"საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება"

ექსპერტი ანდრია გვიდიანი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა. როგორც გვიდიანმა აღნიშნა, ხალხი ყოველთვის ყველაფერს შესანიშნავად აფასებს, ვინ ატარებს ეროვნულ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას და ვინ მოღალატეობრივს.

 

„საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება. სხვადასხვა კუთხით ხელისუფლების მიერ გატარებული ადეკვატური პოლიტიკების გამო, წინა წელთან შედარებით მოწონების რეიტინგი 10%-ით გაიზარდა - ოპოზიციის კი შემცირდა. ზოგადად, NDI მიკერძოებული ორგანიზაციაა და სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს. ბევრი რეალობას აცდენილი დამახინჯებული კვლევა აქვთ გამოქვეყნებული და, შესაბამისად, მათი კვლევები სანდო ვერასდროს გახდება. თუმცა, მათაც კი მოუწიათ რეალური სურათის აღიარება. ხალხი ყოველთვის ყველაფერს შესანიშნავად აფასებს, ვინ ატარებს ეროვნულ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას და ვინ მოღალატეობრივს. შედეგიც სახეზეა“, - წერს გვიდიანი.

 

NDI-ის კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასებები კი 8-10%-ით შემცირდა.





მსგავსი სიახლეები
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"
"მიმდინარეობს ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ, ებრძვიან ეკლესიას და პატრიარქს, ვინც ყველაფერს აკეთებს"
"უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილი ამ ომის მოსურნე იყო და იბრძვიან კიდეც 1 წელზე მეტია"
"დიდი განსაცდელის ჟამია ახლა უკრაინაში -განსაცდელია კიევ-პეჩორის ლავრაშიც"- ნესტან კირთაძე
"დგას თუ არა სწორ საძირკველზე ქართული სახელმწიფო?!" - ბესიკ ლაგვილავა
"მაგრად დგანან ჩვენი გმირები, გვაქვს პოზიციური წარმატებაც და სიტუაციური გამოსწორებებიც, თუმცა ბრძოლები მძიმეა"
"10 წელი დასჭირდათ, 1 ფურცლის დასაწერად თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით" - კახა ოქრიაშვილი
"ძალიან ბევრი ტირანი ახსოვს მსოფლიო ისტორიას, შურ ლინდებრეკეს სახელობის ჯილდო კი არა, უფრო მეტიც რომ ჰქონიათ მიღებული"- გიორგი გამსახურდია
"გილაურმა კი უარყო, თუმცა ლევან ბეჟაშვილმა მისი კანდიდატურა შესაძლებლად დაუშვა"
"ჩემ შესახებ გუშინ გაკეთებული ყველა განცხადება არის სრული სიცრუე" - ნიკა გილაური
"ეს შიზოფრენია გამორიცხავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას გრძელვადიან პერსპექტივაში"
"სალომე ზურაბიშვილს არ აწუხებს ნაცჯალათების სისხლიანი, ძალადობრივი წარსული"- მაია ელოშვილი
"დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო!" - შალვა რამიშვილი
"არც ხელისუფლება და არც მისი ოპოზიცია ქართულ საქმეს არ აკეთებს, სამართლიანობის აღდგენა გაჭირდება"
"ქართული ღვინის პოპულარიზაცია კარგია, მაგრამ ამაზე დიდი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა" - ირმა ინაშვილი
"ჩვენებს სიტუაცია უჭირავთ საკუთარი სიცოცხლის ფასად" - ალექსი პეტრიაშვილი
"ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ გადასცა, EPP-ს წევრმა და არა მთელმა ნორვეგიამ"-დავით ზურაბიშვილი