ვინ არის იბრაჰიმ რაისი - რას წერს უცხოური პრესა ირანის პრეზიდენტზე

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ («КоммерсантЪ») დღევანდელ, 21 ივნისის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „ირანში არჩევნები უმაღლესმა სასამართლომ მოიგო: ქვეყნის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გახდა“, რომელშიც გადმოცემულია ირანში შაბათს, 19 ივნისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და გადმოცემულია ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პერსპექტივა უახლოეს წლებში.

 

„ირანში ისე მოხდა, როგორც წინასწარმეტყველებდნენ: ქვეყნის პრეზიდენტად კონსერვატორების მიერ წამოყენებული კანდიდატი, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, 60 წლის  ებრაჰიმ რაისი აირჩიეს, რომელმაც ამომრჩეველთა 17,9 მილიონი (ანუ დაახლოაზებით 62%) ხმა მიიღო. ამასთან, არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობა რეკორდულად დაბალი იყო. და სანამ ებრაჰიმ რაისს ერთი - ცალკეული ქვეყნების ლიდერები - პრეზიდენტად არჩევას ულოცავენ,  მანამ მეორენი, უპირველესად კი ამერიკის შეერთებული შტატები, ამ არჩევნების შედეგებს საეჭვოდ თვლიან. სხვათა შორის, ვაშინგტონი თეირანთან დიალოგზე უარს არ ამბობს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ არჩეულ პრეზიდენტს ებრაჰიმ რაისს უკვე ნახევარი წელია, რაც ამერიკული სანქციები აქვს გამოცხადებული.

 

ებრაჰიმ რაისი 2017 წლის არჩევნებშიც მონაწილეობდა, მაგრამ მან იმ დროს მხოლოდ 15,8 მილიონი ხმა (ანუ 38,2%) მიიღო. ექსპერტებს კითხვა უჩნდებოდათ - გადაწყვეტს თუ არა უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე მეორედ მონაწილეობას არჩევნებში? თუ იგი ისევ წააგებდა, მაშინ მისი ზედიზედ მარცხი კარიერაზე კატასტროფულად იმოქმედებდა: მოარული ხმების თანახმად, ებრაჰიმ რაისის საბოლოო მიზანს არა პრეზიდენტის, არამედ ქვეყნის უმაღლესი ლიდერის - რახბარის (ფაკიჰის)  პოსტის დაუფლება წარმოადგენს, რომელსაც დღეს 82 წლის აიათოლა ალი ჰამენეი იკავებს.

 

ვინ არის იბრაჰიმ რაისი? რაში გამოიხატება მისი დამსახურება? ირანში ამის თაობაზე სხვადასხვა აზრი არსებობს. როგორც უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, იგი პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ერთნი თვლიან, რომ იგი უფრო მეტად სხვაგვარად მოაზროვნეებს ებრძოდა, ვიდრე უსამართლობას, მეორენი იბრაჰიმ რაისს კორუფციის წინააღმდეგ მედგარ მებრძოლად წარმოსახავენ. ამ მხრივ მაგალითის სახით იხსენებენ წინამორბედი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ძმების დაპატიმრებას, თუმცა დასავლური მასმედია ამ ფაქტს კონსერვატორთა ერთგვარ შურისძიებად აღიქვამდა (იმ მოტივით, რომ წინა არჩევნებში მათი კანდიდატი იბრაჰიმ რაისი დამარცხდა). 

 

ახალი პრეზიდენტი ირანელი ახალგაზრდების იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც ქვეყნის სამსახურში ისლამური რევოლუციის შემდეგ ჩადგა. წარმოშობით წინასწარმეტყველ მუჰამედის სთამომავლად ითვლება. დაწყებითი განათლება მეშჰედის მედრესეში მიიღო, 15 წლის ასაკში კი სწავლა ყუმში, შემდეგ კი თეირანში გააგრძელა - დაამთავრა თეირანის მოტაჰარის უნივერსიტეტი იურისტის კვალიფიკაციით, აქვს ამავე უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი კერძო სამართალში.

 

იბრაჰიმ რაისს წინ რთული პერსპექტივა ელოდება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ირანის მიმართ გამოცხადებული სანქციების მოხსნის შესაძლებლობა, რომელიც მას აშშ-მა გამოუცხადა ბირთვული იარაღის შექმნის გეგმების გამო.

 

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, ირანში არჩევნები დემოკრატიის პრინციპების დარღვევით ჩატარდა. დასავლური მედია დაინტერესებულია იმ საკითხით, თუ როგორ შეხედავს ადამიანის უფლებების დამცველი ჯო ბაიდენი ადამიანის უფლებების დამრღვევს იბრაჰიმ რაისს, რომელსაც Amnesty International-ის მონაცემების თანახმად, ბრალი მრავალ დანაშაულში მიუძღვის.

 

იმავდროულად იბრაჰიმ რაისი უკვე იღებს მილოცვებს ირანის პარტნიორებისაგან, კერძოდ ვლადიმერ პუტინისაგან: „იმედი მაქვს, რომ თქვენი მოღვაწეობა ესოდენ მარალ პოსტზე ხელს შეუწყობს ჩვენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებებით, აგრეთვე თანამშრომლობას საერთაშორისო არენაზე“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მისალოც დეპეშაში.

 

წყარო

 





მსგავსი სიახლეები
"ჩემს გრძნობებს რუსეთისა და საქართველოს მიმართ ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ, მოსკოვი ძალიან მიყვარს"
სამხრეთაფრიკელი ბურები „ქართველ“ ფერმერებად იქცნენ - რას წერს გერმანული პრესა
რატომ გავიდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან - უცხოური პრესა
რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ბევრი პრეტენზიები დაუგროვდა - უცხოური პრესა
რუსეთის მთავრობის მიერ პოლიტ დევნილებისათვის საქართველო მთავარი თავშესაფარი გახდა - უცხოური პრესა
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ბრინჯაოს ხანის დიდი ყორღანები აღმოაჩინეს
ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ საქართველო აშშ-სთვის ყველაზე ერთგული მოკავშირეა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლუკაშენკოს მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს
"რეჯეფ ერდოღანი კვიპროსზე ყოფნით გაეროსა და ევროკავშირს კონფრონტაციაში იწვევს“ - "დოიჩე ველე“
"მოსკოვში მილსადენის სადღეგრძელო შესვეს" - რას წერს დანიური პრესა
ბულგარეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი, დავიწყებული გმირი - ალექსი წერეთელი
"რუსეთის გავლენა დღევანდელი საქართველოსთვის მუდმივ პრობლემად რჩება" - მერი ჰანიბოლი
"ნატოს წევრები საქართველოს ნაცვლად ხელსაც არ გაანძრევენ" - უცხოური პრესა
რა შემთხვევაში აუკრძალავს საქართველო ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შემოსვლას
"მოსკოვი იფიქრებს უკრაინის ტრანზიტით უფრო მეტი გაზის გადატუმბვას, იმ პირობით, თუ კიევი კარგად მოიქცევა"
"ფერადმა რევოლუციებმა" ყველგან დაარღვია სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა"- უცხოური პრესა
უჩვეულო ამინდები მსოფლიოში - რას წერს «BBC russian» დედამიწის კლიმატზე
ჩინეთი სირიის დანგრეული ეკონომიკის აღდგენაში აქტიურ ჩართვას აპირებს
შარლ მიშელი საქართველოში მთავრობასა და ოპოზიციას დაეხმარა - უცხოური პრესა
"თბილისს, კიშინიოვს და კიევს მტკიცედ სურთ ევროკავშირის წევრები გახდნენ“ - უცხოური პრესა