როგორია 12 მაისის კოვიდსტატისტიკა საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 275 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 576 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 409 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  325 665-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.48%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 256  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 304 935-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 363 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 149, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 54, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 149, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი -  24, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 341, საიდანაც: 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  383, აჭარაში - 470, იმერეთში - 508. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 872 პირი, მათ შორის, თბილისში - 448, აჭარაში - 89, იმერეთში -132. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 5, იმერეთში - 15. 772 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 411 - თბილისში, 339 - აჭარაში. 11 338 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 70, ხოლო აჭარაში - 4.


სულ  6 ოქტომბრიდან - 11 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 634 პირი.


 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 864 ადამიანიმათ შორის თბილისში - 21 544 პირიაჭარაში - 1 778, იმერეთში - 1 269.






მსგავსი სიახლეები
ამაზე პასუხს ვინ აგებს? - უჩა ნანუაშვილი
ჯანმო COVID-19-ის ახალი შტამების გაჩენას პროგნოზირებს
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 6%-ით შემცირდა - ჯანმო
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა
თურქეთის გარეშე ნატო-ს გაუჭირდება - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
დიდი ხანია შეერთებულმა შტატებმა კანონებით ცხოვრება დაიწყო? - მარია ზახაროვა
ინდოეთში კორონავირუსის მორიგი მუტაცია აღმოაჩინეს
გლობალური მშვიდობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 89-ე ადგილზეა
რადგან უკრაინამ საჰაერო სივრცე დაგვიხურა, ჩვენც სამაგიეროს გადავუხდით: მივიღეთ დადგენილება, უკრაინის თვითმფრინავებს ჩვენი სივრცით სარგებლობა აეკრძალოთ - ალექსანდრე ლუკაშენკო
მსოფლიოში ვაქცინების 2.55 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს - Bloomberg
20 ივნისი მსოფლიოს ლტოლვილთა დღეა
წლის ბოლოს წამალიც გვექნება - გიორგი ფხაკაძე
აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გეგმა შეაჩერა
Google დაკარგული სმარტფონების საძიებო სისტემას აახლებს
რუსეთში ავიაკატასტროფას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
დღეს მსოფლიო მამის დღეს აღნიშნავს
დედამიწის ენერგეტიკული დისბალანსი გაორმაგდა - NASA
დედამიწის მეხუთე ოკეანე ოფიციალურად აღიარეს
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა
ფარული გლობალური კრიზისი - გაერო-ში "შემდეგი პანდემია" დაასახელეს