მივმართავ პროფესიონალ ისტორიკოსებს - ვაჟა შუბითიძე

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ისტორიკოსებს მიმართავს:

 

"მივმართავ პროფესიონალ ისტორიკოსებს;

 

მეგობრებო და კოლეგებო, 14 ივლისს, "საერთო გაზეთმა" გამოაქვეყნა მკვლევართა ჯგუფის მიერ ხანგრძლივი დაკვირვების და შედარების შედეგად მოპოვებული სერიოზული მასალა სათაურით: "უმეცრება თუ მიზანმიმართული დანაშაული". სტატიაში გაჟღერებულია სერიოზული ბრალდება მათ მიმართ, ვინც რატომ და რა მიზნით გამოსცა საქართველოს ისტორიის მთავარი სახელმძღვანელო წიგნი "ქართლის ცხოვრება" 2008 და 2012 წლებში გაყალბებული სახით? წიგნის რედაქტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რედკოლეგიაში კი არიან აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, პროფესორი გიული ალასანია (სააკაშვილის დედა) და სხვ. ავტორები დოკუმენტურად ასაბუთებენ, რომ 1955 წელს სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქტორობით გამოცემული "ქართლის ცხოვრებიდან" 2008 წლის ხელახალ გამოცემაში (ეს სააკაშვილის დროს ხდება) შეგნებულად ამოღებულია ჩვენი ერისათვის ყველაზე საამაყო ისტორიის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველო "ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად" იწოდება. ამოღებულია ისტორია იმის თაობაზე, თუ თუ როგორ წარმოგზავნა ღვთისმშობელმა მარიამმა ქრისტიანობის საქადაგებლად წმინდა მოციქულები. ამოღებულია ანდრია პირველწოდებულის და სიმონ კანანელის ჯერ ტრაპიზონში და შემდეგ დიდ აჭარაში შემობრძანება, პირველი ეკლესიის აგება დიდ აჭარაში, ქადაგება მესხეთში, სვანეთში, ქართლში, ტაო-კლარჯეთში, ოსეთში და სკვითების ქვეყანაში.

 

წმინდა მოციქულების მიერ ქრისტიანობის ქადაგების ისტორია წარმოდგენილია მხოლოდ სამეგრელოს მაგალითზე და ისიც დამახინჯებული ფორმით. ამით შემდგენლებმა ქართველ ერს გამოაცალეს სამოციქულო ეკლესიის საფუძვლები (არადა გამოცემა, ამის შესანიღბად, მიძღვნილია პატრიარქ ილია მეორის დაბადებიდან 75 და აღსაყდრებიდან 30 წლისთავისადმი). 2008 და 2012 წლებში გამოცემული "ქართლის ცხოვრებიდან" ასევე ამოღებულია: 13 ასურელი მამის ისტორია, მათ შორის დავით გარეჯელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რაც არ უნდა იყოს შემთხვევითი (გარეჯის თემის სიმწვავიდან და აქტუალობიდან გამომდინარე), ასევე ამოღებულია დავითისა და კონსტანტინეს გმირული ბრძოლის და მათი მოწამებრივი აღსასრულის შესახებ, თუ როგორ დაირაზმნენ ქართველები არაბების წინააღმდეგ საბრძოლველად და ა.შ. თუ ეს ყველაფერი დადასტურდა(ყველაფერი ამაზე მეტყველებს), მაშინ ამას მოჰყვება სერიოზული რეაქცია და შედეგები. ფაქტი ერთია, სააკაშვილის დროს საგანგებოდ ორჯერ გამოცემული (მანამდე 2002 წელს გამოვიდა 1955 წლის დედნის საფუძველზე და მაინცდამაინც არ იყო მისი გამოცემის აუცილებლობა) "ქართლის ცხოვრების" 2008 და 2012 წლის ეგზემპლარები ამოღებულ უნდა იქნას სახელმწიფო ბიბლიოთეკებიდან და სკოლებიდან, შეწყდეს მათი გაყიდვა. დანარჩენს საზოგადოება თავად გადაწყვეტს. გთხოვთ გაეცნოთ და გამოეხმაუროთ გაზეთის ამ პუბლიკაციას", - წერს ვაჟა შუბითიძე.





მსგავსი სიახლეები
,,ქართულმა ოცნებამ" აღარ უნდა დაუშვას ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციის შემცველი რაიმე სახის შეთანხმება"
„აწმყო თუ არა გვწალობს, მომავალი ჩვენია?!“ - ისეთი საბედისწეროა, როგორც არასდროს!"
"კვლევები აჩვენებს, რომ დელტას ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავადებებს არავაქცინირებულ ადამიანებში"
მასწავლებელი მოკლეს, რომელიც ქართველ ბავშვებს ასწავლიდა - ლადო აფხაზავა
ასეთ შემთხვევაში ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს - ბიძინა კულუმბეგოვი
მთავრობის მიზანდასახულმა პოლიტიკამ ბიზნესისათვის პოზიტიური მოლოდინები შექმნა - გიორგი ცუცქირიძე
როგორ ავიცილოთ თავიდან მოგზაურობისას და კურორტზე ყოფნის დროს ინფექციური დაავადებები
რომელი ვაქცინაა ყველაზე ეფექტური? - ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციის თაობაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
არის თუ არა „ოცნების“ ამ შეთანხმებიდან გასვლა დემარში დასავლელი პარტნიორების მიმართ?
კიდევ ერთი ინფორმაცია რატომ არის ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - ზაზა წერეთელი
ურთულესი იყო მდგომარეობა - რას წერს ექიმი ოლიმპიური ჩემპიონის ტრავმაზე
"ოლიგარქის მთავარი ამოცანა, გარდა ხალხის გაბითურებისა, ოპოზიციური ველის დისკრედიტაცია და ნიჰილიზმის გაღვივებაა"
"იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ცალსახად არ იქნა შეფასებული ხელშეკრულების ძირითადი ჩამშლელის როლი"
"რიგგარეშე არჩევნების საკითხი საქართველოს კონსტიტუციით უნდა დარეგულირდეს და არა რაღაც გამოგონილი პროცენტებით"
"არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება" - ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს
აქ კიდევ არაერთი ამბიციური პროექტი განხორციელდება - გია ვოლსკი
რა შემთხვევაში შეიძლება, ან არ შეიძლება ვაქცინაცია - ინფექციონისტის განმარტება 
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა აღარ დავუშვათ - დავით ზარდიაშვილის ინიციატივა
გიორგი ფხაკაძე პანდემიის დამარცხების დროს ასახელებს
"ქვეყანამ უნდა იცოდეს ვის კარგავს ყოველდღიურად, მიდიან ადამიანები სახელებისა და გვარების გარეშე"