შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, თელავსა და ქუთაისში 13 პირი დააკავეს.

 

 

ყველა მათგანი: 1978 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ვიტო“), 1976 წელს დაბადებული ჯ. ხ. (მეტსახელად „ჯეკო“) , 1983 წელს დაბადებული რ. გ. (მეტსახელად „პუპუშა“, 1974 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „ხონსკი“), 1987 წელს დაბადებული რ. დ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1992 წელს დაბადებული ა. შ., 1995 წელს დაბადებული ა. ლ., 1973 წელს დაბადებული გ. მ. (მეტსახელად „გიბონა“), 1978 წელს დაბადებული გ. დ., 1975 წელს დაბადებული ი. ჭ., 1966 წელს დაბადებული მ. კ. (მეტსახელად „ტყვლიპე“), 1978 წელს დაბადებული გ. მ., 1996 წელს დაბადებული მ. მ. (მეტსახელად „მემი“) დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით.

 

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს ზ.მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩს“) კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რაც 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნესსაქმიანობის პროცესში შემოსავლების არაობიექტურად განაწილებასთან დაკავშირებით, ფინანსური დავა წარმოექმნა ბიზნესპარტნიორთან.
მოდავე მხარეებმა უთანხმოების გამო არსებული დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა კანონიერმა ქურდმა - ზ.მ.-მ საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს - მ.მ.-ს დაავალა.

 

ამ უკანასკნელმა კი 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა, რომლის შედეგად, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

 

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

 

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ 4 ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის“ და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს.

 





მსგავსი სიახლეები
ოკუპირებულ გალში დაკავებულ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება
მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონოდ გამგზავრების ორგანიზებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს
ჟურნალისტი პოლიციას ბინაში მოტყუებით შესვლაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს
ბოლნისში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს
საბერძნეთში, 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველის საქმეზე საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა- ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია
თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა
სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო
თურქეთის ელჩი ნამახვანზე - ვიმედოვნებთ, საქართველოში თურქული ინვესტიციები დაცული იქნება
ეს არის მაგალითი სხვა პირებისთვის, რომ არ შეიძლება ცოდნის არმქონე პატარა ბიჭის პოლიტიკურად დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე - ირაკლი კასრაძე
8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
დეპორტირებულთა საქმე - რუსეთს ვალდებულების შესასრულებლად საბოლოო ვადა განესაზღვრა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა
პარლამენტმა, მეორე მოსმენით, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს
მასშტაბური საერთაშორისო ოპერაცია - ევროპოლმა 800 ადამიანი დააკავა
SPI ჯგუფი განცხადებას ავრცელებს
50 მლნ ლარზე მეტი - კოვიდ რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმების მოცულობა ცნობილია
იუსტიციის სამინისტროს ყველა სავალდებულო შენიშვნა ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია - გიორგი ჩიქოვანი