ქუჩებისთვის სერგო ფარაჯანოვისა და კახი კავსაძის სახელების მინიჭების თაობაზე საჯარო განხილვა იწყება

 

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი უძღვებოდადედაქალაქის ქუჩებისთვის   სერგო ფარაჯანოვისა და  კახი კავსაძის სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელეს.


კომისიის თავმჯდომარის  განცხადებით სიმბოლურია, რომ სერგო ფარაჯანოვის ქუჩის სახელდების საკითხი  დღეს - კინორეჟისორის გარდაცვალებიდან 31 წლის თავზე განიხილება.


დღეს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული  სხდომაა. ამ დრომდე თბილისში სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა არ გვქონდასაზოგადოებას განსახილველად  ვთავაზობთ იმ გეოგრაფიულ ობიექტს სადაც დიდი კინორეჟისორი  ცხოვრობდა. ასევექალაქის ისტორიულ ნაწილში შევარჩიეთ ქუჩა რომელსაც გვსურს კახი კავსაძის სახელი მიენიჭოს“,- განაცხადა სხდომის დასაწყისში მიხეილ ამაშუკელმა.


მისივე განცხადებითშემდგომი ოცი დღის განმავლობაში, ფართო საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები  წარმოადგინოს და საკრებულოს მიერ ორგანიზებულ საჯარო განხილვაში ჩაერთოს.


საზოგადოებას ჩართულობისკენ მოვუწოდებ. ყველა ის საზოგადო მოღვაწე, ვის სახელსაც დღეს ქუჩებს ვანიჭებთ ქართული და მსოფლიო საზოგადოების მიერ სიცოცხლეშივე აღიარებული და დაფასებულია. თითოეული ქართველი ამაყობს ფარაჯანოვის ფილმებითა და  კავსაძის განსახიერებული როლებით. ჩვენთვის ყოველი ადამიანის მოსაზრება მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევიადარწმუნებული ვარ, საჯარო განხილვა ფართო საზოგადოების ისეთივე ჩართულობას გამოიწვევს როგორიც ინტერესია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების მიმართ“,- განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.


გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე, კომისიის წევრებმა, თბილისის ქუჩებისთვის ქართველი ფთიზიატრისმედიცინის მეცნიერებათა დოქტორის იოსებ აბაკელიას და მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის სახელების მინიჭების საკითხებიც განიხილეს.  

 

(R)

 





მსგავსი სიახლეები
2 აგვისტო ისტორიაში
თიბისის აპლიკაციების კონკურსი იწყება
ეპიდ-სიტუაცია ქვეყანაში - ბოლო მონაცემები
ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევა - ეპიდ-ვითარება საქართველოში
"მშვიდობის დაცვით დავნერგოთ მომავალი, ხელი შევუწყოთ „კაცობრიობის განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას"
ეპიდ - ვითარება საქართველოში 31 ივლისის დილის მონაცემებით
როგორც "ხალხის მტრის" ოჯახის წევრს 8 წლით გადასახლება მიესაჯა - როგორ შეიცვალა ქალების ბედი საბჭოთა კავშირის დროს
"ლიბერასტები" გამოძევებულნი უნდა იქნან სამინისტროდან - ექსპერტი განათლებისა და მეცნიერების 10 წლიანი გეგმას აფასებს
სააკაშვილი ცდილობს, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დროს ცეცხლზე ნავთი დაასხას - გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“
როდესაც მშობელი იკეთებს ვაქცინას, ის თავის არასრულწლოვან შვილებსაც იცავს - ზვიად კირტავა
დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ფაიზერით“ ვაქცინაცია კლინიკების გარდა პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყება - დეტალები
აზერბაიჯანის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩანს - სომხეთის თავდაცვის უწყება
იუსტიციის სამინისტრო ნახევარი მილიონის მოცულობის საგრანტო პროგრამას აცხადებს
30 ივლისი არნოლდ შვარცენეგერის დაბადების დღეა
ეს აჩენს იმედს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალს რამდენიმე წელიწადში დავიბრუნებთ - ვაჟა შუბითიძე
2 712 ინფიცირებული და 25 გარდაცვლილი - კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა
ისრაელში ასაკოვან მოქალაქეებს კოვიდვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ
თბილისის საკრებულოს კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
“ტანტა” და თერაპიის ცენტრი “გრადაცია” - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით