"სააკაშვილი უკრაინული მხარის დაკვეთით გაყიდა თავისივე გუნდმა, თავს ზვიად გამსახურდიას ნუ შეადარებს"

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი გიორგი ცუცქირიძე

 

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელი განცხადებები, რომ „საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი – მოკლას სააკაშვილი“, რაზეც მან ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კრავს და იმ კვანძის გახსნასთანაც გვაახლოებს, რაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის პოლიტიკურ ოდისეასთან არის დაკავშირებული.

 

სააკაშვილს აქ ჩამოსვლის იმ ფორმისგან განსხვავებით, რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოველნაირად მისთვის წამგებიანი ფორმით, სხვა არაერთი ალტერნატივა ჰქონდა.

 

დავიწყოთ იმით, რომ ქვეყანაში შესვლის გამოცდილება მას ნამდვილად ჰქონდა, როდესაც უკრაინაში პოლონეთიდან დაბრუნდა, რაც ფართოდ გაშუქდა უკრაინული თუ დასავლური მედიით!

 

ანალოგიური სცენარი აქაც შეეძლო გაეთამაშებინა, გნებავთ მის მიერვე გავრცელებული წინასწარი ვერსიით თბილისის აეროპორტში ჩამოსვლით, როდესაც დაჯავშნილი ბილეთი წარმოადგინა და გნებავთ ბათუმის რეისით ან სულაც სარფის გამშვები პუნქტით უკრაინაში შესვლის ანალოგიურად.

 

ყველა ამ შემთხვევაში, თუ მას თუნდაც სულ მინიმუმ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 20-30 ათასი მხარდამჭერი და ფანი დახვდებოდა, რაც ნამდვილად არ არის უტოპიის სფეროდან, საქართველოს ხელისუფლებას მისი აყვანა ნამდვილად გაუჭირდებოდა. თუ შემოპარვაზე და მოულოდნელობის ეფექტზეა საუბარი, თავისუფლად შეიძლებოდა მისი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან გათამაშება, სადაც ოპოტელევიზიები ნაციონალურ პოლიტსაბჭოსა და მხარდამჭერებთან ერთად, დილიდანვე თავად სააკაშვილის ჩართვით გვაცნობდნენ ამ სიახლეს და ბუნებრივია პოლიტიკური დღის წესრიგიც ამ მოვლენის ირგვლივ იქნებოდა აგებული.

 

უნდა ვაღიაროთ ამ სცენარების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად გაუჭირდებოდა მისი დაკავება. გავიხსენოთ, რომ მელიას აყვანას, როდესაც „ნაციონალების“ ოფისში მის გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დეპუტატები იყვნენ, პრემიერ გახარიას კარიერა გადაჰყვა.

 

სააკაშვილის აყვანის შემთხვევაში კი ამას დიდი ალბათობით საპროტესტო აქციები მოჰყვებოდა, სადაც გარდა „ნაციონალებისა“ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც მხარს დაუჭერდნენ, ისინიც კი ვისთვისაც სააკაშვილი თავის დროზე მიუღებელი იყო!

 

მთავარი კითხვაც აქ არის დასასმელი, მაშინ რამ აიძულა ან რატომ დაბრუნდა ამ ფორმით სააკაშვილი საქართველოში? ის რომ იდიოტი არ არის და არც პოლიტიკური ავანტიურა აკლია, ეს უკრაინაში გამოჩნდა.

 

ვფიქრობ, იგი აქ მისი ნების გარეშე ნარკოზის ქვეშ შემოიყვანეს, და რა მხოლოდ უკრაინული ოლიგარქების დაკვეთით, საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, რა ვერსიებიც აქ ჟღერდება ხოლმე, არამედ თავად უკრაინის ხელისუფლების მიერ, რაზეც გენერალ ლორთქიფანიძის დაწინაურებაც მოწმობს. ამ ოპერაციის მიზანი უნდა ყოფილიყო მიშას აქ შემოგდება მოსალოდნელი ომის წინ, თან ისე რომ ის გმირად არ წარმოჩენილიყო და ამავდროულად მისი დაპატიმრებისას საქართველოს ხელისუფლების მუდმივ თავის ტკივილადაც ქცეულიყო.

