"ქართული ღვინის პოპულარიზაცია კარგია, მაგრამ ამაზე დიდი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა" - ირმა ინაშვილი

ნორვეგიელი კონსერვატორების პრემიას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქართული ტელეარხებიდან და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით გამოეხმაურნენ და კითხვას ვსვამ: ამით ქვეყნის შიგნით, ჩვენ რას გვიხსნიან?! იმას გვახსენებენ, რაც მათი გაბრაზებული კომენტარების გარეშეც გადასარევად ვიცით?!, - წერს სოციალურ ქსელში  "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი. 

 

"გვახსოვს, ბატონებო! ბევრი რამ გვახსოვს! დღევანდელ სავალალო ვითარებამდე როგორ მოვედით, მე და ჩემნაირებს ესეც გვესმის, მაგრამ თქვენ როგორ ვერ ხვდებით ან არ ხვდებით, რომ ამ პრემიას რეაქცია და გამოხმაურება სჭირდებოდა დასავლეთში. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ოსლოს ვგულისხმობ და არა აქ, თბილისში. საორგანიზაციო კომიტეტთან მანამდე უნდა ემუშავათ შესაბამის საელჩოებს. ეს შრომა არ გაწეულა, ფაქტია. ის მაინც იყო შესაძლებელი, რომ ცერემონიას დასწრებოდნენ:

 

ა) საქართველოს ელჩი ნორვეგიაში,

 

ბ) ევროკავშირში საქართველოს ელჩი,

 

გ) ევროსაბჭოში ჩვენი ელჩი და იქვე გაეჟღერებინათ ქართველი ხალხის სათქმელი. ვნახეთ, ესეც არ მოხდა. არადა, ზემოხსენებულ პირებს ღონისძიებაზე დასწრებისა და ქართველი ხალხის პოზიციის გაჟღერების შესაძლებლობა ნამდვილად ჰქონდათ. ამის ნაცვლად, ჩვენ აქ, თბილისში გვიხსნიან, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დარგში სააკაშვილისთვის მინიჭებული პრემია, თურმე, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. შეურაცხყოფა კი არა, სულში ჩაფურთხებაა, მაგრამ შეურაცხყოფაა ისიც, როცა საერთოდ არ მუშაობ ან არასათანადოდ მუშაობ ან უბრალოდ, ვერ მუშაობ შენს დასავლელ კოლეგებთან, რომ ელემენტარული ჭეშმარიტებანი (იგივე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები) მიიტანო მათ გონებამდე.

 

მერე გამოდიხარ და ქართული ტელეარხებიდან ეპასუხები ნორვეგიელ კონსერვატორებს და საერთოდ, მთელ სკანდინავიას. ლობისტური კომპანიების საქმიანობის გამო ხდება ეს ყველაფერიო,- პატივი გვეცით და ამ მორიგ სისულელეს ნუ გაგვიმეორებთ. ხელისუფლებასაც ჰყავს ლობისტები და გაუგებარია, რა სტრატეგია აქვთ მათ. არანაირი შედეგი რომ არ ჩანს, ფაქტია. სხვა მოქმედებებია საჭირო, გაიგეთ ბოლოს და ბოლოს!!!

 

ამ დღეებში ნორვეგიაში საქართველოს საელჩო ქართული ღვინის რეკლამირებით იყო დაკავებული. კარგია ეს. ქართული ღვინის პოპულარიზაცია კარგია, მაგრამ ამაზე დიდი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა. პრიორიტეტები ხომ არსებობს?! რა დროს ღვინოა, ხალხო. გამოფხიზლდით!" - წერს ინაშვილი. 

 

ცნობისათვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მიენიჭა ნორვეგიელ კონსერვატორთა პრიზი, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის.





მსგავსი სიახლეები
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"