"მიმდინარეობს ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ, ებრძვიან ეკლესიას და პატრიარქს, ვინც ყველაფერს აკეთებს"

„ქვეყანაში მძვინვარებს LGBT+-∞ პროპაგანდა. მიმდინარეობს ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ! ებრძვიან ეკლესიას და პატრიარქს, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა გამოსწორდეს,“ - ასე აფასებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემოგრაფიულ მონაცემებში უარყოფითი სალდო ფიქსირდება.

 

მისივე თქმით, ქვეყნის მორალურ და ფიზიკურ განადგურებამდე მიყვანისთვის აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სატელევიზიო სივრცე, სადაც სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებულ იდეოლოგიას აქტიურად ავრცელებენ.

 

როგორც ვატო შაქარიშვილი აღნიშნავს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის მიმართ საზოგადოების ნაწილის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ LGBT+ პირდაპირი და ირიბი კამპანიების წარმოებისთვის ქვეყნის გარედან დიდი ფინანსური ნაკადის შემოდინებაა.

 

„საქსტატის მონაცემებით 2022 წელს საქართველოში დემოგრაფიულ მონაცემებში კვლავ უარყოფითი სალდო დაფიქსირდა. გასულ წელს, თითქმის 7000-ით ნაკლები ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. (შობადობა - 42 319; სიკვდილიანობა - 49 118) ამ დროს, ქვეყანაში მძვინვარებს LGBT+-∞ პროპაგანდა. მიმდინარეობს ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ! ებრძვიან ეკლესიას და პატრიარქს, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა გამოსწორდეს. ნაც-ლიბერალურ არხებზე რაღა ვთქვა, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის ბაია პატარაიას ორგანიზაციის მომზადებული ე.წ. სოციალური რეკლამა, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახის შექმნამდე და შვილის გაჩენამდე “კარგად დაფიქრებისკენ” მოუწოდებს… ასევე, მათ ეთერში, იმ გადაცემებში, რომლებსაც არასრულწლოვანი მაყურებელი ჰყავს, ავრცელებენ LGBT+-∞ იდეოლოგიას… ქვეყნის გარედან უდიდესი ფინანსური ნაკადები შემოდის სწორედ ამ მიზნით, რომ მოხდეს პირდაპირი და ირიბი კამპანიების წარმოება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მორალურ და ფიზიკურ კატასტროფამდე მიყვანას,“ - წერს ვატო შაქარიშვილი.





მსგავსი სიახლეები
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"