ეს მოსალოდნელი იყო - ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

მედიკოსი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, საქართველოში ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება.

 

"არ წყდება კითხვები ჩემს ინბოქსში, ვაქცინების შერევასთან დაკავშირებით. ვადევნებ თვალს, საქართველოში, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო, გამომდინარე იქიდან, როგორ მიდიოდა პროცესი დასაწყისიდანვე. ალბათ, ბევრს გაგახსენდებათ ჩემი პასუხი კითხვაზე, როდისაა AstraZeneca-ს მეორე დოზა რეკომენდირებული? ხშირად მითქვამს, კვლევებში ნაჩვენები იდეალური ინტერვალი 12 კვირაა თუმცა, გაითვალისწინეთ, საქართველოში ცხოვრობთ და სანამ ინტერვალს კვლევის მიხედვით შეარჩევთ, დარწმუნდით, რომ იმ დროისთვის მეორე დოზა იქნება... სამწუხაროა, რაც ახლა ხდება, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. 

 

ამ დროისთვის უკვე არსებობს ვაქცინების შერევის პრაქტიკა რანდომიზირებულ კვლევაში და კვლევის წინასწარი შედეგიც საიმედოდ გამოიყურება. AstraZeneca-ს და Pfizer-ის შერევით, უფრო მძაფრი იმუნიტეტის წარმოქმნის ალბათობასაც ვარაუდობენ.

 

მთავარია, ყველას გვესმოდეს პრევენციის წესების დაცვის აუცილებლობა. თუ ვერ ვისწავლით ამ ვირუსთან თანაცხოვრებას, უსაფრთხოების წესების დაცვით, სამწუხაროდ, მხოლოდ ვაქინაცია არ არის გამოსავალი. მუტაცია ვირუსს აძლევს საშუალებას თავი ნაწილობრივ მაინც დაიცვას ჩვენი იმუნიტეტისგან. მითუმეტეს იმ გარემოში სადაც 2%-ზე ნაკლებია აცრილი, უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. სახელმწიფოსთვის კი დღეში 20-30 ადამიანის სიკვდილი მხოლოდ სტატისტიკაა და არა ცალკეული ადამიანების ტრაგედია.

 

ნუ იქნებით ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის იმედად.

 

პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლებას", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.





მსგავსი სიახლეები
,,ქართულმა ოცნებამ" აღარ უნდა დაუშვას ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციის შემცველი რაიმე სახის შეთანხმება"
„აწმყო თუ არა გვწალობს, მომავალი ჩვენია?!“ - ისეთი საბედისწეროა, როგორც არასდროს!"
"კვლევები აჩვენებს, რომ დელტას ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავადებებს არავაქცინირებულ ადამიანებში"
მასწავლებელი მოკლეს, რომელიც ქართველ ბავშვებს ასწავლიდა - ლადო აფხაზავა
ასეთ შემთხვევაში ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს - ბიძინა კულუმბეგოვი
მთავრობის მიზანდასახულმა პოლიტიკამ ბიზნესისათვის პოზიტიური მოლოდინები შექმნა - გიორგი ცუცქირიძე
როგორ ავიცილოთ თავიდან მოგზაურობისას და კურორტზე ყოფნის დროს ინფექციური დაავადებები
რომელი ვაქცინაა ყველაზე ეფექტური? - ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციის თაობაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
არის თუ არა „ოცნების“ ამ შეთანხმებიდან გასვლა დემარში დასავლელი პარტნიორების მიმართ?
კიდევ ერთი ინფორმაცია რატომ არის ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - ზაზა წერეთელი
ურთულესი იყო მდგომარეობა - რას წერს ექიმი ოლიმპიური ჩემპიონის ტრავმაზე
"ოლიგარქის მთავარი ამოცანა, გარდა ხალხის გაბითურებისა, ოპოზიციური ველის დისკრედიტაცია და ნიჰილიზმის გაღვივებაა"
"იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ცალსახად არ იქნა შეფასებული ხელშეკრულების ძირითადი ჩამშლელის როლი"
"რიგგარეშე არჩევნების საკითხი საქართველოს კონსტიტუციით უნდა დარეგულირდეს და არა რაღაც გამოგონილი პროცენტებით"
"არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება" - ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს
აქ კიდევ არაერთი ამბიციური პროექტი განხორციელდება - გია ვოლსკი
რა შემთხვევაში შეიძლება, ან არ შეიძლება ვაქცინაცია - ინფექციონისტის განმარტება 
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა აღარ დავუშვათ - დავით ზარდიაშვილის ინიციატივა
გიორგი ფხაკაძე პანდემიის დამარცხების დროს ასახელებს
"ქვეყანამ უნდა იცოდეს ვის კარგავს ყოველდღიურად, მიდიან ადამიანები სახელებისა და გვარების გარეშე"