გენერალური პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულებისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე ინფორმაციას ავრცელებს.

 

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.

 

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ განიზრახეს ნ.კ.-ს მოკვლა, რისთვისაც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და იქირავეს ავტომობილი. 2021 წლის 15 სექტემბერს, მსჯავრდებულები ვ.ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პირად საქმეზე მისულ ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნ.კ.-ს. სროლის დასრულების შემდეგ, ა.ჭ. და გ.კ., ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულებს 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, უცვლელად ძალაში დარჩა და ა.ჭ.-ს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.კ.-ს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით, გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
გააძევეთ ეს ქალი, სხვა შემთხვევაში მიიღებთ სამოქალაქო ომს – ლალი მოროშკინა ვიოლა ფონ კრამონზე
კიდევ ერთხელ თუ დააპირებთ რაიმე 7-8 მარტის მსგავსს, ქართველი ხალხი გამოვა და მაგ გაცხელებულ ტვინებს, ერთხელ და სამუდამოდ გაგიგრილებთ – კონსტანტინე მორგოშია
სომხეთის ხელისუფლება რუსეთს ჰპირდება, რომ პუტინს ჰააგის სასამართლოს არ გადასცემს
სტატუსის“ მინიჭება აუცილებელია იმისთვისაც, რომ ევროკავშირი ამოირიცხოს „გლობალური ომის პარტიის“ იმ რიგებიდან, ვისაც ეს „სტატუსი“ საქართველოს ომში ჩართვისთვის უნდა გამოეყენებინა - დავით ქართველიშვილი
,,როდესაც ვინმესთვის „რუსეთუმეს“ დაძახება მოგინდებათ, თავი დასავლეთისკენ მიაბრუნეთ''- თამარ ჩიბურდანიძე
უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართულობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში
,,ამ პოსტში თუ 1 პუნქტი მაინც არის ტყუილი მომწერეთ – არ მეწყინება''- სანდრო ბრეგაძე
,,სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა''- მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტზე
უკრაინელ სპორტსმენებს რუსებთან ერთად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირებში გამოსვლა აუკრძალეს
,,ლაზარე გრიგორიადისი შერჩევითი სამართლის მსხვერპლია''- გიგა ბოკერია
ვერ ეღირსებით საქართველოში BLM-ის მსგავსი Nazzie Lives Matter-ს ტალღის აგორებას, სრული განუკითხაობით, მოროდიორობით და შერჩევითი დაუსჯელობით - დავით ქართველიშვილი
,, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სილის გაწვნაა''- დმიტრო კულება
გაეროს უშიშროების საბჭოს ერთი თვით რუსეთი უხელმძღვანელებს
,, ვის რაში აინტერესებს მაგისი სექსუალური ორიენტაცია, მოძალადეა ჩვეულებრივი და უნდა დაისაჯოს'' - ზურაბ ქადაგიძე ჯაფარიძესა და ხოშტარიაზე
ზელენსკიმ 225 კომპანიას და 33 ფიზიკურ პირს 10-წლიანი სანქციები დაუწესა
"რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას"-ალუდა ღუდუშაური
"დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!"- სალომე ზურაბიშვილი
"ღიმილისმომგვრელი იყო ოპოზიცია, რომელიც ტაშს უკრავდა ქალბატონი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას"- თალაკვაძე
"ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა- ეს, უბრალოდ, აბსურდულია"-პაველ ჰერჩინსკი
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა