უახლოეს მომავალში საქართველო, სხვა პროდუქტებთან ერთად, ყატარს ხორცსაც მიაწვდის

ყატარის ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთ „გალფ თაიმს“-ში («Gulf Times») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს ელჩი: „მეტი ორგანული, ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტი ყატარს", რომლის ავტორის ჯოი აგილარის მიერ ქართველი დიპლომატის ჟურნალისტებთან საუბრის შინაარსია გადმოცემული, ყატარში გახსნილი ქართული კვების პროდუქტების ფესტივალის ჩარჩოებში.

„უახლოეს მომავალში საქართველო, სხვა ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ პროდუქტებთან ერთად, ყატარს ხორცსაც მიაწვდის, განსაკუთრებით კი ცხვრის ხორცს, რომელზეც მოთხოვნა მუდმივად მატულობს“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

„მე ვხედავ დიდ პოტენციალს სხვადასხვა სახეობის ხილ-კენკრაში - საქართველოში ბევრი მოცვი და მარწყვი მოჰყავთ, ახლა სწორედ მათი სეზონია. ვიმედოვნებ, რომ ეს [ვაჭრობის] კარგი შესაძლებლობაა. გარდა ამისა, ქართული ცხვარი ყატარში დიდი მოთხოვნით სარგებლობს, რადგან ხორცი უმაღლესი ხარისხისაა. ამაშიც მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს“, - თქვა ელჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ამას წინათ გახსნილი ქართული კულინარული ფესტივალის კულუარებში. აღნიშნული ღონისძიება ტარდება კომპანია «Lulu»-ს მაღაზიებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყატარში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით. ფესტივალზე დემონსტრირდება ქართული საკვები პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მაგალითად, ხორცი და მისგან დამზადებული პროდუქტები, კოქტეილები, ნატურალური წვენები, ხილი, ბოსტნეული და სხვა.

დიპლომატის თქმით, ფესტივალზე 50-დან 60-მდე ქართული პროდუქტია წარმოდგენილი. იგი იმედოვნებს, რომ უახლოეს ხანში „დოჰაში ქართულ გემოვნებას გადმოიტანს“. „ვფიქრობ, რომ ჩვენ საკუთარი ნიშა გვაქვს ორგანული პროდუქტების ვაჭრობაში. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ქართული კომპანიები, რომლებიც ყატარელ მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურ წვენებს და კოქტეილებს სთავაზობენ“, - დაამატა მან.

ნიკოლოზ რევაზიშვილის თქმით, იგი მოლაპარაკებას აწარმოებს რამდენიმე ყატარულ კომპანიასთან, მათ შორის «Widam»-თან, რომლებიც ქართული ცხვრის ხორცის იმპორტით არიან დაინტერესებულნი. ასე რომ, სამომავლოდ ყატარში საქართველოდან ხორცის იმპორტი უნდა გაიზარდოს.

დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ყატარის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მთლიანად არიან ვაქცინირებულნი, საქართველოში წასვლა და მოგზაურობა შეუძლიათ - ვიზისა და კარანტინის გარეშე. რაც შეეხება ოჯახებს, „კოვიდ-19“-ზე აცრილ მშობლებს, რომლებიც შვილებთან ერთად მოგზაურობენ, თან უნდა ჰქონდეთ ბავშვების უარყოფითი PCR-ტესტები. ელჩმა თქვა, რომ საელჩო ტურიზმის მოყვარულებისაგან მრავალრიცხოვან სატელეფონო ზარებს პასუხობს საქართველოში მოგზაურობის წესების საკითხში.

ამჟამად ავიაკომპანია «Qatar Airways»-ის მეშვეობით დოჰადან საქართველოს დედაქალაქ თბილისში ყოველდღიური რეისები სრულდება. საელჩო მასთან მოლაპარაკებას აწარმოებს იმ მიზნით, რომ ავიარეისები ყატარიდან საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში - ბათუმშიც შესრულდეს. „ბათუმი ძალიან პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს“, - ამბობს ნიკოლოზ რევაზიშვილი.

„თქვენ მხოლოდ ორი საათისა და 30 წუთის ფრენა დაგჭირდებათ, რომ დოჰადან თბილისში ჩამოფრინდეთ. ვიმედოვნებ, რომ ფრენების აღდგენა კარგი ნიშანია. პანდემიის შემდეგ ჩვენ ყველა ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ - ისეთ ცხოვრებას, როცა თავისუფლად ვმოგზაურობდით“, - თქვა ელჩმა და დაამატა, რომ ბოლო წლებში საქართველო ბევრმა ყატარელმა მოინახულა.

