აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) მხარი დაუჭირა გეგმას „ფაიზერ“/“ბიოტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებში გამოყენების შესახებ.

 

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, როშელ ვალენსკის განცხადებით, უწყება ვაქცინის გამოყენების ოფიციალურ რეკომენდაციას იძლევა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ვაქცინაციის საშუალებას დაახლოებით 17 მილიონამდე მოზარდს მისცემს.

 

იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტმა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს რეკომენდაციებს აძლევს, „ფაიზერ“/“ბიოტექის“ ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებში გამოყენებას მხარი 14 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა. კომიტეტმა განიხილა კლინიკური ცდის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ამ ასაკის ვაქცინირებულ მოზარდებში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

 

აშშ -ის ზოგიერთმა შტატმა, მათ შორის ჯორჯიამ, დელავერმა და არკანზასმა, ვაქცინის 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის შეთავაზება უკვე დაიწყეს მას შემდეგ რაც ორშაბათს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ვაქცინის გამოყენების უფლება გასცა.





მსგავსი სიახლეები
ამაზე პასუხს ვინ აგებს? - უჩა ნანუაშვილი
ჯანმო COVID-19-ის ახალი შტამების გაჩენას პროგნოზირებს
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 6%-ით შემცირდა - ჯანმო
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა
თურქეთის გარეშე ნატო-ს გაუჭირდება - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
დიდი ხანია შეერთებულმა შტატებმა კანონებით ცხოვრება დაიწყო? - მარია ზახაროვა
ინდოეთში კორონავირუსის მორიგი მუტაცია აღმოაჩინეს
გლობალური მშვიდობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 89-ე ადგილზეა
რადგან უკრაინამ საჰაერო სივრცე დაგვიხურა, ჩვენც სამაგიეროს გადავუხდით: მივიღეთ დადგენილება, უკრაინის თვითმფრინავებს ჩვენი სივრცით სარგებლობა აეკრძალოთ - ალექსანდრე ლუკაშენკო
მსოფლიოში ვაქცინების 2.55 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს - Bloomberg
20 ივნისი მსოფლიოს ლტოლვილთა დღეა
წლის ბოლოს წამალიც გვექნება - გიორგი ფხაკაძე
აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გეგმა შეაჩერა
Google დაკარგული სმარტფონების საძიებო სისტემას აახლებს
რუსეთში ავიაკატასტროფას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
დღეს მსოფლიო მამის დღეს აღნიშნავს
დედამიწის ენერგეტიკული დისბალანსი გაორმაგდა - NASA
დედამიწის მეხუთე ოკეანე ოფიციალურად აღიარეს
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა
ფარული გლობალური კრიზისი - გაერო-ში "შემდეგი პანდემია" დაასახელეს