რა ღირს ცხოვრება საქართველოსა და უკრაინაში - მსგავსება და განსხვავება

უკრაინული ტელეარხის «TV-24»-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ეთერში გადაცემული ვიდეოსიუჟეტის ტექსტური ვერსია სათაურით „ცხოვრება უკრაინაში და საქართველოში: მსგავსება და განსხვავება“. მასში საინტერესო მონაცემებია ნაჩვენები და ერთმანეთთან არის შედარებული ორივე ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრება - შემოსავლები, ხარჯები, ფასები და ა.შ.

 

გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:

 

„საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, ევროკავშირის წევრობას ესწრაფვის და როგორც ცნობილია, ის ჩვენზე უფრო ადრე გახდა გახდა ევროკავშირის ასოცირებული წევრი. ამიტომაც გადავწყვიტეთ შევადაროთ ამ ორი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და გავიგოთ, სად უფრო იაფია ცხოვრება.

 

ა) ცხოვრების ღირებულებისა და ცხოვრების ხარისხის ინდექსი

 

უკრაინაში ცხოვრების ღირებულების ინდექსი 31,47-ს შეადგენს, საქართველოში კი 28,86-ს. ანუ ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ცხოვრებისათვის უფრო ნაკლები ფულია საჭირო, ვიდრე უკრაინაში. რაც შეეხება ცხოვრების ხარისხის ინდექსს, საქართველოში ის ცოტათი უფრო მაღალია (117,29), ვიდრე უკრაინაში (108,34).

 

მსოფლიო ბანკის მიერ შედგენილი ბიზნესის ადვილად წარმოების რეიტინგის თანახმად, საქართველო მე-7 ადგილზეა, უკრაინა კი... 64-ზე (რეიტინგში მსოფლიოს 190 ქვეყანა შედის).

 

ბ) საშუალო ყოველთვიური ხელფასი

 

უკრაინაში 2021 წლის აპრილში რიგითი მოქალაქის საშუალო ყოველთვიურმა ხელფასმა 13 543 გრივნა შეადგინა (თუმცა მარტთან შედარებით 69 გრივნით შემცირდა). საქართველოში საშუალო ხელფასი, 2020 წლის დეკემბერში დაახლოებით 10 609 გრივნის ტოლი იყო (1227,3 ლარის ფარგლებში).

 

გ) მინიმალური ხელფასი

 

საქართველოში მინიმალური ხელფასია 20 ლარი, რაც 173 გრიბნის ტოლია, ანუ 6 დოლარზე ოდნავ მეტი. იმავდროულად უკრაინაში მინიმალური ხელფასი 6 ათასი გრივნაა. საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა უკვე 20 წელია არ იცვლება და ყველაზე დაბალია არა მარტო ევროპის, არამედ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მასშტაბითაც. აქვე შევნიშნავთ, რომ მოგების გადასახადი საქართველოში 20%-ს შეადგენს, უკრაინაში კი 18%-ს.

 

დ) ფასები სურსათზე

 

რასაკვირველია, ვინც ეკონომიას არის მიჩვეული, ის უფრო სახლში მომზადებული საჭმლით იკვებება და პროდუქტებს ბაზარში ან სუპერმარკეტში ყიდულობს. მაგრამ ზოგჯერ ჩვეულ რიტმში რაღაც ცვლილების შეტანაც გინდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ერთმანეთისათვის შეგვედარებინა უკრაინული და ქართული სამომხმარებლო კალათის ღირებულება, რათა უკრაინელები, თუ ისინი საქართველოში იცხოვრებენ, შეძლებენ თუ არა ეკონომიას. აქვე ვიტყვით, რომ უკრაინაში 2021 წელს ინფლაციის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და მაისში 9,5% შეადგინა.

