"თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ"-ნიკა მელია

ერთ-ერთი მე ვარ, ვისაც შეიძლება, შევარდნისა და შეჭრის გამოცდილება ჰქონდეს, მაგრამ, როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხე არსებობს, ასეთი განცხადებები, რბილად რომ ვთქვა, პოპულიზმია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„ეს არჩევნები პრაქტიკულად წარიმართა რა ხაზით – ვინ შევა და ვინ გამოიყვანს სააკაშვილს. აქ რეალურად დაცლილი იყო პოლიტიკური პრაგმატიზმი. ნამდვილად არ ვისურვებდი, იმავე ლევანის ადგილას ყოფნას. ერთი მხრივ, მართლა ვშიშობ, რომ არ აღმოჩნდნენ ისინი ტყვეობაში ამ არარეალისტური დაპირებების. მათ შორის, ერთია, რომ შეიჭრება, რაღაცას შეამსხვრევენ და იქიდან გამოვლენ, წარმოუდგენელი იყო ჩემთვისაც და ვფიქრობ, ბევრი ადამიანისთვის. ვინაიდან, თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება, ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ, ეს გამოცდილება მიმიღია. საზოგადოებას გაუკიცხივარ თუ არ გაუკიცხივარ, ფაქტია, ეს ჩემს ბიოგრაფიაში არსებობს. გაცილებით მარტივია ამის გაკეთება, როდესაც შენ საკუთარი თავისუფლების და ჯანმრთელობის რისკის ფასად დგამ ამ ნაბიჯს, მაგრამ მაშინ, როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხეა, რომელიც ტყვეობაშია, ასეთი განცხადებების გაკეთება, რბილად რომ ვთქვათ, არაფერია, გარდა პოპულიზმისა. იმძლავრა ამომრჩეველთა ნაწილში სწრაფად საკითხების გადაწყვეტის სურვილმა. სამწუხაროდ, მოხდა მიხეილ სააკაშვილის სახელისა და გვარის ინსტრუმენტალიზაცია, რაც მე არ მიკადრია და არც ახლა ვიკადრებ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ნიკა მელიამ კაპიტულანტური უწოდა ლევან ხაბეიშვილის  განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ დათმობენ პარლამენტისა და საკრებულოს მანდატებს.

 

„ამ 48 საათშიც დავინახე უფრო მეტი შეცდომა, იმედია, პოზიციები გადახედილი იქნება და რაციონალურობას დაუბრუნდებიან, რადგან ეს საერთო ბრძოლას წარმატებას არ მოუტანს. განცხადება, რომელიც თავიდან მეგონა ცოტა ირონიული, თუმცა მალევე მიიღო კარგად დამუშავებული გზავნილის ფორმა, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კაპიტულანტური პოზიცია. კაპიტულანტური პირობების გაწერა მოხდა თურმე. ამ პარტიას უბრძოლია, გაუმარჯვია, ხელისუფლებაში მოსულა, შეცდომები დაუშვია, დაშვებული შეცდომების შედეგად ხელისუფლება დაუკარგავს, მერე შეცდომებზე გვისწავლია, რაღაც ნაწილს შეცდომებზე არ უსწავლია და ამ ნაწილს პარტიის მართვაც და ხელისუფლებაში მოსვლაც სურს მომავალში, რაც  გამორიცხულად მეჩვენება, მაგრამ არასოდეს ამ პარტიას კაპიტულაციური პირობები არ გაუწერია და ასე საჯაროდ სიამაყით არ განუცხადებია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.





მსგავსი სიახლეები
ხომ ვამბობდით, რომ „სირცხვილია“ არის ექსტრემისტული ძალადობრივი ორგანიზაცია? თავად ადასტურებენ, საუკეთესოზე საუკეთესო პროცესებს ვადევნებთ თვალს - თამთა მეგრელიშვილი
„სრული და უპირობო ორმხრივი ამნისტირება“ – გია ხუხაშვილი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე
„მოძალადეებს უთხრა, სამაჩაბლო „სამხრეთ ოსეთი“ არ ყოფილა და არც იქნებაო“ - დღეს არჩილ ტატუნაშვილი 40 წლის გახდებოდა
მან პირდაპირ წაახალისა მომიტინგეების ძალადობა და ახლა ცხადია, იცავს მოძალადე კრიმინალს, როგორც ძალადობის ორგანიზატორი - ლევან ნიკოლეიშვილი ვიოლა ფონ კრამონზე
გააძევეთ ეს ქალი, სხვა შემთხვევაში მიიღებთ სამოქალაქო ომს – ლალი მოროშკინა ვიოლა ფონ კრამონზე
კიდევ ერთხელ თუ დააპირებთ რაიმე 7-8 მარტის მსგავსს, ქართველი ხალხი გამოვა და მაგ გაცხელებულ ტვინებს, ერთხელ და სამუდამოდ გაგიგრილებთ – კონსტანტინე მორგოშია
სომხეთის ხელისუფლება რუსეთს ჰპირდება, რომ პუტინს ჰააგის სასამართლოს არ გადასცემს
სტატუსის“ მინიჭება აუცილებელია იმისთვისაც, რომ ევროკავშირი ამოირიცხოს „გლობალური ომის პარტიის“ იმ რიგებიდან, ვისაც ეს „სტატუსი“ საქართველოს ომში ჩართვისთვის უნდა გამოეყენებინა - დავით ქართველიშვილი
,,როდესაც ვინმესთვის „რუსეთუმეს“ დაძახება მოგინდებათ, თავი დასავლეთისკენ მიაბრუნეთ''- თამარ ჩიბურდანიძე
უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართულობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში
,,ამ პოსტში თუ 1 პუნქტი მაინც არის ტყუილი მომწერეთ – არ მეწყინება''- სანდრო ბრეგაძე
,,სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა''- მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტზე
უკრაინელ სპორტსმენებს რუსებთან ერთად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირებში გამოსვლა აუკრძალეს
,,ლაზარე გრიგორიადისი შერჩევითი სამართლის მსხვერპლია''- გიგა ბოკერია
ვერ ეღირსებით საქართველოში BLM-ის მსგავსი Nazzie Lives Matter-ს ტალღის აგორებას, სრული განუკითხაობით, მოროდიორობით და შერჩევითი დაუსჯელობით - დავით ქართველიშვილი
,, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სილის გაწვნაა''- დმიტრო კულება
გაეროს უშიშროების საბჭოს ერთი თვით რუსეთი უხელმძღვანელებს
,, ვის რაში აინტერესებს მაგისი სექსუალური ორიენტაცია, მოძალადეა ჩვეულებრივი და უნდა დაისაჯოს'' - ზურაბ ქადაგიძე ჯაფარიძესა და ხოშტარიაზე
ზელენსკიმ 225 კომპანიას და 33 ფიზიკურ პირს 10-წლიანი სანქციები დაუწესა
"რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას"-ალუდა ღუდუშაური