 

სხვა აქ განხილული ალტერნატივების შემთხვევაში, სააკაშვილი ციხეში მოხვედრის პირობებშიც კი, პერმანენტული საპროტესტო აქციების ფონზე, სულ სხვა რენომეთი წარმოდგებოდა, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს!

 

სხვათა შორის კვანძის გახსნაზე მიუთითებს ზელენსკის ვან დერ ბელენთან შეხვედრამდე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოების  გადაცემაც.

 

უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ამ ოპერაციის განხორციელებისას მჭიდრო კოორდინაციაში არა საქართველოს ხელისუფლებასთან, რაზეც ხდება ხოლმე არასწორი აქცენტები მიზანმიმართულად თუ არასწორი პოლიტიკური შეფასებებიდან გამომდინარე, არამედ უკრაინაში ქართულ დესანტთან, გნებავთ ვანო მერაბიშვილთან და გნებავთ ზურაბ ადეიშვილთან უნდა ყოფილიყვნენ. არც საქართველოში შემოყვანა უნდა გასჭირვებოდათ სპეცსამსახურებში ჯერ კიდევ საკმაოდ მყოფი მხარდამჭერების ფონზე. ამას დავუმატოთ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი რგოლი და წრეც შეიკვრება.

 

სხვა შემთხვევაში ლოგიკას მოკლებულია, სააკაშვილი აქ აყვანის სცენარი, როდესაც ის მარტოდ მარტო ვარკეთილის ერთ-ერთ ჩვეულებრივ ბინაში აიყვანეს, და მასთან არც ერთი ნაციონალი არ იყოს, არც დეპუტატი და არც პოლიტსაბჭოს წევრი.

 

სააკაშვილი როდესაც მიხვდა, რომ ის პრაქტიკულად ყველამ გაწირა, მათ შორის დასავლეთმა და გასაწირ პაიკად გამოიყენეს, ჩავარდა უმძიმეს დეპრესიაში, რაც განსაზღვრავს კიდეც მის დღევანდელ მენტალურ მდგომარეობას!

 

დასავლეთს მისი აქ შემოგდება და პოლიტიკური პროცესების არევა პირდაპირ რომ ნდომოდა, თუნდაც აქ ნაჩვენების, მისი შემოყვანის რომელიმე გაცილებით მომგებიან და დასავლეთშიც გასაპიარებელ სცენარზე შეჯერდებოდა, ისევე მასთან. მისი ამ ფორმით აქ შემოყვანა იმაზე იყო გათვლილი, რომ საქართველოს ხელისუფლებას მისი აყვანის გარდა სხვა გზა არ უნდა დარჩენოდა. თუმცა, ეს რომ მხოლოდ უკრაინული კარტის გათამაშება არ არის, ამასაც მალე ვნახავთ…

 

სააკაშვილი უკრაინული მხარის დაკვეთით გაყიდა თავისივე გუნდმა, და თავს ნურც ზვიად გამსახურდიას შეადარებს, რომელსაც საქართველოში დაბრუნებისას, ასი ათასობით მხარდამჭერი დახვდა დასავლეთ საქართველოში!

 

და ეს, რომ დიდი ალბათობით ასეა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებიც გვიჩვენებს, სადაც ერთმანეთის მიყოლებით მიდიან ე.წ ძველები და რეალურად მოდიან ამ სცენარის მეორე რიგის აქტორები, ვანო მერაბიშვილის და კეზერაშვილის ხალხი!

 

ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული 24 თებერვლის აქცია და გაკეთებული მინიშნებებიც, ზელენსკის დღევანდელი განცხადებების უნისონშია!

 

საქართველოს ხელისუფლება მორიგი გამოწვევის წინაშე დგას, ხაბე შეიძლება პრიმიტივიც იყოს და დაბალი ინტელექტუალური „აი ქიუს“ მატარებელიც, მაგრამ ის ხდება ამ პროცესების ნაწილი და ყველაფერზე წამსვლელია, სწორედ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, არც შემთხვევით არ არის შერჩეული. და არც ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ამ სცენარში მონაწილეობაა შემთხვევითი, დემოკრატიაზე და პროდასავლურობაზე, რომ აქვთ მუდმივი პრეტენზიები.

