
"დიდი განსაცდელის ჟამია ახლა უკრაინაში; განსაცდელია კიევ -პეჩორის ლავრაშიც და ემოციურად, უკიდურესად რთულია მის გარშემო განვითარებული მოვლენები; ვრცელდება ათასგვარი, მათ შორის ყალბი ინფორმაცია;
ვრცელდება სიწმიდეთა და სასულიერო პირთა მიმართ ძალადობის და შეურაცხყოფის შემაძრწუნებელი ვიდეოკადრები, რომელიც სრულიად კონკრეტული დროის კონკრეტულ ინიციაციებს აღძრავს ჩემში, როგორც ქრისტიანში და როგორც მეცნიერ-ისტორიკოსში და რომელსაც, არავითარი საერთო არა აქვს, ვიმეორებ არავითარი საერთო არა აქვს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიასთან, ან მის სპეციფიურ, ისტორიულ რეალობასთან, მით უფრო ქრისტიანობასთან,"-წერს სოციალურ ქსელში პროფესორი,ნესტან კირთაძე.
"ეს, კიევო-პეჩორის ლავრაში სტუმრობისას გადაღებული ფოტოა, კიევში ჩემი ერთ-ერთი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომ მომიწყვეს უკრაინელმა მეგობრებმა.
ჩემთან ერთად ფოტოზე აღბეჭდილნი არიან:
მამა კახაბერ გოგოლაძე - ლავრის ყველა პეჩორელი ბერის სახელობის ტაძრის მოძღვარი, რომელიც ქართულ ენაზე აღასრულებდა მსახურებას და კიდევ უფრო ათბობდა და ანათებდა ლავრაში დავანებულ სიწმიდეთა უდიდესი საუნჯით გაბრწყინებულ სულიერების ერთ-ერთ გამორჩეულ სავანეს დედამიწაზე;
სალომე ვაშალომიძე, რომელმაც გულწრფელად აღმაფრთოვანა მისი გამორჩეული ნიჭიერებით, ცოდნით, პიროვნული ხიბლით და სხვანი...
დიდი განსაცდელის ჟამია ახლა უკრაინაში; განსაცდელია კიევო -პეჩორის ლავრაშიც და ემოციურად, უკიდურესად რთულია მის გარშემო განვითარებული მოვლენები; ვრცელდება ათასგვარი, მათ შორის ყალბი ინფორმაცია;
ვრცელდება სიწმიდეთა და სასულიერო პირთა მიმართ ძალადობის და შეურაცხყოფის შემაძრწუნებელი ვიდეოკადრები, რომელიც სრულიად კონკრეტული დროის კონკრეტულ ინიციაციებს აღძრავს ჩემში, როგორც ქრისტიანში და როგორც მეცნიერ-ისტორიკოსში და რომელსაც, არავითარი საერთო არა აქვს, ვიმეორებ არავითარი საერთო არა აქვს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიასთან, ან მის სპეციფიურ, ისტორიულ რეალობასთან, მით უფრო ქრისტიანობასთან...
კლასიკური კვლევების მიხედვით, ეს პროცესები მე პირველი მსოფლიო ომის წინა და შემდგომ ევროპას მაგონებს;
ეს, 1917 წლის მოსკოვს და პატრიარქ ტიხონის დროს და 1921 წლის საქართველოს და კათალიკოს- პატრირქ ამბროსის დროს და შინაარსს მაგონებს, თავისი ფაქტოლოგიით, დინამიკით, პერსონაჟებით, ლექსიკოლოგიით, გამოხატვის ფორმებით და აგრესიული დილეტანტიზმით...
ეს ხომ უკვე გაიარა კაცობრიობამ; გავიარეთ ჩვენ...
პირადად, დიდხანს ვეძიებდი საიდუმლო საცავებში გადატანილი ერის ამ უმძიმესი მეხსიერების, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ამ გაუგონარი და უკიდურესად ცინიკური ექსპერიმენტების რეალურ ისტორიებს....
მაშინ, მართლა პირველად ეცნობოდა საქართველო ამ ბნელი ღამის ისტორიებს, რომელთა შორის არის დოკუმენტური პროზა - "კაენ, სად არის ძმა შენი?!...
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება - კაცობრიობის უდიდესი მისტერია.
მშვიდობიანი, სინათლით და სიყვარულით სავსე აღდგომა გაუთენოს ღმერთმა სრულიად საქრისტიანოს!
მშვიდობიანი, სინათლით და სიყვარულით სავსე აღდგომა გაუთენოს ღმერთმა კიევო-პეჩორის სავანეს და სრულიად უკრაინის საქრისტიანოს!
მშვიდობიანი, სინათლით და სიყვარულით სავსე აღდგომა გაუთენოს ღმერთმა საქართველოს , სრულიად საქართველოს საქარისტიანოს და ჩვენი სამშობლოს ეპოქალურ მწყემსმთავარს, პატრიარქის მძიმე ჯვრისაგან რკალივით მოხრილი, ძეშეცდომილებისაგან დანერწყვილი, შეგინებული , მაგრამ სიყვარულით სავსე, რომ გადის ვია დოლოროსას!
მშვიდობა, სინათლე და სიყვარული მსოფლიოს და მსოფლიო ხალხებს!",-წერს სოციალურ ქსელში ნესტან კირთაძე
მსგავსი სიახლეები



















