როგორია ახლადგახსნილი ბაკურციხე - გურჯაანის შემოვლითი გზა (ვიდეო)

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის 15,5 კმ-იანი მონაკვეთი უკვე გაიხსნა.  

 

აღნიშნული გზის მონაკვეთი, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან აკავშირებს.

 

ახალი გზა მნიშვნელოვნად ამცირებს მგზავრობის დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი).

 

ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა გურჯაანის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს გურჯაანის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 

კახეთის რეგიონისათვის აღნიშნული გზის მონაკვეთის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონში საკმაოდ განვითარებულია სოფლის მეურნეობა და ტურისტული პოტენციალი.

 

აღნიშნული პროექტის ღირებულება 38 000 000 ლარი იყო და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა.

 

პროექტის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კუპატაშვილი ესაუბრა.

 

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზა ჯამში 15.5 კილომეტრია. აღნიშნული გზის მონაკვეთი არ განეკუთვნება საერთაშორისო გზას, ესაა შიდა - სახელმწიფოებრივი. ძირითადად, ის შიდა ტრანზიტისთვის და ჩვეულებრივი გადაადგილებისთვის იქნება გამოყენებული. ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზა, კახეთში მგზავრობის არსებულ დროს თითქმის გაანახევრებს. გზის ამ მონაკვეთზე, უმეტეს ადგილებში გადაადგილების სიჩქარე 40კმ/სთ იქნება და სამომავლოდ განსაზღვრულია საპროექტო სიჩქარე 80 კმ/სთ,"- განაცხადა ლევან კუპატაშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
გოდერძი ჩოხელი - "რჩეული"
"ყველაზე მეტად მე მიყვარხარ" - დათი ქოქრაშვილის და მისი მეგობრების "შეხვედრა" - ვიდეო
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთი რეალურად დამარცხდეს" - ანა ფოტიგა
ნინო სუხიშვილი ლეგენდარული ანსამბლის შესახებ - „რჩეული“
ქართველი ჰალკი, ლევან საგინაშვილი, 20 წლის ასაკში დაწყებული სპორტული ცხოვრება - "რჩეული"
კრიზისულ მდგომარეობაში და ლაშქრობაში წასაღები საჭირო ნივთების ნაკრები - ზურაბ კვანჭახაძის ვიდეობლოგი
ნონა გაფრინდაშვილი - „რჩეული“
საქართველოში არსებული რეტრო თვითმფრინავები - ზურაბ კვანჭახაძის ვიდეობლოგი
ოთარ რამიშვილი - „რჩეული“
"დუჟი, რომელსაც კობახიძე ახსენებს, თავად სდის" - ნიკა მელია ირაკლი კობახიძეზე
"მცირე ავიაცია" - ზურაბ კვანჭახაძის ვიდეობლოგი
ლეგენდარული ქართველი მსროლელი ნინო სალუქვაძე - "რჩეული"
როგორ უნდა მოვიქცეთ დაბომბვის დროს - ზურაბ კვანჭახაძის ვიდეობლოგი
გენიალური ქართველი პოეტი - ტარიელ ხარხელაური გადაცემაში “რჩეული“
ბორჯღალოსნების მხიარული “ლალე“ ისტორიული გამარჯვების შემდეგ - ვიდეო
ტაბუახსნილი ფაქტები - „არქივის უცნობი ისტორიები“
პარტიზანული ტაქტიკა: გადაადგილება - დაბანაკება - ზურაბ კვანჭახაძის ვიდეობლოგი
მიხეილ ჯავახიშვილი და სასულიერო პირები - „არქივის უცნობი ისტორიები“
ვინ მოკლა ილია? - „არქივის უცნობი ისტორიები“
რა არის ჟურნალისტიკა და ჟურნალისტის უმთავრესი მოვალეობა - ნანა გაგუა სტუმრად გადაცემაში "ზღვარი"