ქართველმა ელჩმა მაღალ დონეზე შეაფასა ყატარის მთავრობის ძალისხმევა „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში და ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციაში, რომელიც, მისი თქმით, „იდეალურად ხორციელდება“.

„დღეს ყატარში ბევრი ადამიანია აცრილი. ეს ნიშნავს, რომ მათ უსაფრთხოდ მოგზაურობა შეუძლიათ. ვფიქრობ, რომ ყატარის მთავრობამ საოცარი უნარი და ენერგია გამოავლინა პანდემაისთან ბრძოლაში და სხვა ქვეყნებსაც დახმარება გაუწია“, - ხაზი გაუსვა დიპლომატმა.

ნიკოლოზ რევაზიშვილმა ისაუბრა აგრეთვე ყატარისა და საქართველოს მტკიცე და მეგობრულ ურთიერთობებზე. მისის თქმით, ორი ქვეყნის წარმომადგენლების მაღალი დონის ვიზიტები ჯერ კიდევ გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე განხორციელდა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ჩვენ გავაფართოვებთ ურთიერთობას ყველა სფეროში - პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ბიზნესში...“, - თქვა ელჩმა და კონკრეტული ციფრიც დაასახელა: საქართველოსა და ყატარს შორის ვაჭრობა ყოველწლიურად 5-10%-ით იზრდება: „ასეთი და სხვა მსგავსი ფესტივალების ჩატარება ხელს შეუწყობს ვაჭრობის დონის მატებას, რასაც მიმდინარე წლის ბოლოს და მომდევნო პერიოდში დავინახავთ“.

საქართველოს საელჩო ასევე მონაწილეობას მიიღებს იმ ტურისტული ღონისძიების განხორციელებაში, რომელიც დოჰაში ნოემბერში იგეგმება. მისი მიზანია, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად გადააქციოს.

წყარო

-->

მსგავსი სიახლეები
"ჩემს გრძნობებს რუსეთისა და საქართველოს მიმართ ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ, მოსკოვი ძალიან მიყვარს"
სამხრეთაფრიკელი ბურები „ქართველ“ ფერმერებად იქცნენ - რას წერს გერმანული პრესა
რატომ გავიდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან - უცხოური პრესა
რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ბევრი პრეტენზიები დაუგროვდა - უცხოური პრესა
რუსეთის მთავრობის მიერ პოლიტ დევნილებისათვის საქართველო მთავარი თავშესაფარი გახდა - უცხოური პრესა
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ბრინჯაოს ხანის დიდი ყორღანები აღმოაჩინეს
ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ საქართველო აშშ-სთვის ყველაზე ერთგული მოკავშირეა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლუკაშენკოს მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს
"რეჯეფ ერდოღანი კვიპროსზე ყოფნით გაეროსა და ევროკავშირს კონფრონტაციაში იწვევს“ - "დოიჩე ველე“
"მოსკოვში მილსადენის სადღეგრძელო შესვეს" - რას წერს დანიური პრესა
ბულგარეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი, დავიწყებული გმირი - ალექსი წერეთელი
"რუსეთის გავლენა დღევანდელი საქართველოსთვის მუდმივ პრობლემად რჩება" - მერი ჰანიბოლი
"ნატოს წევრები საქართველოს ნაცვლად ხელსაც არ გაანძრევენ" - უცხოური პრესა
რა შემთხვევაში აუკრძალავს საქართველო ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შემოსვლას
"მოსკოვი იფიქრებს უკრაინის ტრანზიტით უფრო მეტი გაზის გადატუმბვას, იმ პირობით, თუ კიევი კარგად მოიქცევა"
"ფერადმა რევოლუციებმა" ყველგან დაარღვია სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა"- უცხოური პრესა
უჩვეულო ამინდები მსოფლიოში - რას წერს «BBC russian» დედამიწის კლიმატზე
ჩინეთი სირიის დანგრეული ეკონომიკის აღდგენაში აქტიურ ჩართვას აპირებს
შარლ მიშელი საქართველოში მთავრობასა და ოპოზიციას დაეხმარა - უცხოური პრესა
"თბილისს, კიშინიოვს და კიევს მტკიცედ სურთ ევროკავშირის წევრები გახდნენ“ - უცხოური პრესა