 

რიგითი უკრაინელის პროდუქტების კალათის ღირებულება საქართველოში უფრო ძვირი იქნება, თუმცა კონკრეტული პროდუქტების, მაგალითად, პურის, კარტოფილისა და პომიდვრის ფასი ერთმანეთისაგან განსხვავდება. საქართველოში „ფურნის პური“ 5 გრივნით უფრო იაფია, ვიდრე უკრაინაში (შესაბამისად, 10,12 и 14,89). ერთი ლიტრი რძე უკრაინაში ღირს 25,62 გრივნა, საქართველოში კი უფრო ძვირია - 31,40 გრივნა.  ერთი კილოგრამი კარტოფილი საქართველოში ღირს 12,43 გრივნა, უკრაინაში - 12,98. პომიდორი - საქართველოში 28,83 გრივნა, უკრაინაში - 38,82. კვერცხი საქართველოში - 38,57 გრივნა (12 ცალი), უკრაინაში - 33,01.

 

რაც შეეხება ხილს: უკრაინაში საკმაოდ პოპულარულია ვაშლი. ერთი კგ. ვასლის ყიდვა უკრაინაში 23,02 გრივნად შეიძლება, საქართველოში 27,34 გრივნად.

 

ხორცი საქართველოში რამდენადმე ძვირია, უკრაინასთან შედარებით. ქათმის ხორცის ფასში განსხვავება 8 გრივნას შეადგენს (ფილე უკრაინაში 100,30 გრივნა ღირს, საქართველოში - 108,24). საქონლის ხორცის ფასში განსხვავება უფრო დიდია - უკრაინაში ერთი კგ ღირს 149,59 გრივნა, საქართველოში კი 187,75.

 

უკრაინაში მსყიდველობითი უნარიანობის ინდექსი 31,74-ს შეადგენს, საქართველოში - 26,36-ს.

 

ე) ფასები კაფეებსა და რესტორნებში

 

საქართველოში სადილი და ვახშამი უფრო იაფია, ვიდრე უკრაინაში, თუმცა ფასტფუდის ფასები კავკასიურ სახელმწიფოში ჩვენთან შედარებით 20 გრივნით ძვირია. „მაკდონალდსში“ კომბო-მენიუსთვის ერთ შესვლაზე უკრაინაში 110 გრივნა დაგეხარჯებათ, საქართველოში კი 130. უკრაინაში საშუალო დონის  რესტორანში ვახშმისთვის ჯიბეში 543 გრივნა უნდა გქონდეთ, საქართველოში - დაახლოებით 519.

 

ვ) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

 

ზოგადად, უკრაინასა და საქართველოში ფასები ფეხსაცმელზე პრაქტიკულად იდენტურია (Nike-სკროსოვკები“ საქართველოში ღირს 2305 გრივნა, უკრაინაში - 2307). ტანსაცმელი კი უკრაინაში ძვირია - მაგალითად, Levis-ის ჯინსები უკრაინაში 1504 გრივნა ღირს, საქართველოში - 1484. Zara-ს ან H&M-ის კაბა საქართველოში უფრო იაფია (928 გრივნა), ვიდრე უკრაინაში - 1055 გრივნა.

 

ე) კომუნალური გადასახადები და ბინის ქირის ფასები

 

საქართველოში კომუნალური მომსახურების გადახდის სისტემა გარკვეულწილად განსხვავდება უკრაინისგან იმდენად, რამდენადაც ჩვენთან კომუნალურ მომსახურებაში ელექტროენერგია არ იგულისხმება. თუმცა ყველაფერი რომ ვიანგარიშოთ, საქართველოში გადახდის თანხა მაინც ცოტა იქნება. ეს ეხება ბინის ქირასაც.

 

ბინის ერთი თვით დაქირავების ფასი, თბილისის გარეუბანში, საშუალოდ თითქმის 4 951 გრივნა ღირს, კიევში - 5 569.

 

კომუნალური მომსახურებისათვის საქართველოში უფრო მცირე თანხა დაგეხარჯებათ (1650 გრივნა), ვიდრე უკრაინაში (2710 გრივნა).

