რატომ ჩაერთო თამაშში საქართველო, რომელსაც აქამდე არასოდეს გაუკეთებია განცხადება სომეხ ტყვეებზე

სომხური გაზეთის „გოლოს არმენიის“ («Голос Армении») ჟურნალისტი მარინა გრიგორიანი სტატიაში სათაურით „წინასაარჩევნო ვაჭრობა ადამიანებით: ყველაფერი ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების შესანარჩუნებლად“, წერს, რომ ტყვეების გადაცემაში გადამწყვეტი როლი აშშ-მა და საქართველომ კი არა, არამედ რუსეთის არმიის გენერალმა რუსტამ მურადოვმა (ანუ რუსეთის წარმომადგენელმა) შეასრულა.

 

როგორც ავტორი აღნიშნავს, ნიკოლ ფაშინიანისთვის ტყვეების დაბრუნება გადარჩენის შანსს წარმოადგენს: მას საშინლად ეშინია, რომ რამდენიმე დღის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად დამარცხდება. ნიკოლ ფაშინიანი აგონიაშია და მისთვის სულ ერთი იყო, რას გადასცემდა სომხეთის აზერბაიჯანს - დანაღმული ტერიტორიების რუკებს თუ სხვა რამეს, რადგან ფაშინიანისათვის მთავარი მიზანი ხელისუფლებაში დარჩენაა. მას სჭირდებოდა, რომ რეგიონში ჩატარებულ მიტინგზე ხალხისათვის რაღაც დადებითი ფაქტი ეთქვა. მან პირდაპირ ვაჭრობა დაიწყო - რუკები ტყვეების სანაცვლოდ... არადა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს რუკები სომხეთისათვის ფასდაუდებელია, კოზირს წარმოადგენს.

 

თვეების განმავლობაში ფაშინიანელების ხელისუფლება და თვითონაც პრემიერი მხოლოდ იშვიათად თუ ინტერესდებოდა ტყვეების ბედით და თუ რაიმეს იტყოდა, ისიც მხოლოდ მოჩვენებითი ზრუნვის მიზნით... იბადება კითხვები: რატომ გადაწყვიტა შეერთებულმა შტატებმა უეცრად, რომ პრაქტიკულად ჩარეულიყო ტყვეების საკითხში? რატომ ჩაერთო თამაშში საქართველო, რომელიც აქამდე არასოდეს არ გამოსულა არცერთი განცხადებით სომეხ ტყვეებთან მიმართებით?“.

 

პუბლიკაციის ავტორი თვალსაზრისით, „ახლა, როცა არჩევნებამდე მხოლოდ ერთი კვირაა დარჩენილი, როცა სულ რაღაც 15 ტყვე გათავისუფლდა, ნიკოლ ფაშინიანი ძალიან გააქტიურდა, რომ ამ ფაქტიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს - საკუთარი რეიტინგის ასაწევად. სომეხი ტყვეების ბედი სინამდვილეში არავის არ ანაღვლებს, მათ შორის, არც გარეშე მოთამაშეებს, რომლებიც ერთი წუთითაც კი არ ყოყმანობენ და მზად არიან ამ მტკივნეული საკითხით მანიპულირება დაიწყონ... ყველაზე დიდ მკრეხელობას კი თვითონ სომხეთის ხელისუფლება სჩადის, რომელსაც „სიცოცხლისათვის“ მხოლოდ ერთი კვირა აქვს დარჩენილი და კრუნჩხვებშია ჩავარდნილი“.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
"ჩემს გრძნობებს რუსეთისა და საქართველოს მიმართ ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ, მოსკოვი ძალიან მიყვარს"
სამხრეთაფრიკელი ბურები „ქართველ“ ფერმერებად იქცნენ - რას წერს გერმანული პრესა
რატომ გავიდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან - უცხოური პრესა
რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ბევრი პრეტენზიები დაუგროვდა - უცხოური პრესა
რუსეთის მთავრობის მიერ პოლიტ დევნილებისათვის საქართველო მთავარი თავშესაფარი გახდა - უცხოური პრესა
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ბრინჯაოს ხანის დიდი ყორღანები აღმოაჩინეს
ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ საქართველო აშშ-სთვის ყველაზე ერთგული მოკავშირეა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლუკაშენკოს მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს
"რეჯეფ ერდოღანი კვიპროსზე ყოფნით გაეროსა და ევროკავშირს კონფრონტაციაში იწვევს“ - "დოიჩე ველე“
"მოსკოვში მილსადენის სადღეგრძელო შესვეს" - რას წერს დანიური პრესა
ბულგარეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი, დავიწყებული გმირი - ალექსი წერეთელი
"რუსეთის გავლენა დღევანდელი საქართველოსთვის მუდმივ პრობლემად რჩება" - მერი ჰანიბოლი
"ნატოს წევრები საქართველოს ნაცვლად ხელსაც არ გაანძრევენ" - უცხოური პრესა
რა შემთხვევაში აუკრძალავს საქართველო ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შემოსვლას
"მოსკოვი იფიქრებს უკრაინის ტრანზიტით უფრო მეტი გაზის გადატუმბვას, იმ პირობით, თუ კიევი კარგად მოიქცევა"
"ფერადმა რევოლუციებმა" ყველგან დაარღვია სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა"- უცხოური პრესა
უჩვეულო ამინდები მსოფლიოში - რას წერს «BBC russian» დედამიწის კლიმატზე
ჩინეთი სირიის დანგრეული ეკონომიკის აღდგენაში აქტიურ ჩართვას აპირებს
შარლ მიშელი საქართველოში მთავრობასა და ოპოზიციას დაეხმარა - უცხოური პრესა
"თბილისს, კიშინიოვს და კიევს მტკიცედ სურთ ევროკავშირის წევრები გახდნენ“ - უცხოური პრესა