10 ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება მოხერხდა, რომელიც ივანიშვილთანაა დაკავშირებული - კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის - „ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები“ მიხედვით, 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურო ინვესტიციების 38%-ია.

 

ანგარიშის მიხედვითვე, კვლევისას მოხდა ისეთი 10 ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული და ეს 10 კომპანია, თავის მხრივ, 26 ქართულ კომპანიას ფლობს.

 

„საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3 200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. ვინაიდან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ მაღალი თანამდებობის პირებს ბიზნეს საქმიანობა ეზღუდებათ, შესაძლოა, კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებდნენ. ეს მათ სახელმწიფო პროექტებში, პრივატიზაციაში და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის საშუალებასაც მისცემს.

 

ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ : „თბილისი ენერჯის“, „ბილაინს“, „აიდიეს ბორჯომს“, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“, „რუსთავის ფოლადს“, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“, „რუსთავის ავტობაზრობას“, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალს“, „სუფთა სახლს“ და სხვა 160-მდე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს.

 

2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურო ინვესტიციების 38%-ია.

 

კვლევის ფარგლებში მოხერხდა ისეთი 10 ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ეს 10 კომპანია, თავის მხრივ, 26 ქართულ კომპანიას ფლობს.

 

2012-2020 წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის სამს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. 15-მა ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო. ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულება დაახლოებით 77 მლნ ლარია.

 

ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა ქვეყანაში „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია. 2016 წლის მაისში ლონდონში გამართულ ანტი-კორუფციულ სამიტზე, საქართველომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური მფლობელების რეესტრის შექმნაზე განაცხადა, თუმცა დღემდე ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

 

ბოლო წლებში ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათ ტერიტორიაზე ოფშორული კომპანიების საქმიანობის სტანდარტები გაამკაცრეს, რაც ძირითადად, საბოლოო ბენეფიციარების სავალდებულო გასაჯაროების მოთხოვნებში გამოიხატა. 2020 წელს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაცია გამოსცა, პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის დახმარების სამთავრობო პროგრამებიდან ოფშორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაფინანსება არ მიიღონ.

 

რეკომენდაციების თანახმად, განვითარებული ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, საქართველოში აუცილებლად არის შესამუშავებელი გარკვეული წესები ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით.

 

საქართველომ უნდა შეასრულოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები და ოფშორული კომპანიების რეალურ მფლობელთა გამჟღავნება უნდა მოითხოვოს მინიმუმ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კომპანიები ან მათი შვილობილი კომპანიები სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვებში ან სახელმწიფოს დაფინანსებულ ნებისმიერ სხვა პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში.





მსგავსი სიახლეები
კორონავირუსის სტატისტიკა 23 ივნისის მონაცემებით
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციტივით ახალი პროექტი - „პოეტები თბილისის ქუჩებიდან“ დაიწყო
დღეს ლომისობაა
გეორგ ვილჰელმ ტიმი - მან 1848-49 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, ჩამოვიდა თბილისში და ჩვენთვის საინტერესო მრავალი ნამუშევარი შექმნა
ეს რა ხალხი ვართ: ოპოზიციური პარტიის ლიდერი თავს ესხმის 80 წლის ექიმს, რომ მომკვდარიყო ბატონი ცერცვაძე, სად მიდიოდით? - ლევან თაქთაქიშვილი
ვინც რუსთაველის ეროვნულ თეატრს და რობერტ სტურუას ლანძღავთ, ვის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?! რომელ ომში გიბრძოლიათ?! - ვატო შაქარიშვილი
ხომ არ აჯობებდა მდინარე ვერეს ხეობაში, სადაც ახლა ზოოპარკია, ვიდრე ვაკე-საბურთალოს გადასასვლელამდე, ჩვენებური, ქართული დისნეილენდი აგვეშენებინა? - ნოდარ დუმბაძე
დარბაზში იჯდა, მომეჩვენა, რომ იმ ნათელ გამომეტყველებას დარდი ჰქონდა შეპარული, ცოტაც მობერებული, სევდიანი იყო - ქეთი ლოლაძე
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრს თეიმურაზ ბასილაიას საღებავი შეასხეს
ვინ და რამდენ ლარად იყიდა ლავრენტი ბერიას აგარაკი კოჯორში
აქ.ახლა წაიკითხე პირველად „საბასთან“ ერთად
რა მოლოდინები აქვს სარესტორნო სექტორს შეზღდვების შემსუბუქების შემდეგ
ვინმემ მოიხადა ასეთი „აღქმის“ პროპაგანდისთვის ბოდიში? - პოლიტიკური პატიმრები განცხადებას ავრცელებენ
სად და როდიდან უნდა ველოდოთ მფრინავი ტაქსის გამოჩენას
საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს - ერიხ მარია რემარკი
რომელ საათამდე იმუშავებენ რესტორნები
1 ივლისიდან საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
24 საათში ვირუსით ინფიცირების 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Social Impact Award 2021-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