"მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევის მოლოდინი გულუბრყვილობა იქნებოდა" - უცხოური პრესა

დღეს, 16 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი უნდა გაიმართოს - ერთმანეთს ხვდებიან აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები - ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი. ეს მოვლენა, ბუნებრივია, საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრშია.

 

ბრიტანული „თაიმსი“ («Time») პუბლიკაციაში სათაურით „საეჭვოა, რომ ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამიტმა უფრო თბილ დიალოგამდე მიგვიყვანოს“ წერს, რომ „ჟენევის შეხვედრის შემდეგ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დათბობას არ უნდა ველოდოთ“.

 

„სანამ ვლადიმერ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაშია, მანამ ამერიკამ უკვე ოთხი პრეზიდენტი გამოიცვალა. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობა სულ უფრო უარესი ხდებოდა და ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ამ ერთი შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის დამოკიდებულებაში რაღაც გააზრებული მოქმედება დაიწყება“, - აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორები არიან გაზეთის კორესპონდენტები მარკ ბენეტი (მოსკოვში) და დევიდ ჩარტერი (ვაშინგტონში).

 

ჯო ბაიდენი ჟენევაში თავისი რუსი კოლეგის მიმართ პრეტენზიების სიით მიდის: ჰაკერების აქტიურობა, აშშ-ის არჩევნებში ჩარევა, უკრაინის კონფლიქტი, რუსული ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები... გარდა ამისა, ამას წინათ ჯო ბაიდენმა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ვლადიმერ პუტინს საჯაროდ უწოდა „მკვლელი“.

 

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის პრეტენზიებს აშშ-ის მიმართ, ისინი შედარებით უფრო აბსტრაქტულია, მაგრამ კრემლისგან მომდინარე საფრთხეები - კონკრეტული: იგი მოუწოდებს დასავლეთს, რომ „წითელი ხაზები“ არ გადალახოს, თორემ მკაცრ პასუხს მიიღებს“ (სხვათა შორის, ჯო ბაიდენიც იგივე ამბობს რუსეთზე). ამასთან, ვლადიმერ პუტინი აღიარებს, რომ ორი ძლიერი ბირთვული სახელმწიფოს ხისტი პოლიტიკური დაპირისპირება ძალიან სახიფათოა მსოფლიოს მშვიდობისათვის.

 

„ურთიერთდამოკიდებულების ასეთ ფონზე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევის მოლოდინი გულუბრყვილობა იქნებოდა“, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები. მაქსიმუმი, რისთვისაც ეს სამიტია საჭირო, ისაა, რომ როგორმე უზრუნველყოფილი იქნეს სიტუაციის პროგნოზირება და ურთიერთობის მემკვიდრეობა მას შემდეგ, რაც ამერიკა ქაოსურად იმართებოდა დონალდ ტრამპის მიერ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ვლადიმერ პუტინს სჭირდება: ქვეყნის ეკონომიკა არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება, შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტი ყველა ღონეს იხმარს, რომ ამერიკული სანქციების „ახალი ულუფა“ როგორმე თავიდან აიცილოს.

 

წყარო

წყარო

 





მსგავსი სიახლეები
"ჩემს გრძნობებს რუსეთისა და საქართველოს მიმართ ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ, მოსკოვი ძალიან მიყვარს"
სამხრეთაფრიკელი ბურები „ქართველ“ ფერმერებად იქცნენ - რას წერს გერმანული პრესა
რატომ გავიდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან - უცხოური პრესა
რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ბევრი პრეტენზიები დაუგროვდა - უცხოური პრესა
რუსეთის მთავრობის მიერ პოლიტ დევნილებისათვის საქართველო მთავარი თავშესაფარი გახდა - უცხოური პრესა
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ბრინჯაოს ხანის დიდი ყორღანები აღმოაჩინეს
ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ საქართველო აშშ-სთვის ყველაზე ერთგული მოკავშირეა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლუკაშენკოს მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს
"რეჯეფ ერდოღანი კვიპროსზე ყოფნით გაეროსა და ევროკავშირს კონფრონტაციაში იწვევს“ - "დოიჩე ველე“
"მოსკოვში მილსადენის სადღეგრძელო შესვეს" - რას წერს დანიური პრესა
ბულგარეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი, დავიწყებული გმირი - ალექსი წერეთელი
"რუსეთის გავლენა დღევანდელი საქართველოსთვის მუდმივ პრობლემად რჩება" - მერი ჰანიბოლი
"ნატოს წევრები საქართველოს ნაცვლად ხელსაც არ გაანძრევენ" - უცხოური პრესა
რა შემთხვევაში აუკრძალავს საქართველო ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შემოსვლას
"მოსკოვი იფიქრებს უკრაინის ტრანზიტით უფრო მეტი გაზის გადატუმბვას, იმ პირობით, თუ კიევი კარგად მოიქცევა"
"ფერადმა რევოლუციებმა" ყველგან დაარღვია სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა"- უცხოური პრესა
უჩვეულო ამინდები მსოფლიოში - რას წერს «BBC russian» დედამიწის კლიმატზე
ჩინეთი სირიის დანგრეული ეკონომიკის აღდგენაში აქტიურ ჩართვას აპირებს
შარლ მიშელი საქართველოში მთავრობასა და ოპოზიციას დაეხმარა - უცხოური პრესა
"თბილისს, კიშინიოვს და კიევს მტკიცედ სურთ ევროკავშირის წევრები გახდნენ“ - უცხოური პრესა