ინტერვიუ: "ედუარდ შევარდნაძე ჰეიდარ ალიევს თავის მასწავლებლად თვლიდა“

აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტო «Report»-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოში მცხოვრებ ცნობილ აზერბაიჯანელ საზოგადოებრივ მოღვაწესთან იმირ მამედლისთან, სათაურით „ედუარდ შევარდნაძე ჰეიდარ ალიევს თავის მასწავლებლად თვლიდა“, რომელშიც იგი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრების დროს მომხდარ ზოგიერთ ფაქტს იხსენებს.

 

იმირ მამედლი ჰეიდარ ალიევის საქართველოში ყოფნის დროს თარჯიმნის როლს ასრულებდა და აზერბაიჯანის დელეგაციას თან დაჰყვებოდა. მისი თქმით, ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს დიდ პატივს სცემდნენ. „ედუარდ შევარდნაძე ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მისთვის აზერბაიჯანის საერთო-ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი მასწავლებელი იყო, ბრძენი და მოვლენების ღრმა მცოდნე. კერძო საუბრებში ბატონი ედუარდი ხაზს უსვამდა ხოლმე, რომ ბევრი რამ ისწავლა ჰეიდარ ალიევისაგან, მისგან ხშირად რჩევას იღებდა რთულ სიტუაციებში“, - ამბობს იმირ მამედლი და ერთ-ერთ კურიოზულ შემთხვევას იხსენებს, როცა ცნობილმა აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა ტოფიკ გულიევმა ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტის მამის სახელი „ამბროსიევიჩი“ ვერ გამოთქვა და რამდენჯერმე „ენა დაება“. პრეზიდენტი სიტუაციაში ჩაერია და ხუმრობით უთხრა - „არა უშავს, თქვენ კი არა, მეც ძლივს ვამბობ ხოლმე მამაჩემის სახელსო“.

 

- არსებობს ჩვენი საერთოეროვნული ლიდერის ისტორიული განცხადება, რომლის თანახმად, „აზერბაიჯანელები საქართველოში დიასპორას არ წარმოადგენს“. ეს სიტყვები მან საქართველოს ოპერის სახელმწიფო თეატრში გამართული შეხვედრისას წარმოსთქვა... თქვენ, როგორც ამ შეხვედრის მონაწილეს, როგორ დაგამახსოვრდათ ჰეიდარ ალიევის გამოსვლა და დარბაზის რეაქცია?

 

- დიახ, მე კარგად მახსოვს შეხვედრის ეს ეპიზოდი. ჰეიდარ ალიევმა დარბაზს შეხედა და თქვა: „ეს ადამიანები საქართველოში დიასპორას კი არ წარმოადგენენ, არამედ ისინი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან და ისინი თავიანთი პაპების მიწა-წყალზე ცხოვრობენ“. იმ დროისთვის ხალხს ჯერ კიდევ ახსოვდა ედუარდ შევარდნაძის წინა ხელისუფლების ზოგიერთი ნაციონალისტური ლოზუნგი, ამიტომ ჰეიდარ ალიევის ამ სიტყვებმა აზერბაიჯანელებს რწმენა ჩაუნერგა და უფრო განუმტკიცდათ მშობლიური მხარისადმი სიყვარული.

 

წყარო: https://report.az/ru/vnutrennyaya-politika/imir-mamedli-shevarnadze-schital-gejdara-alieva-svoim-uchitelem-znatokom/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 





მსგავსი სიახლეები
გაიზიარებს თუ არა სომხეთი საქართველოს ბედს - უცხოური პრესა
ვინ არის იბრაჰიმ რაისი - რას წერს უცხოური პრესა ირანის პრეზიდენტზე
რას წერს დაძმობილებული ქალაქების - კახეთის თელავისა და ბადენ-ვიურტემბერგის ბიბერახის შესახებ უცხოური პრესა
ამიერკავკასია შეიძლება მეორე ბალტიისპირეთად იქცეს - უცხოური პრესა
ანტიდემოკრატიული „თაიგულის“ დროს რუსეთის პრეზიდენტი თავს მაინც ცხენზე ამხედრებულად გრძნობდა - უცხოური პრესა
რატომ დათანხმდა ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის მიწვევას - რას წერს უცხოური პრესა
ეკოლოგიური კატასტროფა - რა ხდება მარმარილოს ზღვაში
"შესაძლოა, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ერდოღანის დასასრულიც გახდეს"
ამ ქვეყანას „მედლის ორივე მხარე“ მიმზიდველი აქვს - რას წერს უცხოური პრესა საქართველოზე
"მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევის მოლოდინი გულუბრყვილობა იქნებოდა" - უცხოური პრესა
რომელი ქვეყნებია ყველაზე მეტად ტურიზმზე დამოკიდებული
უახლოეს მომავალში საქართველო, სხვა პროდუქტებთან ერთად, ყატარს ხორცსაც მიაწვდის
რა ღირს ცხოვრება საქართველოსა და უკრაინაში - მსგავსება და განსხვავება
ჩინეთი ნატოსთვის: მუქარა თუ გამოწვევა?
ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წმინდა მიწაზე საფრთხე ემუქრება - ლაშა ჟვანია
რატომ ჩაერთო თამაშში საქართველო, რომელსაც აქამდე არასოდეს გაუკეთებია განცხადება სომეხ ტყვეებზე
ვახტანგ კიკაბიძის სიყვარულის ისტორია და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო
"ნიკოლ ფაშინიანთან ნორმალური ურთიერთობა საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ აქვთ" - უცხოური პრესა
ირანოლოგ ალექსანდრე ელერდაშვილის გარდაცვალების ფაქტს ირანული მედია ეხმაურება
ერევანი-ბათუმის მატარებლის მიმოსვლის განახლებას სომხური პრესა ეხმაურება