მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონატზე -ბევრი გრანტებზე მონადირე ადამიანი ვნახე, თუ რამე დარღვევაა, უნდა გამოსწორდეს

 “პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, მასეთ დაწესებულებაში, პატარას ღონიერმა უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა, მთავარია შეგნება, -ასე ეხმაურება   ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს.

 
„ნინოწმინდაზე ვფიქრობ, ასეთი რამე მოხდა - ადამიანებს ერთმანეთს შორის რამე თუ არ გვილაგდება, ამ შემთხვევაში, მეუფე სპირიდონი და ქალბატონი ნინო ლომჯარია... არ იყო პიროვნული ურთიერთობა და როდესაც არ შეუშვეს სახალხო დამცველი, მერე სხვებიც ჩაერთნენ. გაგვახსენდა კანონი, რადგან კანონი აბსოლუტურად ითვალისწინებს... პიროვნულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ ეს საკითხი გახდა ყველას სალაპარაკო. თუ რამე დარღვევა იყო, სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ. დამნაშავე, რა თქმა უნდა, დაისჯება, მაგრამ თუ რამეს ვაბრალებთ, აუცილებლად უნდა ვეცადოთ ხოლმე...

ბევრი გრანტებზე მონადირე ადამიანი ვნახე. თუ რამე დარღვევაა, უნდა გამოსწორდეს. შეხედეთ რა ხდება ნინოწმინდაში და საერთოდ, ჯავახეთში.

ეს ერთ-ერთი მცირე ადგილთაგანი იყო, სადაც ქართული სიტყვა ისმის. გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს მაგ საკითხზე, საერთაშორისო ორგანიზაცია, სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტროდან სოციალური მუშაკების ჯგუფია ჩართული და ჩვენც, საპატრიარქოს წარმომადგენლები. თუ რამე ფუჭდება, დროზე უნდა გამოვასწოროთ.

სისულელეს რომ ლაპარაკობენ, მაცივარში გვამებიო... პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, მასეთ დაწესებულებაში, პატარას ღონიერმა უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა, მთავარია შეგნება. მე წამორტყმასაც არ მივესალმები. როდესაც გაუპატიურებაზე საუბრობენ, ფაქტი ხომ უნდა იყოს. თუ ასეთი ფაქტი არსებობს, უმკაცრესად დაისჯებიან. ციხეშიც კი, როდესაც აუპატიურებდნენ, იმავეს უკეთებდნენ.

2018 წელს იყვნენ შესულები სახალხო დამცველის წარმომადგენლები. როდესაც მათ მოიარეს ყველაფერი, მეუფე სპირიდონმა ჰკითხა, თქვენ ჰომოსექსუალიზმი ცოდვად მიგაჩნიათ თუ არაო, იმათ უთხრეს - არაო. მეუფე სპირიდონისთვის ეს ყოველთვის ცოდვად დარჩება, თუ სახელმწიფო კონსტიტუციას უყურებს, ჩვენ 10 მცნება გვაქვს და არანაირი სიძვა არ შეიძლება, რა ფორმითაც არ უნდა იყოს. 2016 და 2018 წელს თუ დარღვევები იყო, ხომ შეიძლებოდა საპატრიარქოში გვცოდნოდა, ეს ამბავი ჩემამდე არ იყო მოტანილი.

მეუფე სპირიდონს უნდოდა იქ ქართულ სიტყვასა და ქართულ სულს ეცხოვრა, მაგრამ არიან ადამიანები, შორსაც არ იყურებიან. ეკლესიას ასე რომ უტევთ ამ არჩევნების წინ და ამდენი რუსული პარტია შემოდის, ხომ ხედავთ, ხალხში აცხადებდნენ, სახალხო დამცველი გაუშვითო. დამნაშავე ვინც არის, ბოლომდე დავსაჯოთ. ცოდო არ არის ბავშვი? თუ არ შეგიძლია საქმის კეთება, წადი, სხვა საქმე აკეთე“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





მსგავსი სიახლეები
კორონავირუსის სტატისტიკა 23 ივნისის მონაცემებით
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციტივით ახალი პროექტი - „პოეტები თბილისის ქუჩებიდან“ დაიწყო
დღეს ლომისობაა
გეორგ ვილჰელმ ტიმი - მან 1848-49 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, ჩამოვიდა თბილისში და ჩვენთვის საინტერესო მრავალი ნამუშევარი შექმნა
ეს რა ხალხი ვართ: ოპოზიციური პარტიის ლიდერი თავს ესხმის 80 წლის ექიმს, რომ მომკვდარიყო ბატონი ცერცვაძე, სად მიდიოდით? - ლევან თაქთაქიშვილი
ვინც რუსთაველის ეროვნულ თეატრს და რობერტ სტურუას ლანძღავთ, ვის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?! რომელ ომში გიბრძოლიათ?! - ვატო შაქარიშვილი
ხომ არ აჯობებდა მდინარე ვერეს ხეობაში, სადაც ახლა ზოოპარკია, ვიდრე ვაკე-საბურთალოს გადასასვლელამდე, ჩვენებური, ქართული დისნეილენდი აგვეშენებინა? - ნოდარ დუმბაძე
დარბაზში იჯდა, მომეჩვენა, რომ იმ ნათელ გამომეტყველებას დარდი ჰქონდა შეპარული, ცოტაც მობერებული, სევდიანი იყო - ქეთი ლოლაძე
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრს თეიმურაზ ბასილაიას საღებავი შეასხეს
ვინ და რამდენ ლარად იყიდა ლავრენტი ბერიას აგარაკი კოჯორში
აქ.ახლა წაიკითხე პირველად „საბასთან“ ერთად
რა მოლოდინები აქვს სარესტორნო სექტორს შეზღდვების შემსუბუქების შემდეგ
ვინმემ მოიხადა ასეთი „აღქმის“ პროპაგანდისთვის ბოდიში? - პოლიტიკური პატიმრები განცხადებას ავრცელებენ
სად და როდიდან უნდა ველოდოთ მფრინავი ტაქსის გამოჩენას
საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს - ერიხ მარია რემარკი
რომელ საათამდე იმუშავებენ რესტორნები
1 ივლისიდან საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
24 საათში ვირუსით ინფიცირების 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Social Impact Award 2021-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