„საქართველო სომხეთის საუკეთესო მეზობელია“ - უცხოური პრესა

სომხური გაზეთი „არავოტი“ («Առավոs») აქვეყნებს სტატიას სათაურით „ჩვენი მტრები და მეგობრები“, რომელშიც აზერბაიჯანთან ომის შემდეგ წარმოქმნილი სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრობლემებია განხილული (ავტორი - რუბენ მეღრაბიანი, მთ.რედაქტორი).

 

„44-დღიანი ომის შემდეგ კვლავ მოხდა რეაქტუალიზება კითხვისა - „ბოლოსდაბოლოს, ვინ არიან ჩვენი მტრები და მეგობრები? და რა უნდა ვიყოთ მათ?“. პასუხი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, კონსპიროლოგიურიც, ემოციურიც, წინააღმდეგობრივიც, მაგრამ მასზე მაინც უნდა ვიმსჯელოთ“, - წერს ავტორი და ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს:

 

„ითვლებიან თუ არა ის სახელმწიფოები ჩვენთვის მტრებად, რომლებსაც კრემლი თავის მტრებად მიიჩნევს გამოცხადებული ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების გამო? ანუ არის თუ არა ჩვენთვის მტერი ის დასავლეთი, რომელსაც რუსეთი თურმე ივანე მრისხანის დროიდან სძულს, როგორც ამას ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს?

 

უპირველესად დავიწყოთ იმით, რომ დასავლეთი, რა თქმა უნდა, ჩვენი მტერი არ არის. დასავლეთმა სანქციები ჩვენ კი არა, რუსეთს და ბელარუსს გამოუცხადა. დასავლეთი ჩვენს დიპლომატებს კი არა, რუს დიპლომატებს აძევებს... ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლი „მტრული სახელმწიფოების სიას“ ადგენს, რომელშიც სავარაუდოდ, შეყვანილია შემდეგი ქვეყნები: აშშ, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი... ამ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს შორის სომხეთის მტერი არცერთი არ არის, მათგან ერევანთან ყველას მეგობრული ურთიერთობა აქვს...“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

ავტორი ხაზს უსვამს, რომ სომხეთისათვის „საქართველო ყველაზე საუკეთესო მეზობელია. აშშ - ნომერ პირველი ზესახელმწიფო, რომელთანაც, გასაგები მიზეზების გამო, მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. ასევე პოზიტიური ურთიერთობა გვაკავშირებს  ბალტიისპირელებთან, ბრიტანელებთან... ანუ რუსეთის მტრების სიაში ჩვენი მტრები არ არიან. სომხეთმა ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რომ კვლავ ისევ ისე არ დარჩეს, როგორც ეს 44-დღიანი ომის დროს მოხდა. პოლიტიკაში ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესები აქვს და როგორც რუსები ამბობენ, „კარტის თამაშის დროს ძმობა არ არსებობს“. ასე რომ, ჩვენ იმათგან, რომლებმაც თამაში იციან და თავიანთ სასარგებლოდ იგებენ, არაფერი არ უნდა გვეწყინოს. ჩვენ დასკვნა საკუთარი ინტერესების საფუძველზე უნდა გავაკეთოთ - ვინაა მტერი და ვინ მეგობარი“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

„ბოლოს და ბოლოს, სომხეთის საგარეო პოლიტიკის კრედო მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს: გვყავდეს რაც შეიძლება მეტი მეგობრები, ნეიტრალურები მეგობრებად გავიხადოთ და მტრები გავანაეტრალოთ“, - წერს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს.

 

წყარო: https://www.aravot-ru.am/2021/05/0

 

მოამზადა სიმონ კილაძემ





მსგავსი სიახლეები
გაიზიარებს თუ არა სომხეთი საქართველოს ბედს - უცხოური პრესა
ვინ არის იბრაჰიმ რაისი - რას წერს უცხოური პრესა ირანის პრეზიდენტზე
რას წერს დაძმობილებული ქალაქების - კახეთის თელავისა და ბადენ-ვიურტემბერგის ბიბერახის შესახებ უცხოური პრესა
ამიერკავკასია შეიძლება მეორე ბალტიისპირეთად იქცეს - უცხოური პრესა
ანტიდემოკრატიული „თაიგულის“ დროს რუსეთის პრეზიდენტი თავს მაინც ცხენზე ამხედრებულად გრძნობდა - უცხოური პრესა
რატომ დათანხმდა ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის მიწვევას - რას წერს უცხოური პრესა
ეკოლოგიური კატასტროფა - რა ხდება მარმარილოს ზღვაში
"შესაძლოა, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ერდოღანის დასასრულიც გახდეს"
ამ ქვეყანას „მედლის ორივე მხარე“ მიმზიდველი აქვს - რას წერს უცხოური პრესა საქართველოზე
"მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევის მოლოდინი გულუბრყვილობა იქნებოდა" - უცხოური პრესა
რომელი ქვეყნებია ყველაზე მეტად ტურიზმზე დამოკიდებული
უახლოეს მომავალში საქართველო, სხვა პროდუქტებთან ერთად, ყატარს ხორცსაც მიაწვდის
რა ღირს ცხოვრება საქართველოსა და უკრაინაში - მსგავსება და განსხვავება
ჩინეთი ნატოსთვის: მუქარა თუ გამოწვევა?
ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წმინდა მიწაზე საფრთხე ემუქრება - ლაშა ჟვანია
რატომ ჩაერთო თამაშში საქართველო, რომელსაც აქამდე არასოდეს გაუკეთებია განცხადება სომეხ ტყვეებზე
ვახტანგ კიკაბიძის სიყვარულის ისტორია და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო
"ნიკოლ ფაშინიანთან ნორმალური ურთიერთობა საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ აქვთ" - უცხოური პრესა
ირანოლოგ ალექსანდრე ელერდაშვილის გარდაცვალების ფაქტს ირანული მედია ეხმაურება
ერევანი-ბათუმის მატარებლის მიმოსვლის განახლებას სომხური პრესა ეხმაურება