„როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ ინიციატივით, რუხის საავადმყოფოს რენდგენის აპარატი გადაეცა

12 აპრილს, „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს რენდგენის პორტატული აპარატი უსასყიდლოდ გადასცა.

 

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, დღეისათვის, ემსახურება როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, ასევე, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ კლინიკას მხოლოდ სამედიცინო დატვირთვა არ გააჩნია.

 

„დღეს, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან,  „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორისგან“, ციფრული პორტატული რენდგენის აპარატი გადმოგვეცა. ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია, რაც, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტების დიაგნოსტიკას. რენდგენის აპარატის გადმოცემა ნამდვილად დროული და საჭირო იყო კლინიკისთვის, რაც,  შემდგომში, ექიმებს სწორ დიაგნოსტირებაში დაეხმარება“, - განაცხადა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მმართველმა, - დავით შონიამ.

 

ღონისძიებას ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის’’, რუხისა და თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს და „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის'' ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: კლუბის პრეზიდენტი, წევრები, - ბაშარ ასფური და მიხეილ ჩანტლაძე, ზუგდიდის მერი - გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია და მისი მოადგილე, - ნინო ვიბლიანი;

 

 

როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ პრეზიდენტმა, - ივეტა ჭელიშვილმა განუცხადა, ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო სერვისების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება, აღნიშნული კლუბის საქმიანობის პრიორიტეტია.

 

როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ავირჩიეთ სამედიცინო სერვისების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება. ამ კუთხით, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა როტარი კლუბებთან პარტნიორობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ასევე, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან თანამშრომლობით, ჩვენ, გლობალ გრანტის პროექტის ფარგლებში, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ციფრული პორტატული რენდგენის აპარატი გადავეცით. ეს პროექტი ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან, აღნიშნული საავადმყოფო ემსახურება არამხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას, არამედ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიებიდან გადმოსულ პაციენტებს“, - განაცხადა ივეტა ჭელიშვილმა.

 

 

როგორც „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ პრეზიდენტი აანონსებს, მსგავსი მიმართულების აქტივობები სამომავლოდაც იგეგმება.

 





მსგავსი სიახლეები
კორონავირუსის სტატისტიკა 23 ივნისის მონაცემებით
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციტივით ახალი პროექტი - „პოეტები თბილისის ქუჩებიდან“ დაიწყო
დღეს ლომისობაა
გეორგ ვილჰელმ ტიმი - მან 1848-49 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, ჩამოვიდა თბილისში და ჩვენთვის საინტერესო მრავალი ნამუშევარი შექმნა
ეს რა ხალხი ვართ: ოპოზიციური პარტიის ლიდერი თავს ესხმის 80 წლის ექიმს, რომ მომკვდარიყო ბატონი ცერცვაძე, სად მიდიოდით? - ლევან თაქთაქიშვილი
ვინც რუსთაველის ეროვნულ თეატრს და რობერტ სტურუას ლანძღავთ, ვის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?! რომელ ომში გიბრძოლიათ?! - ვატო შაქარიშვილი
ხომ არ აჯობებდა მდინარე ვერეს ხეობაში, სადაც ახლა ზოოპარკია, ვიდრე ვაკე-საბურთალოს გადასასვლელამდე, ჩვენებური, ქართული დისნეილენდი აგვეშენებინა? - ნოდარ დუმბაძე
დარბაზში იჯდა, მომეჩვენა, რომ იმ ნათელ გამომეტყველებას დარდი ჰქონდა შეპარული, ცოტაც მობერებული, სევდიანი იყო - ქეთი ლოლაძე
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრს თეიმურაზ ბასილაიას საღებავი შეასხეს
ვინ და რამდენ ლარად იყიდა ლავრენტი ბერიას აგარაკი კოჯორში
აქ.ახლა წაიკითხე პირველად „საბასთან“ ერთად
რა მოლოდინები აქვს სარესტორნო სექტორს შეზღდვების შემსუბუქების შემდეგ
ვინმემ მოიხადა ასეთი „აღქმის“ პროპაგანდისთვის ბოდიში? - პოლიტიკური პატიმრები განცხადებას ავრცელებენ
სად და როდიდან უნდა ველოდოთ მფრინავი ტაქსის გამოჩენას
საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს - ერიხ მარია რემარკი
რომელ საათამდე იმუშავებენ რესტორნები
1 ივლისიდან საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
24 საათში ვირუსით ინფიცირების 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Social Impact Award 2021-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