"ნიკოლ ფაშინიანთან ნორმალური ურთიერთობა საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ აქვთ" - უცხოური პრესა

სომხეთში საარჩევნო მარათონი გრძელდება და რაც უფრო ახლოვდება პარლამენტის ვადამდელი არჩევნების თარიღი - 20 ივნისი, წინასაარჩევნო კამპანია სულ უფრო მწვავდება. კანონის თანახმად, პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებულმა ბლოკმა (პარტია) ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატი უნდა წარადგინოს. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად იბრძვიან მთავრობის მეთაურის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი  ნიკოლ ფაშინიანი, ექს-პრეზიდენტები - რობერტ ქოჩარიანი, სერჟ სარგსიანი და ლევონ ტერ-პეტროსიანი. ისინი ერთმანეთის მიმართ „თბილ“ სიტყვებს და „ობიექტურ“ შეფასებებს არ იშურებენ. სიტუაციას ამწვავებს ისიც, რომ ყველა მხარე თავისებურად სარგებლობს მთიანი ყარაბაღის ომში სომხეთის დამარცხებით და იმ ფაქტით, რომ აზერბაიჯანს 200 სომეხი ჯარისკაცი ჰყავს დატყვევებული.

 

ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, როგორც სომხური მასმედია წერს, „თავისი სიტყვა თქვა“ ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმაც, ეროვნული კონგრესის სახელით, 10 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. ამასთან დაკავშირებით, გამოცემა «News.am» აქვეყნებს მასალას სათაურით „ნიკოლ ფაშინიანთან ნორმალური დამოკიდებულება ოჯახის წევრებსაც კი არ აქვთ“. პუბლიკაციაში გადმოცემულია ექს-პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე გაჟღერებული საკითხების მიმოხილვა.

 

პირველი პრეზიდენტის განცხადებით, მოვა დრო, როცა სომხეთს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ნორმალური და უფრო მეტიც - კეთილმეზობლური ურთიერთობა ექნება. ამ საკითხის დადებითად მოგვარებით დაინტერესებულია საერთაშორისო საზოგადოება, კავკასიის რეგიონი და უპირველესად რუსეთი. ლევონ ტერ-პეტროსიანმა განმარტა, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, რომ სომხეთს ნორმალური ხელისუფლება ჰყავდეს. სამწუხაროდ, ნიკოლ ფაშინიანს ამის გაკეთება ნამდვილად არ შეუძლია, რადგან იგი მთელი სომხეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს, რობერ ქოჩარიანი კი ყველგან მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს.

 

„ნიკოლ ფაშინიანთან ნორმალური ურთიერთობა საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ აქვთ“, - ირონიულად აღნიშნა ლევონ ტერ-პეტროსიანმა.

 

ექს-პრეზიდენტი შეეხო საგარეო პოლიტიკურ საკითხებსაც და აღნიშნა, რომ სომხეთისათვის საქართველო და ირანი მეგობრული ქვეყნები არიან და მათთან ურთიერთობას სტრატეგიული ხასიათი აქვს. „ირანიც და საქართველოც დაინტერესებულნი არიან, რომ სომხეთი განვითარდეს და გაძლიერდეს. რაც შეეხება სომხეთ-რუსეთის ურთიერთობას, ის მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტს - 1997 წელს ხელმოწერილ მეგობრობისა და უსაფრთხოების ხელშეკრულებას ეფუძნება... რომ არა ეს დოკუმენტი, აზერბაიჯანთან ომს უფრო ადრე და უფრო სწრაფად წავაგებდით“, - ხაზი გაუსვა ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

როგორც ლევონ ტერ-პეტროსიანმა აღნიშნა, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, დასავლეთი სამხრეთ კავკასიას რუსეთის გავლენის ზონად თვლის და კრემლს ამ რეგიონში ხელს არავინ შეუშლის.

 

 წყარო





მსგავსი სიახლეები
"ჩემს გრძნობებს რუსეთისა და საქართველოს მიმართ ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ, მოსკოვი ძალიან მიყვარს"
სამხრეთაფრიკელი ბურები „ქართველ“ ფერმერებად იქცნენ - რას წერს გერმანული პრესა
რატომ გავიდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან - უცხოური პრესა
რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ბევრი პრეტენზიები დაუგროვდა - უცხოური პრესა
რუსეთის მთავრობის მიერ პოლიტ დევნილებისათვის საქართველო მთავარი თავშესაფარი გახდა - უცხოური პრესა
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ბრინჯაოს ხანის დიდი ყორღანები აღმოაჩინეს
ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ საქართველო აშშ-სთვის ყველაზე ერთგული მოკავშირეა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლუკაშენკოს მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს
"რეჯეფ ერდოღანი კვიპროსზე ყოფნით გაეროსა და ევროკავშირს კონფრონტაციაში იწვევს“ - "დოიჩე ველე“
"მოსკოვში მილსადენის სადღეგრძელო შესვეს" - რას წერს დანიური პრესა
ბულგარეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი, დავიწყებული გმირი - ალექსი წერეთელი
"რუსეთის გავლენა დღევანდელი საქართველოსთვის მუდმივ პრობლემად რჩება" - მერი ჰანიბოლი
"ნატოს წევრები საქართველოს ნაცვლად ხელსაც არ გაანძრევენ" - უცხოური პრესა
რა შემთხვევაში აუკრძალავს საქართველო ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შემოსვლას
"მოსკოვი იფიქრებს უკრაინის ტრანზიტით უფრო მეტი გაზის გადატუმბვას, იმ პირობით, თუ კიევი კარგად მოიქცევა"
"ფერადმა რევოლუციებმა" ყველგან დაარღვია სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა"- უცხოური პრესა
უჩვეულო ამინდები მსოფლიოში - რას წერს «BBC russian» დედამიწის კლიმატზე
ჩინეთი სირიის დანგრეული ეკონომიკის აღდგენაში აქტიურ ჩართვას აპირებს
შარლ მიშელი საქართველოში მთავრობასა და ოპოზიციას დაეხმარა - უცხოური პრესა
"თბილისს, კიშინიოვს და კიევს მტკიცედ სურთ ევროკავშირის წევრები გახდნენ“ - უცხოური პრესა