 

მელიამ მაქსიმუმი პარლამენტის შტურმისას გააკეთა, რასაც მისი დაპატიმრება და შემდეგ ფაქტობრივად მისი პოლიტიკური განეიტრალებაც მოყვა. მან რეალურად მავრის როლი შეასრულა ამ დიდ დაწერილ სცენარში.

 

საქართველოში ასე ნანატრი “მეორე ფრონტიც”, და მეორე ანტრაქტიც, ფაქტობრივად, ზელენსკიმ გახსნა, ახლა ჯერი და პოლიტიკური მარიფათი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე და ქართველი ხალხის  მდგრადობაზე იქნება დამოკიდებული!

 

არც არავის ვაშინებ, მაგრამ ეს რომ მხოლოდ უკრაინული კარტის გათამაშება არ არის, ვინც პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ერკვევა მისთვის ცხადი უნდა იყოს!

 

ამ პროექტის პირველ ნაწილსაც სულ მალე 24 თებერვალს ვიხილავთ. დასავლეთს ახასიათებს ვერბალური პოლიტიკური თამაშები, ზვიად გამსახურდიას ისტორია, ამის ყველაზე კარგი მემატიანეა. 





მსგავსი სიახლეები
გააძევეთ ეს ქალი, სხვა შემთხვევაში მიიღებთ სამოქალაქო ომს – ლალი მოროშკინა ვიოლა ფონ კრამონზე
კიდევ ერთხელ თუ დააპირებთ რაიმე 7-8 მარტის მსგავსს, ქართველი ხალხი გამოვა და მაგ გაცხელებულ ტვინებს, ერთხელ და სამუდამოდ გაგიგრილებთ – კონსტანტინე მორგოშია
სომხეთის ხელისუფლება რუსეთს ჰპირდება, რომ პუტინს ჰააგის სასამართლოს არ გადასცემს
სტატუსის“ მინიჭება აუცილებელია იმისთვისაც, რომ ევროკავშირი ამოირიცხოს „გლობალური ომის პარტიის“ იმ რიგებიდან, ვისაც ეს „სტატუსი“ საქართველოს ომში ჩართვისთვის უნდა გამოეყენებინა - დავით ქართველიშვილი
,,როდესაც ვინმესთვის „რუსეთუმეს“ დაძახება მოგინდებათ, თავი დასავლეთისკენ მიაბრუნეთ''- თამარ ჩიბურდანიძე
უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართულობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში
,,ამ პოსტში თუ 1 პუნქტი მაინც არის ტყუილი მომწერეთ – არ მეწყინება''- სანდრო ბრეგაძე
,,სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა''- მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტზე
უკრაინელ სპორტსმენებს რუსებთან ერთად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირებში გამოსვლა აუკრძალეს
,,ლაზარე გრიგორიადისი შერჩევითი სამართლის მსხვერპლია''- გიგა ბოკერია
ვერ ეღირსებით საქართველოში BLM-ის მსგავსი Nazzie Lives Matter-ს ტალღის აგორებას, სრული განუკითხაობით, მოროდიორობით და შერჩევითი დაუსჯელობით - დავით ქართველიშვილი
,, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სილის გაწვნაა''- დმიტრო კულება
გაეროს უშიშროების საბჭოს ერთი თვით რუსეთი უხელმძღვანელებს
,, ვის რაში აინტერესებს მაგისი სექსუალური ორიენტაცია, მოძალადეა ჩვეულებრივი და უნდა დაისაჯოს'' - ზურაბ ქადაგიძე ჯაფარიძესა და ხოშტარიაზე
ზელენსკიმ 225 კომპანიას და 33 ფიზიკურ პირს 10-წლიანი სანქციები დაუწესა
"რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას"-ალუდა ღუდუშაური
"დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!"- სალომე ზურაბიშვილი
"ღიმილისმომგვრელი იყო ოპოზიცია, რომელიც ტაშს უკრავდა ქალბატონი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას"- თალაკვაძე
"ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა- ეს, უბრალოდ, აბსურდულია"-პაველ ჰერჩინსკი
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა