"აშშ უკრაინას აფრთხილებს: მოგიწევთ ანგარიშის ჩაბარება“ - The Washington Post

„ამერიკელმა ჩინოვნიკებმა - გენერალურმა ინსპექტორებმა თავდაცვის სამინისტროდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან, რომლებიც გასულ კვირას კიევს სტუმრობდნენ, გააფრთხილეს უკრაინელები, რომ მათ იმ ყველაფრის ხარჯვაზე ანგარიშის ჩაბარება მოუწევთ, რითაც მათ ვაშინგტონი ეხმარება“, - ნათქვამია „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აშშ უკრაინას აფრთხილებს:  მოგიწევთ ანგარიშის ჩაბარება“ (ავტორები - ოლივერ ნოქსი და ქეროლაინ ანდერსონი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

უკრაინაში ვიზიტის დროს, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, აშშ-ის სამი უწყების გენერალური ინსპექტორები ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ, რომლის დედააზრი ასეთია: „მზად იყავით ანგარიშის ჩასაბარებლად იმ ყველაფრისათვის, რასაც გაძლევთ. გააგრძელეთ  კორუფციასთან ბრძოლაც“.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის დიანა შოუს თქმით, კიევში ყოფნის დროს მათ უკრაინის მთავრობას ასე მიმართეს: „ამერიკელი გადასახადის გადამხდელები თქვენგან ანგარიშის ჩაბარებას ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ ყველაფერი გამჭვირვალე და ობიექტური იქნება“. „ამ მიმართვის მნიშვნელობა ძალიან დიდია“, - ხაზს უსვამს დიანა შოუ და იქვე დასძენს, რომ „სამივე უწყების სურვილია უკრაინაში ყოველგვარი თაღლითობა, მფლანგველობა და კორუფცია აღმოიფხვრას“.

 

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გენერალური ისპექტორის ნიკოლ ანგარელის განცხადებით, „ჩვენ უკრაინელებს ვაცნობეთ, რომ აშშ-სათვის ძალზე მნიშვნელოვანია დროულად მიიღოს ანგარიში და ღია იყოს წვდომა მთავრობის ინფორმაციებზე. რაც შეიძლება მეტად უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი აუდიტები და გამოკვლევები“.

 

ამერიკული ფედერალური უწყებების გენსინსპექტორების ვიზიტი კიევში განხორციელდა იმ უკმაყოფილების ფონზე, რასაც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები გამოხატავენ უკრაინისადმი სულ უფრო მზარდი დახმარების გაწევის მიმართ. როგორც ცნობილია, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კევინ მაკარტიმ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და დემოკრატები ჯერ კიდევ შარშან გააფრტხილა, რომ რესპუბლიკური პარტია „უკრაინისათვის წინასწარ შეუვსებელ ჩეკებს აღარ გასცემს“. მხედველობაშია ის გარემოება, რომ უკრაინას ომის დაწყების პირველ ეტაპზე თვითონ შეეძლო დაესახელებინა იმ თანხის რაოდენობა, რაც მას ჭირდებოდა, ამერიკა კი უკან არ დაიხევდა და მისცემდა.

 

თუმცა დემოკრატიული პარტიაში თვლიან, რომ სანერვიულო და სადარდებელი არაფერი არ არის. სენატორ კრის კუნსის თქმით, მას სულაც არ ადარდებს ის შესაძლებლობა, რომ ამერიკული იარაღი უკრაინიდან შეიძლება „შავ ბაზარზე“ აღმოჩნდეს. სენატორის „არხეინად ყოფნის“ საფუძველი ისაა, რომ მას სჯერა: უკრაინელები ბოლომდე სარგებლობენ იმით, რასაც ამერიკა აძლევს და იარაღი „შავ ბაზარზე“ არ მოხვდება“.

 

„მე პირადად არაერთხელ ვუთხარი უკრაინელ ლიდერებს - იმოქმედეთ ისე, რომ ჩვენ შეშფოთების საფუძველი არ გვქონდეს, გააგრძელეთ გამჭვირვალე მუშაობა და ძალისხმევა იმ მიზნით, რომ ანგარიშგება მკაცრი და ობიექტური იყოს იმ ყველანაირი ამერიკული დახმარების შესახებ, რასაც ჩვენ უკრაინაში ვგზავნით“, - ამბობს სენატორი კრის კუნსი „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტთან საუბარში.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
გააძევეთ ეს ქალი, სხვა შემთხვევაში მიიღებთ სამოქალაქო ომს – ლალი მოროშკინა ვიოლა ფონ კრამონზე
კიდევ ერთხელ თუ დააპირებთ რაიმე 7-8 მარტის მსგავსს, ქართველი ხალხი გამოვა და მაგ გაცხელებულ ტვინებს, ერთხელ და სამუდამოდ გაგიგრილებთ – კონსტანტინე მორგოშია
სომხეთის ხელისუფლება რუსეთს ჰპირდება, რომ პუტინს ჰააგის სასამართლოს არ გადასცემს
სტატუსის“ მინიჭება აუცილებელია იმისთვისაც, რომ ევროკავშირი ამოირიცხოს „გლობალური ომის პარტიის“ იმ რიგებიდან, ვისაც ეს „სტატუსი“ საქართველოს ომში ჩართვისთვის უნდა გამოეყენებინა - დავით ქართველიშვილი
,,როდესაც ვინმესთვის „რუსეთუმეს“ დაძახება მოგინდებათ, თავი დასავლეთისკენ მიაბრუნეთ''- თამარ ჩიბურდანიძე
უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართულობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში
,,ამ პოსტში თუ 1 პუნქტი მაინც არის ტყუილი მომწერეთ – არ მეწყინება''- სანდრო ბრეგაძე
,,სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა''- მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტზე
უკრაინელ სპორტსმენებს რუსებთან ერთად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირებში გამოსვლა აუკრძალეს
,,ლაზარე გრიგორიადისი შერჩევითი სამართლის მსხვერპლია''- გიგა ბოკერია
ვერ ეღირსებით საქართველოში BLM-ის მსგავსი Nazzie Lives Matter-ს ტალღის აგორებას, სრული განუკითხაობით, მოროდიორობით და შერჩევითი დაუსჯელობით - დავით ქართველიშვილი
,, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სილის გაწვნაა''- დმიტრო კულება
გაეროს უშიშროების საბჭოს ერთი თვით რუსეთი უხელმძღვანელებს
,, ვის რაში აინტერესებს მაგისი სექსუალური ორიენტაცია, მოძალადეა ჩვეულებრივი და უნდა დაისაჯოს'' - ზურაბ ქადაგიძე ჯაფარიძესა და ხოშტარიაზე
ზელენსკიმ 225 კომპანიას და 33 ფიზიკურ პირს 10-წლიანი სანქციები დაუწესა
"რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას"-ალუდა ღუდუშაური
"დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!"- სალომე ზურაბიშვილი
"ღიმილისმომგვრელი იყო ოპოზიცია, რომელიც ტაშს უკრავდა ქალბატონი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას"- თალაკვაძე
"ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა- ეს, უბრალოდ, აბსურდულია"-პაველ ჰერჩინსკი
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა