"რაციონალობას თავისთავად „კაპიტალიზმი“ კი არა, არამედ - ტექნოლოგიურობა ქმნის"

მოგება და მოგებაზე ორიენტირებულობა მხოლოდ კაპიტალიზმისთვის არ არის დამახასიათებელი. ოღონდ, კაპიტალიზმი ამ მოგებას (და წაგებასაც) წინასწარ ითვლის და იგი ყველა სხვა ფორმაციისგან სწორედ ამით - რაციონალობით გამოირჩევა. ხოლო ამ რაციონალობას თავისთავად „კაპიტალიზმი“ კი არა, არამედ - ტექნოლოგიურობა ქმნის - ინდუსტრიული ტექნოლოგიები იმთავითვე განაპირობებს ხარისხობრივად მეტ რაციონალობას და სწორედ ამიტომაც, ხდება ფეოდალიზმის დისკრედიტაცია: ფეოდალიზმი „კაპიტალისტური თვალთახედვით“ ირაციონალურია, რადგან მიწას, როგორც უმთავრეს და ძირითად კაპიტალს, ინდუსტრიული ტექნოლოგიზმის გამო, ღირებულება ეკარგება: მეტ ღირებულებას იძენს სხვა ტიპის, მათ შორის, არა უძრავი, არამედ - მოძრავი კაპიტალი და ყველაფერი საბოლოოდ ფულად ხურდავდება, - ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ფული-საქონელი-ფული“, ასეთია სასაქონლო კაპიტალიზმის რაციონალური წრებრუნვა; ეს ფორმულა ფეოდალიზმის „მიწა-ძალაუფლება-მიწა-ს“ დისკრედიტირებას ახდენს; რადგან ფულით მიწის ყიდვაც შეიძლება და ძალაუფლების წყაროც, თავისთავად უკვე - ფულია; ცხადია, მასათა ამბოხისგან თავის დასაცავად, კონსტიტუციებში წერენ, რომ დემოკრატიაა და ძალაუფლების წყარო ფული კი არ არის, არამედ - ხალხი. და ხალხიც - „დემოკრატიაზე“ თანხმდება. თანხმდება იმიტომ, რომ ამბოხს აზრია არა აქვს - ვინაიდან ე.წ. სოციალიზმი კიდევ უარესია: იგი აბსოლუტურ მონოპოლიას და "სოციალისტური ინდუსტრიის" მონობას უდრის.

 

ახლა, როცა ინდუსტრიალიზმიც უკვე დისკრედიტირებულია, ვინაიდან თავად "ფულის" ღირებულება და მნიშვნელობა, როგორც თავის დროზე მიწისა, უკან იხევს და ძირითადი ღირებულება ხდება „ინფორმაცია“ (რითიც ფულიც უნდა აკეთო), აშკარაა: ინდუსტრიალიზმის ინსტიტუტებიც მუდმივად დევალვაციასა და დისკრედიტაციას განიცდიან. სასაქონლო კაპიტალიზმის ფორმულა ასევე დისკრედიტირებულია, რადგან ახალი ფორმულაა უფრო „რელევანტური““ „ინფორმაცია-ძალაუფლება-ინფორმაცია“ და როგორც ადრე, ყველაფერი ხურდავდებოდა ფულზე, ახლა „ინფორმაციაში“ ხურდავდება. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაცია ისევე, როგორც ფეოდალიზმისას „მიწა“ ხდება ძირითადი კაპიტალი.

 

ფეოდალიზმის პატრონ-ყმობას კი პოსტ-ინდუსტრიული ტექნოლოგიზმისპატრონ-კლიენტელიზმი“ ცვლის. ოღონდ ეს ტექნოლოგიზმის პატრონ-კლიენტელიზმი გამაოგნებლად მობილურია, ამიტომაც ახალ თავადებს - ნეოტაკრატებს უწოდებენ, ხოლო ყმებს - კონსურმერიარტს.

