
თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მეხანძრე-მაშველების სწრაფმა და ოპერატიულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება, რომ დროულად მომხდარიყო ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. იყო გვერდზე მდგომ შენობებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე, რაც
მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. შესაბამის სამსახურს დაწყებული აქვს გამოძიება და მოგვიანებით გაკეთდება ამაზე განცხადება“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, სასტუმროში ხანძარი თითქმის ორი საათის წინ გაჩნდა. ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.
მსგავსი სიახლეები



















