასებდეს, აკრიტიკებდეს, ინიციატივებით გამოდიოდეს და ა.შ.

ასე შეიძლება ყოველ დღე დაიწეროს. შემდეგ დაჯამდეს. ვხუმრობ. უსაქმურებს რად უნდა მონიტორინგი?! წლებია კანონებს ესენი არ წერენ, დაკავებულები არიან ქვეყნის დაზიანებით შინ და გარეთ,"- წერს ამირან სალუქვაძე.





მსგავსი სიახლეები
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"
"მიმდინარეობს ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ, ებრძვიან ეკლესიას და პატრიარქს, ვინც ყველაფერს აკეთებს"
"უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილი ამ ომის მოსურნე იყო და იბრძვიან კიდეც 1 წელზე მეტია"
"დიდი განსაცდელის ჟამია ახლა უკრაინაში -განსაცდელია კიევ-პეჩორის ლავრაშიც"- ნესტან კირთაძე
"დგას თუ არა სწორ საძირკველზე ქართული სახელმწიფო?!" - ბესიკ ლაგვილავა
"მაგრად დგანან ჩვენი გმირები, გვაქვს პოზიციური წარმატებაც და სიტუაციური გამოსწორებებიც, თუმცა ბრძოლები მძიმეა"
"10 წელი დასჭირდათ, 1 ფურცლის დასაწერად თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით" - კახა ოქრიაშვილი
"ძალიან ბევრი ტირანი ახსოვს მსოფლიო ისტორიას, შურ ლინდებრეკეს სახელობის ჯილდო კი არა, უფრო მეტიც რომ ჰქონიათ მიღებული"- გიორგი გამსახურდია
"გილაურმა კი უარყო, თუმცა ლევან ბეჟაშვილმა მისი კანდიდატურა შესაძლებლად დაუშვა"
"ჩემ შესახებ გუშინ გაკეთებული ყველა განცხადება არის სრული სიცრუე" - ნიკა გილაური
"ეს შიზოფრენია გამორიცხავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას გრძელვადიან პერსპექტივაში"
"სალომე ზურაბიშვილს არ აწუხებს ნაცჯალათების სისხლიანი, ძალადობრივი წარსული"- მაია ელოშვილი
"დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო!" - შალვა რამიშვილი
"არც ხელისუფლება და არც მისი ოპოზიცია ქართულ საქმეს არ აკეთებს, სამართლიანობის აღდგენა გაჭირდება"
"ქართული ღვინის პოპულარიზაცია კარგია, მაგრამ ამაზე დიდი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა" - ირმა ინაშვილი
"ჩვენებს სიტუაცია უჭირავთ საკუთარი სიცოცხლის ფასად" - ალექსი პეტრიაშვილი
"ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, EPP-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ"-დავით ზურაბიშვილი