 

ამ თვალსაზრისით, სრული ანაქრონიზმია ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება, რადგან რეალურ პოსტ-ინდუსტრიულ ტექნოლოგიზმში, ანუ - „საინფორმაციო საზოგადოებაში“ იგი დისკრედიტირებულია ტოტალურად და ეპოქალურად და არა მხოლოდ მაგ. ლომ-ჯარიათა „ქალურობის“ (ანუ ე.წ. ფემინიზმის) კომიზმის გამო. მართლაც, როცა ინტერნეტია და ჭარბი ინფორმირებულობა ლამისაა მთავარ ავადმყოფობად გვექცეს, როგორ შეიძლება რომელიმე არასამთავრობომ თავისი პრივილეგიები, თითქოსდა რაიმე "საზოგადოებრივ" ინტერესს "ობიექტურად" გამოხატავს, გარდა საკუთარი თავისა (რაც ქსელურად ორგანიზბული საინფორმაციო საზოგადოებისთვის ერთადერთი, უალტერნატივო და ბუნებრივია) ვინმე დააჯეროს?! ამისი ხომ არავის სჯერა, არც მათ დონორებს, არამედ ზუსტად ისე, როგორც მაგ. ადრეული კაპიტალიზმისას ინერციით ინახავდნენ პრივილეგირებულ აზნაურობას, ინახავენ ამათაც.

 

კიდევ ერთიც: საბჭოური ინდუსტრიალიზმი, რაც ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო, რასაკვირველია სასაქონლო კაპიტალიზმისგან პრინციპულად განსხვავდება. თუნდაც იმიტომ, რომ მასში „სამოქალაქო საზოგადოების“ როლს კომპარტიულად და კომკავშირულად ორგანიზებული იდეოლოგიური აქტივიზმი ასრულებდა. მაგრამ ამაზე შემდგომ ვისაუბროთ..."- წერს დავით ზარდიაშვილი.





მსგავსი სიახლეები
მინდა, ყველას მოვუწოდო... - ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას მიმართავს
ეს მოსალოდნელი იყო - ნანა გეგეჭკორი
ახლა მთავრობას ვაქებთ, შემოდგომაზე კი კრიტიკას დავუწყებთ - რომან გოცირიძე
"ჯიბეში “ჩაჭუჭყნულ” პირბადეს გაიკეთებენ, რომლის ეფექტურობა 0-ს მიუახლოვდება"
თავს ვალდებულად ვთვლი პასუხის გავცე სიცრუეს - ლაშა ხუციშვილი
"საქართველოში, პარტიულობის მიუხედავად სულ ორად ორი პოლიტიკურ-მსოფლმედველობრივი ბანაკია"
მარგინალური ოპოზიცია საზიანოა საზოგადოებისთვის - ამირან სალუქვაძე
„ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პიროვნება, ექიმების გასამართლებას ითხოვს!“ - თენგიზ ცერცვაძე
გაყალბებული სიბინძურე გაავრცელეს! - ლევან ნიკოლეიშვილი
უნდა გაუუქმდეთ ლიცენზია და აეკრძალოთ ჟურნალისტობა - ამირან სალუქვაძე
ეს შეგნებულად გააკეთეს, თუ სიბრიყვით მოუვიდათ? - ხუხაშვილი პროკურატურის ბრიფინგზე
"ნუ გიო, ნუ წახვალ, გთხოვ..." - გიორგი შაქარაშვილის დედის ემოციური პოსტი
"მთავრობამ ერთი თვის წინ ზარ -ზეიმი მოაწყო, იაფად ავიღეთ სესხიო"- რომან გოცირიძე
ლაშა ხეთერელის ამბავს მალავდით, სიმართლე ეს არის - დავით ქაცარავა
ძალიან მტკივა ეს ისტორია - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
ძალიან ცოტა დარჩა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინები - კულუმბეგოვი
"კრემლი ვერანაირად ვერ გაბედავს "აღშფოთებისა" თუ "წუხილების" გამოხატვას" - დავით ქართველიშვილი
"ყველას ახსოვს ტრამპის კონტრშეტევები პრესკონფერენციებზე, თუმცა, ახლა ეს აღარ ხდება"
მორიგი პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალია - ნიკოლოზ მჭედლიშვილი
"ამ სასიცოცხლო საკითხს, რამაც შეიძლება არჩევნებიც კი მოაგებინოთ, ჩირადაც არ მიიჩნევენ"