ახალი ფორმულაა „ინფორმაცია-ძალაუფლება-ინფორმაცია“ და როგორც ადრე, ყველაფერი ხურდავდებოდა ფულზე, ახლა „ინფორმაციაში“ ხურდავდება - დავით ზარდიაშვილი
დავით ზარდიაშვილის პოსტი:

მოგება და მოგებაზე ორიენტირებულობა მხოლოდ კაპიტალიზმისთვის არ არის დამახასიათებელი. ოღონდ, კაპიტალიზმი ამ მოგებას (და წაგებასაც) წინასწარ ითვლის და იგი ყველა სხვა ფორმაციისგან სწორედ ამით - რაციონალობით გამოირჩევა. ხოლო ამ რაციონალობას თავისთავად „კაპიტალიზმი“ კი არა, არამედ - ტექნოლოგიურობა ქმნის - ინდუსტრიული ტექნოლოგიები იმთავითვე განაპირობებს ხარისხობრივად მეტ რაციონალობას და სწორედ ამიტომაც, ხდება ფეოდალიზმის დისკრედიტაცია: ფეოდალიზმი „კაპიტალისტური თვალთახედვით“ ირაციონალურია, რადგან მიწას, როგორც უმთავრეს და ძირითად კაპიტალს, ინდუსტრიული ტექნოლოგიზმის გამო, ღირებულება ეკარგება: მეტ ღირებულებას იძენს სხვა ტიპის, მათ შორის, არა უძრავი, არამედ - მოძრავი კაპიტალი და ყველაფერი საბოლოოდ ფულად ხურდავდება; „ფული-საქონელი-ფული“, ასეთია სასაქონლო კაპიტალიზმის რაციონალური წრებრუნვა; ეს ფორმულა ფეოდალიზმის „მიწა-ძალაუფლება-მიწა-ს“ დისკრედიტირებას ახდენს; რადგან ფულით მიწის ყიდვაც შეიძლება და ძალაუფლების წყაროც, თავისთავად უკვე - ფულია; ცხადია, მასათა ამბოხისგან თავის დასაცავად, კონსტიტუციებში წერენ, რომ დემოკრატიაა და ძალაუფლების წყარო ფული კი არ არის, არამედ - ხალხი. და ხალხიც - „დემოკრატიაზე“ თანხმდება. თანხმდება იმიტომ, რომ ამბოხს აზრი არა აქვს - ვინაიდან ე.წ. სოციალიზმი კიდევ უარესია: იგი აბსოლუტურ მონოპოლიას და "სოციალისტური ინდუსტრიის" მონობას უდრის.
ახლა, როცა ინდუსტრიალიზმიც უკვე დისკრედიტირებულია, ვინაიდან თავად "ფულის" ღირებულება და მნიშვნელობა, როგორც თავის დროზე მიწისა, უკან იხევს და ძირითადი ღირებულება ხდება „ინფორმაცია“ (რითიც ყველაფერი, მათ შორის ჯერ კიდევ უწინარესად - ფულიც უნდა აკეთო), აშკარაა: ინდუსტრიალიზმის ინსტიტუტებიც მუდმივად დევალვაციასა და დისკრედიტაციას განიცდიან. სასაქონლო კაპიტალიზმის ფორმულა ასევე დისკრედიტირებულია, რადგან ახალი ფორმულაა უფრო „რელევანტური““ „ინფორმაცია-ძალაუფლება-ინფორმაცია“ და როგორც ადრე, ყველაფერი ხურდავდებოდა ფულზე, ახლა „ინფორმაციაში“ ხურდავდება. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაცია ისევე, როგორც ფეოდალიზმისას „მიწა“ ხდება ძირითადი კაპიტალი.
ფეოდალიზმის პატრონ-ყმობას კი პოსტ-ინდუსტრიული ტექნოლოგიზმის „პატრონ-კლიენტელიზმი“ ცვლის. ოღონდ ეს ტექნოლოგიზმის პატრონ-კლიენტელიზმი გამაოგნებლად მობილურია, ამიტომაც ახალ თავადებს - ნეოტაკრატებს უწოდებენ, ხოლო ყმებს - კონსურმერიარტს.
