გახარიამ ბადრის თავის კაბინეტში გადასცა წერილი, მივმართავ გომელაურს, ამოიღოს სამინისტროში ნოემბრის შესვლა-გამოსვლის ჩანაწერები და ეს საქმე განახლდეს - მამუკა ხაზარაძე

 

ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გიორგი გახარიას მიერ ბადრი ჯაფარიძისთვის წერილის გადაცემის დეტალებს პირველად ამბობს. დღეს ლელოს ლიდერმა პასუხი გასცა მთავარ კითხვას, თუ სად მოხდა ცნობილი მუქარის წერილის გადაცემა. მამუკა ხაზარაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძეს, მაშინდელმა შსს მინისტრმა სამინისტროში, მინისტრის კაბინეტში გადასცა.
"ვინც კი იცნობს ბადრი ჯაფარიძეს შორიდან მაინც, სიტყვა ტყუილი და ბადრი ჯაფარიძე არის აცდენილი ერთმანეთთან. ჯაფარიძე ყოველთვის ამბობდა, რომ ის არ იყო შუამავალი, წერილი გადმოგვცა ჩვენ, მე და ბადრის. როგორ შეიძლება ბადრი ჯაფარიძე იყოს შუამავალი, როცა ის, ისეთივე თანამფლობელია და ისევე მართავდა იმ ჩვენს კომპანიებს, როგორც მე. გახარიამ ბადრის გადასცა წერილი, მის კაბინეტში. კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, მივმართავ გომელაურს - იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა გამოსვლა არის ფიქსირებული, ამოიღოს ნოემბრის შესვლა-გამოსვლა და ეს საქმე განახლდეს. თუ არ განახლდება მაშინ საქმე გვექნება სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც დანაშაულს აფარებს ხელს.
გიორგი გახარიამ, ბადრი ჯაფარიძეს თხოვა შეხვედრა და ასეც მოხდა. ის მაშინ მინისტრი იყო და რა თქმა უნდა ჩვენთან არ მოვიდოდა ოფისში, მივიდა ბადრი. მან გადმოსცა წერილი და ეს ყველამ იცის. მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, გახარიას სასარგებლოდ მინდა ვთქვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წერილი არ იყო გახარიას მიერ დაწერილი და შეიძლება შეწუხებულიც კი იყო, რადგან ეს როლი მოირგო" - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.




მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია
2022 წლის თებერვლიდან პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს
ნაცების ხელმოწერით დამშვენებულ დოკუმენტში წერია, რომ რუსეთმა მხოლოდ „საპასუხო რეაქცია“ განახორციელა საქართველოს ქმედებებზე(?!) - ზაალ ანჯაფარიძე
რეზოლუციის ჩანაწერი, თითქოს 7 აგვისტოს ქართულმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები, არის მოღალატეობრივი და ამის მხარდაჭერაც მოღალატეობრივია - მამუკა მდინარაძე
არჩილ თალაკვაძე "ნაციონალურ მოძრაობას" - თქვენ არც ომი იცით და არც მშვიდობა
გიორგი გახარია აშშ-ში ლინკოლნ მიტჩელს შეხვდა
გიორგი გახარია გადადგა „ნაცმოძრაობის“ ინტერესისთვის, ამ პარტიის თავმჯდომარისთვის, მან კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა - მამუკა მდინარაძე
შერჩევითი მეხსიერების მქონეთ შევახსენებ გრეგორი ვაშაძის წერილს, რომელიც სააკაშვილის კულტურის მინისტრმა 2008 წლის 27 ნოემბერს გაუგზავნა რუს კოლეგას - გია აბაშიძე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 23 ივნისს უკრაინას ეწვევა
მიშა რომ დასრულდა, 2012 წლის აი ამ სექტემბრის ფოტოს მერე მივხვდი, ხოლო ნაცებს რომ დაერხა, აი ამ, 2021 წლის ივნისის ფოტოს შემდეგ - დავით ქართველიშვილი
ნაცების Requiem-ი - პოლიტიკურად გარდაცვლილ სააკაშვილის უმძიმესი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სრულიად უკრაინამ იხილა - დავით ქართველიშვილი
რა გახდა არჩევნების შემდეგ ნაცოპოზიციის რევოლუციური გეგმების ფიასკოს მთავარი მიზეზი
მელიას და მისი ორქალიანი ამალის შეხვედრებზე გამახსენდა, კი დარბიან, მაგრამ რად გინდა, წვრილფეხა ჩინოვნიკების გარდა ვერავის ხვდებიან - ბონდო მძინარაშვილი
ნიკა მელიას „გადარბენები“ ვაშინგტონში - ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი პაარტიის თავმჯდომარეს და მის თანმხლებ პირებს არ შეხვდნენ
„ნაციონალების“ რღვევა გარდაუვალია, ეს კიდევ უფრო ცხადი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გახდება - გიორგი ცუცქირიძე
ეეჰ... ქ-ნო კელი, ქ-ნო კელი! თქვენო აღმატებულებავ! უკაცრავად, მაგრამ მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად - დავით ზარდიაშვილი
ეკა, ვიცი, რომ ქართველთმოძულე თურქი ბარანის და მისი მეუღლის, მეთიუ ბრაიზას ახლობელი ხარ, მაგრამ რამ შეგაჯავრა შენი ერი ამგვარად - შალვა ნათელაშვილი
იგეგმებოდა გახარიას 18 თანაგუნდელის გამოსვლა პარლამენტის უმრავლესობიდან, იქმნებოდა ხელოვნური კრიზისი და რევოლუციური სიტუაცია - მირიან მირიანაშვილი
სხვების ნათესავებს მე მიგასწავლით, სად და როგორ არიან დასაქმებული, არ გინდათ? ორი წიგნი რომ არ წაუკითხიათ და ისე წამოასკუპეს! - ნინო ჯღარკავა
ბიძინა ივანიშვილის სურვილით, მასთან შეწყვეტილი გვაქვს კომუნიკაცია, ეს არის რეალობა, რა უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა, რომ დაიჯეროთ? - ირაკლი კობახიძე