სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები "წამოწოლილი" პაციენტებისგან - მაია ბუწაშვილი

სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები "წამოწოლილი" პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.

 

"ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემვირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).

 

თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.

 

და კიდევ, რემდესევირი რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე,"- წერს მაია ბუწაშვილი.





მსგავსი სიახლეები
„აწმყო თუ არა გვწალობს, მომავალი ჩვენია?!“ - ისეთი საბედისწეროა, როგორც არასდროს!"
"კვლევები აჩვენებს, რომ დელტას ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავადებებს არავაქცინირებულ ადამიანებში"
მასწავლებელი მოკლეს, რომელიც ქართველ ბავშვებს ასწავლიდა - ლადო აფხაზავა
ასეთ შემთხვევაში ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს - ბიძინა კულუმბეგოვი
მთავრობის მიზანდასახულმა პოლიტიკამ ბიზნესისათვის პოზიტიური მოლოდინები შექმნა - გიორგი ცუცქირიძე
როგორ ავიცილოთ თავიდან მოგზაურობისას და კურორტზე ყოფნის დროს ინფექციური დაავადებები
რომელი ვაქცინაა ყველაზე ეფექტური? - ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციის თაობაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
არის თუ არა „ოცნების“ ამ შეთანხმებიდან გასვლა დემარში დასავლელი პარტნიორების მიმართ?
კიდევ ერთი ინფორმაცია რატომ არის ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - ზაზა წერეთელი
ურთულესი იყო მდგომარეობა - რას წერს ექიმი ოლიმპიური ჩემპიონის ტრავმაზე
"ოლიგარქის მთავარი ამოცანა, გარდა ხალხის გაბითურებისა, ოპოზიციური ველის დისკრედიტაცია და ნიჰილიზმის გაღვივებაა"
"იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ცალსახად არ იქნა შეფასებული ხელშეკრულების ძირითადი ჩამშლელის როლი"
"რიგგარეშე არჩევნების საკითხი საქართველოს კონსტიტუციით უნდა დარეგულირდეს და არა რაღაც გამოგონილი პროცენტებით"
"არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება" - ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს
აქ კიდევ არაერთი ამბიციური პროექტი განხორციელდება - გია ვოლსკი
რა შემთხვევაში შეიძლება, ან არ შეიძლება ვაქცინაცია - ინფექციონისტის განმარტება 
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა აღარ დავუშვათ - დავით ზარდიაშვილის ინიციატივა
გიორგი ფხაკაძე პანდემიის დამარცხების დროს ასახელებს
"ქვეყანამ უნდა იცოდეს ვის კარგავს ყოველდღიურად, მიდიან ადამიანები სახელებისა და გვარების გარეშე"
"ოპოზიციას ვურჩევდი წინასაარჩევნო კამპანიაში რამდენიმე მესიჯზე უარი თქვას" - არჩილ გამზარდია