
ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში Daily Mail- ის სტატიას მიმოიხილავს.
მისი თქმით, სტატიაში ინგლისელები მკვეთრად ამბობენ, რომ აშშ უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის საშუალებას არ მისცემს.
"Daily Mail - 29 მარტი, 2023 წ.
"პრეზიდენტი ზელენსკი აღიარებს, რომ პუტინთან "კომპრომისზე" ზეწოლის ქვეშ იქნება, თუ რუსული ძალები ქალაქ ბახმუტს აიღებენ, რადგან უკრაინელები ერთი წლის ომის შემდეგ "დაღლილობას" იწყებენ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არტიომოვსკის დაცემა უკრაინულ საზოგადოებას აიძულებს ეძიოს კომპრომისი კონფლიქტის შეწყვეტის საკითხში."
p.s. ახლა აშკარაა არტიომოვსკის სასაკლაოს დატვირთვა! თავად არტიომოვსკი (ბახმუტი) სტრატეგიული თვალსაზრისით არანაირად არ ღირს იმ მსხვერპლად და ბრძოლებად, რაც ამდენი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ზელენსკიმ ნათელი მოჰფინა არტიომოვსკის დატვირთვას უკრაინელებისთვის.
მისცემენ თუ არა უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომის საშუალებას?
სტატიაში ინგლისელები მკვეთრად ამბობენ, რომ აშშ ამის საშუალებას არ მისცემს უკრაინას. მაშინ რა გამოდის?
(თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდა), - ბოლო უკრაინელამდე ბრძოლა?! ერთი წელია ვწერ, რომ ვერანაირი შეიარაღების მიწოდება ვერ იხსნის უკრაინას კრახისგან თქო! მოლაპარაკებები რომ შეწყდა, - უკვე მაშინ იყო გასაგები, რასაც უმზადებდნენ უკრაინას. მაგრამ ეს ომი სწორად უნდა დავინახოთ: უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილი იყო ამ ომის მოსურნე და აკი იბრძვიან კიდეც 1 წელზე მეტია მედგრად. დანარჩენი უკვე დიდი პოლიტიკის სფეროა, - უკრაინა არ ზის დიდი პოლიტიკის მაგიდასთან და... ითამაშა დიდის თამაშები. მაგრამ შეუსაბამო როლმა იცის კრახი!
ქართველების შეუსაბამო თამაშებმა გაანახევრა და დააკარგვინა ტერიტორიები საქართველოს. ზოგადად, ხალხის ტრაგედია თავად ხალხის საფიქრია და არავინ იფიქრებს მის მაგიერ!"- წერს დემურ გიორხელიძე.
მსგავსი სიახლეები



















