მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 130  მილიონი ლარის ოდენობის, საკრედიტო პორტფელით უზრუნველყოფილი, 3 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა, საიდანაც 100 მილიონი ლარი წარმატებით განათავსა. დარჩენილ თანხას კი, წლის განმავლობაში, კომპანიის ლიკვიდობის საჭიროების შესაბამისად განათავსებს. აღნიშნული განთავსება კომპანიისთვის ბაზარზე პირველადი ემისიაა.


გამოშვებული ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთი TIBR + 2.0%-ით განისაზღვრა, რაც საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ყველაზე დაბალი განაკვეთია.


 

კომპანიის საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ის მიერ, B+ დონით და სტაბილური პერსპექტივით განისაზღვრა. განთავსების იურიდიული მრჩეველი BLC Law იყო.

                                                                                                                                

„რიკო ექსპრესის" მიერ, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული 100 მილიონი ლარი, სრულად კომპანიის არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებას მოხმარდება.


 

განთავსებული ობლიგაციების ძირითადი ინვესტორები კომერციული ბანკები არიან. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

 

ისტორიულად, თიბისი კაპიტალს ჯამში 60-ზე მეტი ობლიგაცია აქვს განთავსებული. მათ შორისაა 8 ევროობლიგაცია, რომლებიც ირლანდიისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე განთავსდა. 2022 წლის მონაცემებით, კაპიტალის ბაზარზე თიბისი კაპიტალი ლიდერია და ჯამური განთავსების მოცულობის მიხედვით, ბაზრის 77%-ს იკავებს.

 

"რიკო ექსპრესის" შესახებ:

„რიკო ექსპრესი", დროთა განმავლობაში, ფინანსურ სექტორში ერთ-ერთ მოწინავე მოთამაშედ ჩამოყალიბდა და დღეს საქართველოში #1 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა პორტფელისა და კაპიტალის მიხედვით. 2007 წელს კომპანიას ოფიციალურად მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი. „რიკო ექსპრესი" მომხმარებელს სთავაზობს მყარ და მაღალსარგებლიან სერვისებს: სალომბარდე სესხებს, ფულად გზავნილებს, კონვერტაციებსა და თამასუქებს. „რიკო ექსპრესი", მთელი საქართველოს მასშტაბით, 53 ფილიალს აერთიანებს და 1.5 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება.


 

თიბისი კაპიტალის შესახებ:

თიბისი კაპიტალი საქართველოს ბაზარზე #1 საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით, თიბისი კაპიტალი ემსახურება კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფს. თიბისი კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და ხელს უწყობს სტრატეგიულ ინვესტორებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში როგორც საქართველოში, ისე კავკასიაში

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tbccapital.ge


(R)

 





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 აპრილისთვის
უცხოური ვალუტის კურსი 5 აპრილისთვის
თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Euromoney-ის ჯილდო მიიღო
"საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირების გამო, შესაძლოა, შენელდეს" - აზიის განვითარების ბანკი
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
უცხოური ვალუტის კურსი 4 აპრილისთვის
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მოსალოდნელზე უფრო დაბალი ინფლაცია მარტში
მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.3% შეადგინა - საქსტატი
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5563 ლარი გახდა
"ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდამ"- გიორგი ცუცქირიძე
გახდი თიბისის მომხმარებელი მარტივად, დარეგისტრირდი ციფრულ ბანკში
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მარტისთვის
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11.0 პროცენტზე ტოვებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 მარტისთვის
თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე “ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 მარტისთვის
Global Finance-მა თიბისი 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
"რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა კლინიკებში გადანაწილდებიან" - ზურაბ აზარაშვილი