ამ თვალსაზრისით, სრული ანაქრონიზმია ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება, რადგან რეალურ პოსტ-ინდუსტრიულ ტექნოლოგიზმში, ანუ - „საინფორმაციო საზოგადოებაში“ იგი დისკრედიტირებულია ტოტალურად და ეპოქალურად და არა მხოლოდ მაგ. ლომ-ჯარიათა „ქალურობის“ (ანუ ე.წ. ფემინიზმის) კომიზმის გამო. მართლაც, როცა ინტერნეტია და ჭარბი ინფორმირებულობა ლამისაა მთავარ ავადმყოფობად გვექცეს, როგორ შეიძლება რომელიმე არასამთავრობომ თავისი პრივილეგიები, თითქოსდა რაიმე "საზოგადოებრივ" ინტერესს "ობიექტურად" გამოხატავს, გარდა საკუთარი თავისა (რაც ქსელურად ორგანიზბული საინფორმაციო საზოგადოებისთვის ერთადერთი, უალტერნატივო და ბუნებრივია) ვინმეს დააჯეროს?! ამისი ხომ არავის სჯერა, არც მათ დონორებს, არამედ ზუსტად ისე, როგორც მაგ. ადრეული კაპიტალიზმისას ინერციით ინახავდნენ პრივილეგირებულ აზნაურობას, ინახავენ ამათაც. კიდევ ერთიც: საბჭოური ინდუსტრიალიზმი, რაც ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო, რასაკვირველია სასაქონლო კაპიტალიზმისგან პრინციპულად განსხვავდება. თუნდაც იმიტომ, რომ მასში „სამოქალაქო საზოგადოების“ როლს კომპარტიულად და კომკავშირულად ორგანიზებული იდეოლოგიური აქტივიზმი ასრულებდა. მაგრამ ამაზე შემდგომ ვისაუბროთ...




მსგავსი სიახლეები
კორონავირუსის სტატისტიკა 23 ივნისის მონაცემებით
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციტივით ახალი პროექტი - „პოეტები თბილისის ქუჩებიდან“ დაიწყო
დღეს ლომისობაა
გეორგ ვილჰელმ ტიმი - მან 1848-49 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, ჩამოვიდა თბილისში და ჩვენთვის საინტერესო მრავალი ნამუშევარი შექმნა
ეს რა ხალხი ვართ: ოპოზიციური პარტიის ლიდერი თავს ესხმის 80 წლის ექიმს, რომ მომკვდარიყო ბატონი ცერცვაძე, სად მიდიოდით? - ლევან თაქთაქიშვილი
ვინც რუსთაველის ეროვნულ თეატრს და რობერტ სტურუას ლანძღავთ, ვის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?! რომელ ომში გიბრძოლიათ?! - ვატო შაქარიშვილი
ხომ არ აჯობებდა მდინარე ვერეს ხეობაში, სადაც ახლა ზოოპარკია, ვიდრე ვაკე-საბურთალოს გადასასვლელამდე, ჩვენებური, ქართული დისნეილენდი აგვეშენებინა? - ნოდარ დუმბაძე
დარბაზში იჯდა, მომეჩვენა, რომ იმ ნათელ გამომეტყველებას დარდი ჰქონდა შეპარული, ცოტაც მობერებული, სევდიანი იყო - ქეთი ლოლაძე
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრს თეიმურაზ ბასილაიას საღებავი შეასხეს
ვინ და რამდენ ლარად იყიდა ლავრენტი ბერიას აგარაკი კოჯორში
აქ.ახლა წაიკითხე პირველად „საბასთან“ ერთად
რა მოლოდინები აქვს სარესტორნო სექტორს შეზღდვების შემსუბუქების შემდეგ
ვინმემ მოიხადა ასეთი „აღქმის“ პროპაგანდისთვის ბოდიში? - პოლიტიკური პატიმრები განცხადებას ავრცელებენ
სად და როდიდან უნდა ველოდოთ მფრინავი ტაქსის გამოჩენას
საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს - ერიხ მარია რემარკი
რომელ საათამდე იმუშავებენ რესტორნები
1 ივლისიდან საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
24 საათში ვირუსით ინფიცირების 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Social Impact Award 2021-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