 

უკრაინელებს ძალიან უკვირთ ხოლმე, რომ საქართველოში (თბილისში) ლიფტით სარგებლობისას (ზემო სართულებზე ასვლის დროს) ფულის გადახდაა საჭირო. ბათუმში კი რკინის ყუთში ხურდა ფული უნდა ჩაყარო როგორც ასვლისთვის, ასევე ჩამოსვლისთვის. თუმცა, რა დასამალია და ფასიანი ლიფტები უკრაინაშიც არის როგორც კიევში, ასევე ჩერნიგოვში და ჟიტომირში, მაგრამ შეუდარებლად იაფია და გადახდა ელექტრონული წესით ხდება.

 

ზ) ტრანსპორტი (საზოგადოებრივი და კერძო)

 

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო იაფია და 4 გრივნის გადახდა მოგიწევთ, უკრაინაში კი 7 გრივნას ვიხდით (აქვე ვიტყვით, რომ მალე ღირებულება მნიშვნელოვნად მოიმატებს, მილიარდიანი ვალის დაფარვის მიზნით);

 

საქართველოში საკუთარი ავტომობილით გადაადგილება უფრო იაფია, რადგანაც იაფია არამარტო ბენზინი, არამედ თვით ავტომობილიც. საქართველოში ერთი ლიტრი ბენზინი 21,73 გრივნა ღირს, უკრაინაში - 27,74. საშუალო კლასის ავტომობილი, მაგალითად, Volkswagen Golf 1.4 90 KW უკრაინაში თითქმის 593 ათასი გრივნა ღირს, საქართველოში - 342 ათასი გრივნა.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
"ჩემს გრძნობებს რუსეთისა და საქართველოს მიმართ ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ, მოსკოვი ძალიან მიყვარს"
სამხრეთაფრიკელი ბურები „ქართველ“ ფერმერებად იქცნენ - რას წერს გერმანული პრესა
რატომ გავიდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან - უცხოური პრესა
რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ბევრი პრეტენზიები დაუგროვდა - უცხოური პრესა
რუსეთის მთავრობის მიერ პოლიტ დევნილებისათვის საქართველო მთავარი თავშესაფარი გახდა - უცხოური პრესა
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ბრინჯაოს ხანის დიდი ყორღანები აღმოაჩინეს
ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ საქართველო აშშ-სთვის ყველაზე ერთგული მოკავშირეა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლუკაშენკოს მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს
"რეჯეფ ერდოღანი კვიპროსზე ყოფნით გაეროსა და ევროკავშირს კონფრონტაციაში იწვევს“ - "დოიჩე ველე“
"მოსკოვში მილსადენის სადღეგრძელო შესვეს" - რას წერს დანიური პრესა
ბულგარეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი, დავიწყებული გმირი - ალექსი წერეთელი
"რუსეთის გავლენა დღევანდელი საქართველოსთვის მუდმივ პრობლემად რჩება" - მერი ჰანიბოლი
"ნატოს წევრები საქართველოს ნაცვლად ხელსაც არ გაანძრევენ" - უცხოური პრესა
რა შემთხვევაში აუკრძალავს საქართველო ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შემოსვლას
"მოსკოვი იფიქრებს უკრაინის ტრანზიტით უფრო მეტი გაზის გადატუმბვას, იმ პირობით, თუ კიევი კარგად მოიქცევა"
"ფერადმა რევოლუციებმა" ყველგან დაარღვია სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა"- უცხოური პრესა
უჩვეულო ამინდები მსოფლიოში - რას წერს «BBC russian» დედამიწის კლიმატზე
ჩინეთი სირიის დანგრეული ეკონომიკის აღდგენაში აქტიურ ჩართვას აპირებს
შარლ მიშელი საქართველოში მთავრობასა და ოპოზიციას დაეხმარა - უცხოური პრესა
"თბილისს, კიშინიოვს და კიევს მტკიცედ სურთ ევროკავშირის წევრები გახდნენ“ - უცხოური პრესა