„კორუფციასთან ბრძოლა მწვადზე გადაცვალეს?“ - Комсомольская правда

რუსულ „კომსომოლსკაია პრავდა“-ში («Комсомольская правда») გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „კორუფციასთან ბრძოლა მწვადზე გადაცვალეს?“ საუბარია რუსი ოპოზიციონერის ალექსი ნავალნის ხელმძღვანელობით მოქმედი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ წევრების რუსეთიდან საქართველოში ემიგრირების თაობაზე (ავტორი - დიმიტრი ოლშანსკი).

 

„ამ დღეებში ახალი ამბების ნაკადში გაკრთა ინფორმაცია როგორც ახალი, ასევე ძველი ამბების შესახებ, ამჟამინდელი ვლადიმირის კოლონიის ტუსაღთან დაკავშირებით - მისი 13 წლის წინანდელი განცხადებები საქართველოს შესახებ და ბოლო დროის ცნობა, თითქოსდა მისი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ მებრძოლები საქართველოში წავიდნენო. თავის მხრივ, ამ ინფორმაციას ისინი უარყოფენ, მაგრამ არადამაჯერებლად.

 

როგორი სევდიანი და თანაც როგორი ჩვეულებრივი, სტანდარტული ისტორიაა...

 

ძველმოდურიდან და მოძველებულიდან - „მე პუტინი არ მომწონს, მაგრამ რადგანაც ჩვენ ეროვნული ინტერესები გვაქვს, ამიტომ [საქართველოში შეჭრას მხარს ვუჭერთ]... - აღფრთოვანებულ შეძახილებამდე: „ვაშა, საქართველოში ისეთი მაგარი ქეიფი იციან, ისეთი სადღეგრძელოები, რომ... განა რა პრობლემაა, რომ ჩვენ აქ ვართ?“.

 

არადა, პრობლემა ნამდვილად არის.

 

ასეთი მომენტები ძალიან კარგად ესმოდა ჩვენს საყვარელ ედუარდ ლიმონოვს, რომელიც, რაც არ უნდა ითქვას მასზე, ძალიან პრინციპული კაცი იყო. იგი დიდხანს ებრძოდა რუსეთის ხელისუფლებას, თავის მხრივ, ხელისუფლების ერთგული პოლიცია ედუარდ ლიმონოვს და მის მხარდამჭერებს მიტინგებიდან ცემა-ცემით მიათრევდა, მას ციხის კედლებიც აქვს ნახეხი, მისი ქონება მრავალჯერ იქნა დაყადაღებული... მაგრამ მას, ოპოზიციონერ ედუარდ ლიმონოვს, არასდროს თავში არ მოსვლია აზრად მეგობრობა ლატვიასთან, პოლონეთთან და საქართველოსთან, მათთან მოკავშირეობა რუსეთის ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მას არ შეეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

 

ესენი კი, ნავალნისტები, დღევანდელი ოპოზიციონერები, ამას იოლად აკეთებენ. მათი აზროვნება ასეა მოწყობილი: თუ აქ, რუსეთში, ხელისუფლება მტრად მიგაჩნია და ამ დროს არის სახელმწიფო, რომლითაც შეგიძლია ისარგებლო, არაა პრობლემა იქაურ მაგიდაზე დაჯდე და არაფერზე არ იდარდო. მათი აზრით, განა რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნები - ბალტიისპირეთში თუ კავკასიაში... მთავარია, რუსეთის არაკეთილმოსურნესთან ხარ და თავს კარგად გრძნობ... აღარ გახსოვს ომი და დაღვრილი სისხლი...

 

როგორ შეიძლება ენდო ასეთ ადამიანებს, რომლებისთვისაც არ არსებობს ზღვარი საშინაო და საგარეო საქმეებს შორის? რომლებიც ერთმანეთისაგან არ არჩევენ ჩინოვნეკების მიმართ წაყენებულ ფინანსურ პრეტენზიებს და მაისი ქართულ მწვადს, არ არჩევენ ერთ ერს მეორე ერისაგან, როცა მათ შორის რაღაც სერიოზული მოხდა?

 

მათ ვერანაირად ვერ ენდობი. მათ, ედუარდ ლიმონივისგან განსხვავებით, ასეთი პირობითობა არ აინტერესებთ. ამიტომაც, როცა ნავალნის ორგანიზაცია აკრძალა, როგორც „უცხოელი აგენტის“ ფუნქციის შემსრულებლად, მე ხელისუფლებას მხარს ვუჭერ“.

 

წყარო: https://www.kp.ru/daily/27275/4410111/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ





მსგავსი სიახლეები
გაიზიარებს თუ არა სომხეთი საქართველოს ბედს - უცხოური პრესა
ვინ არის იბრაჰიმ რაისი - რას წერს უცხოური პრესა ირანის პრეზიდენტზე
რას წერს დაძმობილებული ქალაქების - კახეთის თელავისა და ბადენ-ვიურტემბერგის ბიბერახის შესახებ უცხოური პრესა
ამიერკავკასია შეიძლება მეორე ბალტიისპირეთად იქცეს - უცხოური პრესა
ანტიდემოკრატიული „თაიგულის“ დროს რუსეთის პრეზიდენტი თავს მაინც ცხენზე ამხედრებულად გრძნობდა - უცხოური პრესა
რატომ დათანხმდა ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის მიწვევას - რას წერს უცხოური პრესა
ეკოლოგიური კატასტროფა - რა ხდება მარმარილოს ზღვაში
"შესაძლოა, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ერდოღანის დასასრულიც გახდეს"
ამ ქვეყანას „მედლის ორივე მხარე“ მიმზიდველი აქვს - რას წერს უცხოური პრესა საქართველოზე
"მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევის მოლოდინი გულუბრყვილობა იქნებოდა" - უცხოური პრესა
რომელი ქვეყნებია ყველაზე მეტად ტურიზმზე დამოკიდებული
უახლოეს მომავალში საქართველო, სხვა პროდუქტებთან ერთად, ყატარს ხორცსაც მიაწვდის
რა ღირს ცხოვრება საქართველოსა და უკრაინაში - მსგავსება და განსხვავება
ჩინეთი ნატოსთვის: მუქარა თუ გამოწვევა?
ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წმინდა მიწაზე საფრთხე ემუქრება - ლაშა ჟვანია
რატომ ჩაერთო თამაშში საქართველო, რომელსაც აქამდე არასოდეს გაუკეთებია განცხადება სომეხ ტყვეებზე
ვახტანგ კიკაბიძის სიყვარულის ისტორია და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო
"ნიკოლ ფაშინიანთან ნორმალური ურთიერთობა საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ აქვთ" - უცხოური პრესა
ირანოლოგ ალექსანდრე ელერდაშვილის გარდაცვალების ფაქტს ირანული მედია ეხმაურება
ერევანი-ბათუმის მატარებლის მიმოსვლის განახლებას სომხური პრესა ეხმაურება