„როცა წყალი მიწას უბრუნდება: გაზაფხული მაჭახელაში“ - უცხოური პრესა

თურქულ გაზეთ „ჰურიეთ“-ში («Hürriyet») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როცა წყალი მიწას უბრუნდება: გაზაფხული მაჭახელაში“ (ავტორი - უგურ ბირიოლი). სტატიაში აღწერილია თურქეთის შავიზღვისპირეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ართვინის პროვინციაში არსებული საქართველოს საზღვართან მდებარე მაჭახელას ხეობა.

 

გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:

 

„მაჭახელაში ნაადრევი ზამთარი და გვიანი გაზაფხული იცის. ზუსტად ამ პერიოდში, ზამთრის სიჩუმის შემდეგ, მაჭახელაში ყველაფერი ცოცხლდება, იღვიძებს, ადამიანები მიწის დამუშავებას იწყებენ, რომელიც გრძელი ზამთრის განმავლობაში მოენატრათ.

 

მაჭახელა ქართული სახელია - ზოგიერთი ვერსიით, ნიშნავს „მაჯას“ და „ხელს“, თუმცა რადგანაც სიტყვა „ჭა“-საც შეიცავს და ზემოდან ხეობა მართლაც ჭას მოგვაგონებს, შესაძლოა სახელის მიზეზი რელიეფი იყოს. ასეა თუ ისე, ხეობაში - მის ქართულ და თურქულ ნაწილებში - 12-მდე სოფელია განლაგებული, მათგან ექვსი - თურქეთის ტერიტორიაზე.

 

მთის ფერდობებზე სიმინდის მინდვრებია, რომლებთაც ასწლოვანი რცხილნარი ცვლის... ეს ის ადგილია, სადაც დრო გაჩერებულია და ირგვლივ სიმშვიდეა დასადგურებული... მაჭახელაში ჩასული ადამიანი ადგილობრივი მოსახლეობის კულტურული სიმდიდრის გამზიარებელი ხდება.

 

ლაზისტანის ქედზე ავტომანქანით მაჭახელის უღელტეხილის გადავლისას თქვენ ნახავთ ულამაზეს სოფლებს, ფართო სახურავებიანი სახლებით, აივნებით... თვალს მოგჭრით ქაჩქარის მთის თეთრი ბრწყინვალება.

 

დღეს თურქეთის სახელმწიფო-გეოგრაფიულ სივრცეში მაჭახელას ხეობის ექვსი სოფელია - მთავარი სოფელი კამილი (ხერთვისი, მას სახელი 1925 წელს გადაარქვეს), დუზენლი (ზედვაკე), ეფელერი (ეფრათი), კაიალარი (ქვაბისთავი), მარალი (მინდიეთი) და უგური (აკრია). ზოგიერთ ამ ჩამოთვლილ სოფლებში ავტომანქანით მისვლა შეიძლება, თუმცა ფეხით სიარულიც დაგჭირდებათ.

 

მაჭახელას ხეობის ფლორა მრავალფეროვანი, მისი 70% ტყეებისგან შედგება. აქ შეხვდებით რცხილას, ცაცხვს, მუხას, წაბლს... ბევრია ხილის ბაღები - ვაშლის, კომშის, მუშმულის, ალუბლის, თუთის... ხეობა უნიკალური სიმდიდრით გამოირჩევა - ადგილობრივი მოსახლეობა გამორჩეული გემოსა და თვისებების მქონე თაფლს აწარმოებს. 2005 წელს ხეობა იუნესკოს მიერ „ბიოსფერულ ნაკრძალად“ იქნა გამოცხადებული. მდინარე მაჭახელას (კამილის) ხეობა თურქეთის ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი რეგიონია, სადაც ადგილობრივი ეკოტურიზმის ინფრასტრუქტურა ბუნების დაცვის პარალელურად არის შენარჩუნებულ-განვითარებული. მაჭახელას რეგიონის სტუმრობისას შეგიძლიათ ღამე სოფლებში გაათიოთ, მაგალითად, ეფელერსა და მარალში.

 

შესაძლოა ჩემი ნათქვამი არადამაჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მაინც გირჩევთ მაჭახელა აუცილებლად თქვენი თვალით ნახოთ: არაჩვეულებრივი ბუნება, გამაჯანსაღებელი ჰაერი და წყალი, ნაყოფიერი გარემო - ეს ის ადგილია, სადაც თქვენ ფიზიკურად და სულიერად დაისვენებთ“, - ნათქვამია თურქული გაზეთის სტატიაში.

 

წყარო: https://www.hurriyet.com.tr/seyahat/su-topraga-kavusunca-macahel-bahari-41805799

 

მოამზადა სიმონ კილაძემ





მსგავსი სიახლეები
გაიზიარებს თუ არა სომხეთი საქართველოს ბედს - უცხოური პრესა
ვინ არის იბრაჰიმ რაისი - რას წერს უცხოური პრესა ირანის პრეზიდენტზე
რას წერს დაძმობილებული ქალაქების - კახეთის თელავისა და ბადენ-ვიურტემბერგის ბიბერახის შესახებ უცხოური პრესა
ამიერკავკასია შეიძლება მეორე ბალტიისპირეთად იქცეს - უცხოური პრესა
ანტიდემოკრატიული „თაიგულის“ დროს რუსეთის პრეზიდენტი თავს მაინც ცხენზე ამხედრებულად გრძნობდა - უცხოური პრესა
რატომ დათანხმდა ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის მიწვევას - რას წერს უცხოური პრესა
ეკოლოგიური კატასტროფა - რა ხდება მარმარილოს ზღვაში
"შესაძლოა, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ერდოღანის დასასრულიც გახდეს"
ამ ქვეყანას „მედლის ორივე მხარე“ მიმზიდველი აქვს - რას წერს უცხოური პრესა საქართველოზე
"მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევის მოლოდინი გულუბრყვილობა იქნებოდა" - უცხოური პრესა
რომელი ქვეყნებია ყველაზე მეტად ტურიზმზე დამოკიდებული
უახლოეს მომავალში საქართველო, სხვა პროდუქტებთან ერთად, ყატარს ხორცსაც მიაწვდის
რა ღირს ცხოვრება საქართველოსა და უკრაინაში - მსგავსება და განსხვავება
ჩინეთი ნატოსთვის: მუქარა თუ გამოწვევა?
ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წმინდა მიწაზე საფრთხე ემუქრება - ლაშა ჟვანია
რატომ ჩაერთო თამაშში საქართველო, რომელსაც აქამდე არასოდეს გაუკეთებია განცხადება სომეხ ტყვეებზე
ვახტანგ კიკაბიძის სიყვარულის ისტორია და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო
"ნიკოლ ფაშინიანთან ნორმალური ურთიერთობა საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ აქვთ" - უცხოური პრესა
ირანოლოგ ალექსანდრე ელერდაშვილის გარდაცვალების ფაქტს ირანული მედია ეხმაურება
ერევანი-ბათუმის მატარებლის მიმოსვლის განახლებას სომხური პრესა ეხმაურება