ეს ძალიან საშიში მოვლენაა, არასამთავრობოების, ლომჯარიების და მათი საზოგადოებების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე - მეუფე სპირიდონი

ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე, ცნობიერებას უცვლიან , - ამის შესახებ მეუფე სპირიდონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. ის გამოეხმაურა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს.

„მასმედიის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პირველკურსელი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს ახალგაზრდა არის ლუკა ხაჩიძე, რომელიც პანსიონატში იქნა მიღებული, როცა რამდენიმე დღის იყო. დედა ეკლესიამ გაზარდა, თავს ევლებოდა, არ აკლებდა არაფერს. არც ჩაცმა, არც დახურვა, არც კვება. უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით. შემდეგ დედა ეკლესიამ სკოლა დაასრულებინა და შემდეგ უნივერსიტეტში მაოწყო, მისცა იმდენი სწავლა-განათლება, რომ მოეწყო საპატრიარქოს უნივერსიტეტში. გაოცებული ვართ, რამ აიძულა ეს ბავშვი, რამ შეუცვალა გონება, რომ ასე მოიქცა. თურმე, ურეკავდა ლომჯარიას, სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამთთან მოლაპარაკებები ჰქონდა. საოცარია, გაოცებული ვართ და ძალიან შეწუხებული“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ ერი ფეხზე უნდა დადგეს, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები ისეთი თაობების შექმნას აპირებენ, რაც საშიშია.

„ამიტომ, ვთვლით და ვაცხადებთ, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენაა, არასამთავრობოების და ამ ლომჯარიების და მათი საზოგადოებების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე, ასე უცვლიან ცნობიერებას, მათ ცნობიერებას ფორმატირებას უკეთებენ. რა გამოდის, რომ ბავშვმა ყველაფერი მიიღო, ეკლესიამ ყველაფერი მისცა ბავშვს და შეუტრიალდა ეკლესიას ჩივილი დაუწყო და მტრად გაუხდა. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ცნობილი გამოთქმა: დედას დავარხრჩობ, გავგუდავ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამასო. როგორც ჩანს, ასეთი თაობის შექმნას აპირებენ ისინი, ეს საზოგადოებები აპირებენ ასეთი თაობების შექმნას, ეს ძალიან საშიშია. ერი ფეხზე უნდა დადგეს, ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს,რომ ასეთი თაობა არ მივიღოთ“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.





მსგავსი სიახლეები
კორონავირუსის სტატისტიკა 23 ივნისის მონაცემებით
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციტივით ახალი პროექტი - „პოეტები თბილისის ქუჩებიდან“ დაიწყო
დღეს ლომისობაა
გეორგ ვილჰელმ ტიმი - მან 1848-49 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, ჩამოვიდა თბილისში და ჩვენთვის საინტერესო მრავალი ნამუშევარი შექმნა
ეს რა ხალხი ვართ: ოპოზიციური პარტიის ლიდერი თავს ესხმის 80 წლის ექიმს, რომ მომკვდარიყო ბატონი ცერცვაძე, სად მიდიოდით? - ლევან თაქთაქიშვილი
ვინც რუსთაველის ეროვნულ თეატრს და რობერტ სტურუას ლანძღავთ, ვის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?! რომელ ომში გიბრძოლიათ?! - ვატო შაქარიშვილი
ხომ არ აჯობებდა მდინარე ვერეს ხეობაში, სადაც ახლა ზოოპარკია, ვიდრე ვაკე-საბურთალოს გადასასვლელამდე, ჩვენებური, ქართული დისნეილენდი აგვეშენებინა? - ნოდარ დუმბაძე
დარბაზში იჯდა, მომეჩვენა, რომ იმ ნათელ გამომეტყველებას დარდი ჰქონდა შეპარული, ცოტაც მობერებული, სევდიანი იყო - ქეთი ლოლაძე
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრს თეიმურაზ ბასილაიას საღებავი შეასხეს
ვინ და რამდენ ლარად იყიდა ლავრენტი ბერიას აგარაკი კოჯორში
აქ.ახლა წაიკითხე პირველად „საბასთან“ ერთად
რა მოლოდინები აქვს სარესტორნო სექტორს შეზღდვების შემსუბუქების შემდეგ
ვინმემ მოიხადა ასეთი „აღქმის“ პროპაგანდისთვის ბოდიში? - პოლიტიკური პატიმრები განცხადებას ავრცელებენ
სად და როდიდან უნდა ველოდოთ მფრინავი ტაქსის გამოჩენას
საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს - ერიხ მარია რემარკი
რომელ საათამდე იმუშავებენ რესტორნები
1 ივლისიდან საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
24 საათში ვირუსით ინფიცირების 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Social Impact Award 2021-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