"სააკაშვილი კრიმინალია და სასჯელი უნდა მოიხადოს"- თეა წულუკიანი

მორიგ ჯერზე ევროპარლამენტარების მცირე ჯგუფი ლამის ცარიელ დარბაზებში ცდილობს, გააგრძელოს აჟიტირება თემით, რომელსაც ჰქვია ჰუმანიტარული საქმე მიხეილ სააკაშვილისა. ასე მოიგონეს ახლა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითიც დღეს ევროპარლამენტში სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ დებატებს გამოეხმაურა.

 

წულუკიანის თქმით, სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც კანონიერად აქვს მისჯილი.

„მაგალითად, ზოგიერთ ევროპარლამენტარს უნდა ავუხსნათ, რომ მწერალთა სახლის შენობა, საიდანაც კომენტარს ვაკეთებ, ძალიან დიდი მნიშვნელობის ადგილია საქართველოსთვის და მისი კულტურისთვის. ამ შენობიდან თავის დროზე სააკაშვილმა სპეცრაზმის ძალით გაყარა მწერლები. არაერთი მათგანი ნერვიულობის ნიადაგზე დაავადდა კიდეც. აქ დაავანა ისეთი მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ მისი მაამებლობით იყო დაკავებული, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე ნაკლებ ცოდვად ჩაითვლებოდა, მხოლოდ აქ რომ გაჩერებულიყო. შემდეგ მოხდა მკვლელობის, გაუპატიურების, ცემის, ტირანიის არაერთი გამოხატულება და ფაქტი. დღეს სააკაშვილი გახლავთ სასჯელმისჯილი პატიმარი, რომელიც არის რთული ქცევის მქონე და ყველაფერზე მიდის, რათა კანონიერი სასჯელი აირიდოს. ის კრიმინალია და, რასაკვირველია, უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ამასთან, წულუკიანის განცხადებით, როდესაც პატიმარი რთულ ქცევას ირჩევს, საკუთარ თავს აზიანებს, ასეთ დროს ევროპული სასამართლო პასუხისმგებლობების საკითხს ორი მიმართულებით იხილავს.

 

„პირველი, აკეთებს თუ არა ყველაფერს პენიტენციური სამსახური, რათა გადაარწმუნოს პაციენტი, ამ შემთხვევაში, პატიმარი და აძლევს თუ არა ყველა ტიპის რჩევას, უწევს მზრუნველობას და სამედიცინო დახმარებას, რათა პატიმარი სწორ გზაზე დადგეს საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესში. ვფიქრობ, ეს პირველი ტესტი პენიტენციურ სამსახურს ჩაბარებული აქვს და პასუხია, დიახ, სახელმწიფო ანუ პენიტენიური სამსახური ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

 

მეორე მიმართულებით პასუხისმგებლობა არის პატიმრის, რომელმაც უნდა გაითავისოს, რომ დააშავა, უნდა გაითავისოს, რომ ის სასჯელმისჯილი პატიმარია ანუ მსჯავრდებულია და ასეთ დროს ჩვეულებისამებრ, ადამიანს ევალება სასჯელის მოხდა და უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში პასუხისმგებლობა სრულად არის პატიმარზე, ვინაიდან სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მას ცუდი ქცევა შეაწყვეტინოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 





მსგავსი სიახლეები
გააძევეთ ეს ქალი, სხვა შემთხვევაში მიიღებთ სამოქალაქო ომს – ლალი მოროშკინა ვიოლა ფონ კრამონზე
კიდევ ერთხელ თუ დააპირებთ რაიმე 7-8 მარტის მსგავსს, ქართველი ხალხი გამოვა და მაგ გაცხელებულ ტვინებს, ერთხელ და სამუდამოდ გაგიგრილებთ – კონსტანტინე მორგოშია
სომხეთის ხელისუფლება რუსეთს ჰპირდება, რომ პუტინს ჰააგის სასამართლოს არ გადასცემს
სტატუსის“ მინიჭება აუცილებელია იმისთვისაც, რომ ევროკავშირი ამოირიცხოს „გლობალური ომის პარტიის“ იმ რიგებიდან, ვისაც ეს „სტატუსი“ საქართველოს ომში ჩართვისთვის უნდა გამოეყენებინა - დავით ქართველიშვილი
,,როდესაც ვინმესთვის „რუსეთუმეს“ დაძახება მოგინდებათ, თავი დასავლეთისკენ მიაბრუნეთ''- თამარ ჩიბურდანიძე
უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართულობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში
,,ამ პოსტში თუ 1 პუნქტი მაინც არის ტყუილი მომწერეთ – არ მეწყინება''- სანდრო ბრეგაძე
,,სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა''- მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტზე
უკრაინელ სპორტსმენებს რუსებთან ერთად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირებში გამოსვლა აუკრძალეს
,,ლაზარე გრიგორიადისი შერჩევითი სამართლის მსხვერპლია''- გიგა ბოკერია
ვერ ეღირსებით საქართველოში BLM-ის მსგავსი Nazzie Lives Matter-ს ტალღის აგორებას, სრული განუკითხაობით, მოროდიორობით და შერჩევითი დაუსჯელობით - დავით ქართველიშვილი
,, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სილის გაწვნაა''- დმიტრო კულება
გაეროს უშიშროების საბჭოს ერთი თვით რუსეთი უხელმძღვანელებს
,, ვის რაში აინტერესებს მაგისი სექსუალური ორიენტაცია, მოძალადეა ჩვეულებრივი და უნდა დაისაჯოს'' - ზურაბ ქადაგიძე ჯაფარიძესა და ხოშტარიაზე
ზელენსკიმ 225 კომპანიას და 33 ფიზიკურ პირს 10-წლიანი სანქციები დაუწესა
"რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას"-ალუდა ღუდუშაური
"დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!"- სალომე ზურაბიშვილი
"ღიმილისმომგვრელი იყო ოპოზიცია, რომელიც ტაშს უკრავდა ქალბატონი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას"- თალაკვაძე
"ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა- ეს, უბრალოდ, აბსურდულია"-პაველ ჰერჩინსკი
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა